გამოგონებასამხედრო

II მსოფლიო ომის პერიოდის კონცეპტუალური ავიაცია

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ძველ, მაგრამ რევოლუციურ ავიაპროექტს რომლებმაც მომავალზე დიდი გავლენა იქონიეს.

იაპონური Kyushu J7W Shinden
მცირე ზომის გამანადგურებელ გზაგადამჭრელი, აგებდნენ ამერიკული ბომბდამშენების შესაჩერებლად. ამ თვითმფრინავს ჰქონდა იმ დროისთვის უჩვეულო დიზაინი(სქემა) რაც მას დაბალ სიჩქარეზე საოცარი მანევრირების უნარს ანიჭებდა. მასზე იაპონიის საჰაერო ძალები დიდ იმედებს ამყარებდნენ და მისი რეაქტიული ვარიანტიც მუშავდებოდა, მაგრამ ომის დამთავრებასა და იაპონიის დამარცხებასთან ერთად პროექტი დაიხურა და იგი შემოიფარგლა მხოლოდ 1 სრულფასოვანი თვითმფრინავის აგებით, ხოლო რეაქტიული ვარიანტი კი სამუდამოდ ნახაზებათ დარჩა.

გერმანული Horten Ho 229 ( Gotha Go 229)
ეს საოცარი თვითმფრინავი კი ალბათ ამ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციური პროექტია, მასში გამოყენებული ტექნოლოგიებით გერმანიამ დანარჩენ მსოფლიოს ალბათ მინიმუმ 20-30 წლით გაუსწრო. იგი აგებული იყო როგორც რადარისთვის ნაკლებად შემჩნევადი (ე.წ. სტელსი), ასევე ეს იყო პირველი მფრინავი ფრთის სქემის რეაქტიული თვითმფრინავი, რომლის პილოტსაც დღევანდელი კოსმონავტის მსგავსი სკაფანდრი ეცვა. ეს თვითმფრინავი ააგეს ინგლისური რადარების ჩუმად და სწრაფად გასანადგურებლად.
მისი სავარაუდო სიჩქარე ბგერის სიჩქარეს უტოლდებოდა და ბრიტანეთამდე მანძილს სულ მცირე დროში ფარავდა. მაგრამ ომის დამთავრებასთან ერთად პროექტის დასრულება და სერიულ წარმოებამდე მიყვანა ვერ მოხერხდა. აიგო მხოლოდ სამი ცალი და ისინი ომის შემდეგ ამერიკის ხელში მოხვდა.

გერმანული Heinkel He 162
ეს მარტივი კონსტრუქციის იაფი თვითმფრინავი ალბათ ჰიტლერის ერთ-ერთი უკანასკნელი იმედთაგანი იყო. მისი წარმოება ომის ბოლო პერიოდში დაიწყო და მოიაზრებოდა როგორც იაფი და მარტივად საწარმოებელი ერთძრავიანი რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც გერმანიის ცაში გაბატონდებოდა. მაგრამ მისი მართვა და გამოცდები იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოება, პროექტი გაიწელა ომის ბოლომდე, მაგრამ მიუხედავათ ამისა აიგო 170-მდე თვითმფრინავი.

მოხარული ვიქნები თუ მოგეწონებათ (ჩემი პირველი პოსტია)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close