არქივი

წყალი

862587b500ba
წყალი – წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე , ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.
c3dabe4043c1
დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.
დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე (ევროპა, ევკლიდე).
025069abe9fb
წყალი სითხეა და ამიტომაც მას ფორმა არა აქვს. იგი ყოველტვის იმ ჭურჭელის ფორმას იღებს, რომელშიც ასხია. ამასთან წყალი დენადია, იგი ჟონავს და ჩაზნექილ ადგილებს ავსებს.
წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი რესურსია.დადამიწის ზედაპირის 70% წყალი შეადგენს.მიუხედავად ბუნებაში ფართოდ გავრცელებისა, მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა.
c77f761adcab
წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალაა, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს და იყენებს. თუ საკვების გარეშე ადამიანი თვეების განმავლობაში ძლებს,წყლის გარეშე ის რამდენიმე დღეში დაიღუპება.ადამიანის ორგანიზმის 70% წყალია. წყლის ეს რაოდენობა უნდა იქნას შენარჩუნებული,ვინაიდან 20%-მდე წყლის დაკარგვა ორგანიზმის დაღუპვას იწვევს.
ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს წყალს:ბოსტნეული-80-90%,ხორცი-50%,რძე-87-89% და ა. შ.
წყალი უნივერსალური გამხსნელია.მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ყველაფერი ზედმეტი კი გამოაქვს.
d137132008b9
საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები).
5c2d07f86fa4
წყლის რესურსები არათანაბრად არის განაწილებული და ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. საქართველოს მდინარეები მიეკუთვნებიან ორ ძირითად აუზს, რომლებსაც ლიხის ქედი ყოფს.
4751198a77b1
შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება დაახლოვებით 18109 მდინარე, ეს საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 70 %-ია, ხოლო კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება 7951 მდინარე (30%). ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში.
ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 60-65% წყალია. მისი მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, სტაბილიზდება ცხოველმყოფელობის პროცესები, მიეწოდება უჯრედებს საკვები ნივთიერებები, გამოიყოფა მარილები და წიდა
2f0c2a75e1b1
დღე-ღამეში საშუალოდ 6-7 ჭიქა ანუ 2 ლიტრამდე წყლის დალევაა რეკომენდებული. დანარჩენს საკვებიდან ვიღებთ, ხოლო დაახლოებით 0,3 ლიტრი ორგანიზმშივე წარმოიქმნება.
417ae9e14a52
სუფთა წყალი, ანუ წყალი რომელიც არანაირ გახსნილ ნივთიერებას არ შეიცავს, დუღს 100˚ც-ზე და იყინება 0˚ც-ზე. თუ წყალი რაიმე გახსნილ ნივთიერებას შეიცავს, მისი დუღილის ტემპერატურე უფრო მაღალია, ხოლო გაყინვის ტემპერატურა უფრო დაბალია. სუფთა წყალი გამჭვირვალე, უსუნო სითხეა, სქელ ფენებში მოცისფეროა.
6c284b02c832
ბუნებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს წყლის წრებრუნვა.მსოფლიო ოკეანიდან წყლის ნაწილი ორთქლდება და ნალექების სახით ისევ მიწას უბრუნდება.წრებრუნვისას წყლის საერთო რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი რჩება.
c753522a659e

წყარო:www.google.ge

მსგავსი ამბები

Back to top button