კულტურა

„კურსკის“დაღუპვის მიზეზები

d0ccc04a4b9d

11 წლის წინ ბარენცის ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“. ავარიის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 118-ვე წევრი.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, „კურსკი“ საკუთარი ტორპედოების აფეთქებამ ჩაძირა. ტრაგედიამ თავის დროზე განარისხა დაღუპული ეკიპაჟის ოჯახის წევრები და რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხს სთხოვდნენ რუსეთის ხელისუფლებას დაგვიანებული რეაქციის გამო.

38100a7df4bb

რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მთავარი შტანდარტი, წმინდა ანდრიას დროშა, გლოვის ნიშნად სანახევროდ დაშვებულია, სამხედრო ფლოტის ოფიცრები და სამხედრო აკადემიები მთელი რუსეთის მასშტაბით პატივს მიაგებენ 118 მეზღვაურის ხსოვნას, რომლებიც 11 წლის წინ დაიღუპნენ, ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის“, ჩაძირვის შედეგად. ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგაც მკაფიო პასუხი არ არსებობს შეკითხვაზე, თუ რა გახდა „კურსკის“ ჩაძირვის მიზეზი, – აცხადებს იგორ კუდრინი, წყალქვეშა ნავების მეზღვაურთა სანკტ-პეტერბურგის კლუბის თავმჯდომარე:

„დღეს ჩვენ დაგვრჩა ორი ვერსია: ყველამ იცის, თუ რა მოხდა „კურსკზე“ ტორპედოს აფეთქების დროს, რამაც გამოიწვია ხომალდის დაღუპვა. რჩება შეკითხვა: რამ გამოიწვია აფეთქება? ეს ან გარედან ზემოქმედების შედეგია, ანდა ტექნოგენური კატასტროფა.“

b71712e10fdb

კუდრინი ასევე აკეთებს კომენტარს რუსეთის გენერალური პროკურორის უსტინოვის წიგნზე, რომელიც „კურსკის“ დაღუპვის ფაქტის გამოძიებას ეხება. პროკურორი უსტინოვი ამტკიცებს, რომ მათ შეერთებულ შტატებს გაუგზავნეს შეკითხვა და სთხოვეს განმარტება, თუ სად იმყოფებოდნენ „კურსკის“ დაღუპვის მომენტში ამერიკული წყალქვეშა ნავები „მემფისი“ და „ტოლედო“. ამერიკელებმა რუსეთის პროკურატურას არ უპასუხეს. სანკტ-პეტერბურგის წყალქვეშა მეზღვაურთა კლუბის თავმჯდომარე იგორ კუდრინი წერს, რომ მის წერილს პირადად პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ მა უპასუხა:

e5143b6c0237

„დაღუპულთა ნათესავების დავალებით მე შეკითხვა გავუგზავნე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ ს. შესაძლოა, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არ იცოდა, თუ სად უნდა მიეწერა. შესაძლოა, მისამართი აერია და ‘თეთრი სახლის’ ნაცვლად, დაწერეს ‘ყვითელი სახლი’. აი, ჩვენ კი პრეზიდენტისაგან პასუხი მივიღეთ. მასში, პირველ ყოვლისა, გამოთქმული იყო ღრმა თანაგრძნობა ‘კურსკში’ დაღუპულთა ოჯახებისადმი და, მეორე, იყო განცხადება, რომ ამერიკის ხომალდებს არ მიუძღვით ბრალი ‘კურსკის’ დაღუპვაში.“

03d927224334

რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავი წვრთნის ჩასატარებლად 2000 წლის 12 აგვისტოს გავიდა ბარენცის ზღვაში. ერთი საათის შემდეგ ხომალდთან კავშირი დაიკარგა. „კურსკი“ დუმდა 11 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობამ გემის დაკარგვის შესახებ გამოაცხადა. დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ რუსეთს დახმარება შესთავაზეს „კურსკის“ გადასარჩენად, მაგრამ კრემლმა ეს წინადადება უარყო და მხოლოდ დიდი დაგვიანების შემდეგ დათანხმდა. ბრიტანეთისა და ნორვეგიის სამაშველო ჯგუფებმა ჩაძირულ „კურსკთან“ მიახლოება მხოლოდ 20 აგვისტოს მოახერხეს და აღმოაჩინეს, რომ ცოცხალი აღარავინ იყო დარჩენილი.

ad1be0582b19

იგორ კუდრინმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ რუსეთის წყალქვეშა ფლოტი მნიშვნელოვნად გამოსწორდა: შეიძინეს სამაშველო ნავები და წყალქვეშა ხომალდებზე დამონტაჟდა განგაშის ახალი სისტემა. თუმცა არ იცვლება, რეაგირების თვალსაზრისით, ხელისუფლების დამოკიდებულება სამხედრო ობიექტებზე მომხდარი კატასტროფებისადმი, – ამბობს კუდრინი
აგერ სულ ახლახან, როდესაც ხანძრის შედეგად საზღვაო ძალების ბაზა დაიწვა, ჩვენ რა ვთქვით? – ეს მე არ ვარ და ბაზა ჩემი არ არის. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაირკვა, რომ ბაზა, ხალხო, თურმე ჩვენი ყოფილა. ეს ძალიან ჰგავს „კურსკის“ სიტუაციას და, ამ თვალსაზრისით, ათი წლის განმავლობაში ცოტა რამ თუ შეიცვალა.“

160726399b7c

11 წლის წინ, როდესაც ბრიტანელმა და ნორვეგიელმა მაშვლებმა ჩაძირულ წყალქვეშა ხომალდს მიაკვლიეს, კაპიტან-ლეიტენანტ დმიტრი კოლესნიკოვის კაიუტაში იპოვეს წერილი, რომელშიც გემის კაპიტანი წერდა, რომ პირველ და მეორე აფეთქებას 23 ადამიანი გადაურჩა, მაგრამ ვეღარ მოახერხეს წყლის ზედაპირზე ამოსვლა. 2005 წელს დაღუპული მეზღვაურების ზოგიერთმა ჭირისუფალმა ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით, გამოძიებულიყო „კურსკის“ ტრაგედია. ევროპის სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, თუმცა, კუდრინის თქმით, ერთი წლის წინ რამდენიმე ნათესავმა საკუთარი საჩივარი უკან გაიტანა.
79d35da1f5e6

e40e32fdafc8

67fefa0796dd

გაგრძელება იქნება….
წყარო:რადიო თავისუფლება

მსგავსი ამბები

Back to top button