არქივი

Harry Potter and the Deathly Hallows: Part 1 [განხილვა ჩემებურად]

შეიძლება მითხრათ რაღა დროს ამ ფილმის მიმოხილვააო, მაგრამ ჩემი აზრით ზუსტადაც რომ დროულია და ზუსტად ის დროა უკვე ობიექტურად შეფასება რომ შემიძლია… განაგრძეთ პოტერომანებო  :)

რატომ არ დავწერე ეს პოსტი აქამდე?

  • ეს ჩემთვის უბრალოდ ფილმი არაა, ბავშვობის ზღაპრად შემომრჩა ეს ამბავი გონებაში და ახალ ნაპრემიერალზე რომ დამეწერა ემოციური ფონი არ მომცემდა იმის საშუალებას რომ ობიექტური ვყოფილიყავი. არადა ზუსტად ის ფილმია ყველაზე მეტად ობიექტური კრიტიკა რომ სჭირდება.
აქამდეც ბევრი დაიწერა ამ ფილმის მიმოხილვები, ზოგი კარგი ზოგიც ცუდი, მაგრამ მე მაინც ჩემებურ შეფასებას გავაკეთებ და ვისაც გაინტერესებსთ მომყევით :) .
gtssf
ამ ამბის მოყვარულებს – “პოტერომანებს” ყველას წაკითხული აქვს 7-ივე წიგნი და დამეთანხმებიან რომ თითქმის არცერთ კინო-ეკრანიზაციას არ მოუცია ისეთი ემოციები და ჯადოსნური ამბის ისეთი სიცხადე როგორსაც თავად წიგნი იძლევა. “თითქმის” იმიტომ ვახსენე რომ ვთვლი პირველ ფილმში(ფილოსოფიური ქვა) ყველაზე მეტად იდო ის რაც წიგნშია, ყველაზე კარგად იყო გადმოცემული ამბის ორიგინალურობა და ფილმიც შესაბამისად ორიგინალური გამოვიდა. დანარჩენებიდან კი ყველაზე ისეთი გრძნობა დამრჩა რომ ერთი ჩვეულებრივი, ჰოლივუდური, მაღალ ბიუჯეტიანი ფილმი იყო სადაც გარკვეულ საკითხებზე ფულის დახარჯვა დაენანათ და ფილმებიც შესაბამისად ნაკლული გამოვიდა.
ახლა კონკრეტულად მეშვიდეს პირველ ნაწილზე გადავიდეთ:
დავიწყებ ფილმის დასაწყისიდან და მივყვები ბოლომდე, რაც გამახსენდება იმის კრიტიკას თუ ქებას დავწერ.
ვისაც აზრადაც არ მოსვლია ეს ამბავი წაეკითხა და უბრალოდ კინომოყვარულია მათთვის ალბათ მშვენიერი, ფანტასტიკური ჟანრის, მორიგი ფილმი იყო და მეტი არაფერი, არადა ჩემი აზრით ფილმის მესვეურებს უნდა ეზრუნათ იმაზე რომ მეტი ყოფილიყო.
d8s4z
ფილმის დასაწყის საკმაოდ ეფექტური იყო და მეოთხე ფილმივით(ცეცხლოვანი თასი) გული არ დაუწყვიტავს ჩემთვის, (თუ გახსოვთ ცეცხლოვან თასში საერთოდ ამოღებულია უისლების სტუმრობა დერსლებთან და ფრედისა და ჯორჯრის ოინები, დადლიზე ჩატარებული ცდა და კიდევ ბევრი რამ) როგორც ჩანს გათვლილი იყო სწორედ იმაზე რომ ამბის მოყვარულებისთვის გული არ დაეწყვიტა, მრავალწვნიანი სასმელი, 7 პოტერი და ა.შ. დასაწყისში ისიც არ დავიწყებიათ ჰერმიონის მშობლების ამბავი ნათელი გაეხადათ, თუმცა ეს მხოლოდ ფილმის მოყვარულებისთვის იყო საჭირო თორმე წიგნში როგორაცაა ისიც იკმარებდა ჩემი აზრით. ნუ ჰაგრიდის მოტოციკლს(სირიუსის ყოფილი მოტოციკლი) რაც შეეხება ნორმალური იყო და გარკვეული ჰოლივუდური ოინებიც ჩაეკვეხებინათ, (გვირაბის ჭერზე სიარული და სხვანი) რისი წინააღმდეგიც ნამდვილად არ ვარ, პირიქით გარკვეული ემოციური დატვირთვა ამასაც ჰქონდა.
m98sz
მერე თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, წვრილმანებზე არ შევედავები ფილმის რეჟისორებს, ქორწილისთვის მზადება ჩემი აზრით ზუსტად ის იყო რაც უნდა ყოფილიყო ფილმში, ასევე ჰარისა და ჯინის კოცნაც მშვენიერი სცენა გამოვიდა (ტყუპისცალის შემოსვლა ყველაზე მეტად მომწონს მანდ :) ) .
utmsc
ქორწილს რაც შეეხება ყველაზე მეტად მომეწონა ლუნასა და მამამისის ცეკვა, ჩემი აზრით საკმაო დოზით ჰქონდა ორიგინალურობაც და სილამაზეც. მომეწონა გმაფრთხილებელი ნიშანი .
9pz9z
ახლა გრიმოს მოედანზე გადავიდეთ:
აქ იყო რაღაცები რამაც გული დამწყვიტა, არა განა რამე სცენა იყო გამოტოვებული, პირიქით სცენები ჩემი აზრით ზუსტად იმ დოზით იყო რაც უნდა ყოფილიყო მაგრამ რატომღაც მსახიობებიც და გადაღებაც უღიმღამო მეჩვენა ფილმის ამ ნაწილში, არ ჰქონდა არც დიდი ემოციური დატვირთვა, საერთოდ არაფერი ეცხო იმისა რაც წიგნშია… ამ ფილმის ყურებისას გარკვეულ მომენტებში მეჩვენება რომ დენილ რედკლიფი(ჰარის როლის შემსრულებელი) თითქოს ბოლომდე არ იხარჯება, თითქოს რაღაც აკლია და გარკვეულ მომენტებში მისი გაბრაზებაც ყალბი მეჩვენება ხოლმე. (შეიძლება ვცდები) თუმცა დობის, კრეჩერისა და მანდაგუსის სცენა მომეწონა.
სამინისტროში შეპარვა და იქ დატრიალებულიამბები:
ypelq
აქ თითქმის არაფერია ისეთი რაზეც ვიტყოდი არ მომეწონათქო, შესანიშნავად გაართვეს თავი მსახიობებმა მაგრამ იყო რამოდენიმე შემთხვევა სადაც ლურჯ ფორმიანი მამაკაცები ჩნდებიან და შერეულ-სისხლიანებს მიათრევენ, აი ეს ლურჯფორმიანები ძაან ზედმეტი იყო, გაეკეთებინათ რაიმე განსხვავებული მანტიებით ან რამე, იმიტომ რომ ასე ძაან დაამსგავს მაგლურ პოლიციას და ამიტომაც არ მომეწონა.
cejni
ეს სცენებიც სამინისტროში შეპარვასა და იქ დატრიალებულ ამბებშია მაგრამ ცალკე უნდა გამოვყო რადგან ყველაზე მეტად მომწონს.
სამივე სცენა რონისაა და სამივე ძალიან მაგარია ჩემი აზრით.
  • პირველი იმ საკუთარ ცოლზე დარდობს რომელიც სინამდვილეში მისი არაა :)
  • მეორე ის ქალი რომ აკოცებს
  • მესამე და ყველაზე მაგარი ჩემი აზრით გაქცევის სცენა სადაც რონის სახე უბრალოდ ყველაზე მეტყველია და ყველაზე გულით ნათამაშები.
d3cgy
ჰოროკუქსი ნაპოვნია. უსახლკაროდ დარჩნილები მომთაბარეობენ. რონის წასვლა. აქ არაფერია ისეთი რომ გამეკრიტიკებინა მაგრამ ხშირ შემთხვევაში უღიმღამობა მაინც იგრძნობა რაც არ მომწონს.
აი ჰერმიონისა და ჰარის ცეკვასაც მივადექით, ჩემი აზრით მშვენიერი იყო და ის იყო რაც უნდა ყოფილიყო, აქ ზუსტად ჩანს მათი მეგობრობა და ასევე მათი დამოკიდებულება რონის მიმართ.
რონის დაბრუნებიდან კარგი სცენების კორიანტელი იწყება :) ემაც და რუპეტიც მშვენივრად ართმევენ თავს ამ სცენებს და ჩემი აზრით ორივე გაცილებით კარგი მსახიობია ვიდრე დენიელი.
ძალიან მიგრძელდება ეხლა ეს პოსტი….
ის დამავიწყდა სკოლის მატარებლის გაჩერების სცენა რომ იყო.  ან რამე ეფექტური გაეკეთებინათ ან კიდე იმ უღიმღამო და შტერული სცენის ჩაკვეხებას ჯობდა საერთოდ არ ყოფილიყო.
ლუნას მამასთან სტუმრობა ძაან ეფექტური გამოვიდა და ანიმაციური ზღაპარიც ძალიან მომეწონა. შემდეგ სივკდილის მხვრელების მოსვლაც და სახლის ნგრევაც მშვენიერი გამოვიდა.
8cai2
qkcwr
როგორც ჩანს მაინც ვერ ვარ იმდენად კრიტიკულად განწყობილი ამ ფილმის მიმართ :)
მაგრამ სანამ ლუნასთან სტუმრობა იქნებოდა გოდრიკ ჰოლოუში სტუმრობა სულ გამომრჩა, ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე მეტად მისტიკური სცენა ამ ფილმში, ბათილდად გარდასახული ნაგინი (ვოლდემორის გველი) მართლაც რომ საზიზღარი სანახავი იყო, ამ სცენას პირველად რომ ვუყურე სიმართლე გითრხათ თრილერის ელემენტებმა შემაშინეს, ასეთ სცენებში დენიელს მსახიობობას ვერ დავუწუნებ. გველის მოცილება და აფეთქებული დანჯრიდან გაქცევაც ეფექტური გამოუვიდათ (თუმცა  ხომ ვამბობდი თავიდანვე რომ ძაან არის ფართო მასებზე გათვლილი, მათზე ვისაც წიგნი საერთოდ არ წაუკითხავს, მათზეც ვისაც წინა ფილმები არ უნახავს და ცოტათია გათვლილი იმათზე ვისაც ეს ამბავი ძაან უყვარს).
a1g3z
mp0yf
გრიფინდორის ხმლის პოვნასა და ჰოროკუქსის განადგურებაზე შეგნებულად არაფერს ვწერ, არც არაფერია დასაწერი.
საშინლად არ მომეწონა ის ფაქტი რომ გრძელკუდამ თავი არ მოიკლა… არა არ ვიცი რა უდევთ ამ რეჟისორებს თავში მაგრამ იმის გამო რომ ამბავი იმისთვისაც გასაგები ყოფილიყო ვისაც არც წაუკითხავს და არც წინა ფილმები უნახავს ასეთი, ასეთი გადახვევა ჩემი აზრით ზედმეტი მოუვიდათ. ის ვერცხლის ხელიც ხომ სიმბოლური იყო, მისი დანაშაულის დაღი იყო და ამით უნდა გამოესყიდა ეს დანაშაული.
m74bh
lvztp
დობი რათქმაუნდა “Perfect” იყო და ამას ალბათ გრაფიკოსებს უნდა ვუმადლოდეთ. რა მშვიდად უშვებს ჭაღის სამაგრს :) ასევე მშვიდად კვდება ნამდვილი მეგობრებისთვის….
oqnhn

დიდი იმედი მაქვს რომ ბოლო ფილმი განსაკუთრებულად კარგი იქნება…

 

წყარო: http://newsmacne.com/

 

მსგავსი ამბები

Back to top button