საკითხავისასარგებლო

გამონათქვამები – ალბერტ აინშტაინი & ბლეზ პასკალი

31488e2ad955
სტატიაში იხილავთ ორი უდიდესი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინისა და ბლეზ პასკალის ცნობილ გამონათქვამთა ნაკრებს…

ალბერტ აინშტაინი

სანამ აინშტაინის გამონათქვამებს გაეცნობოდეთ მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:

სრული სახელი და გვარი: ალბერტ აინშტაინი
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 14 მარტი, 1879 წელი
გარდაცვალების თარიღი: 18 აპრილი, 1955 წელი

უდიდესი ფიზიკოსი, რომელიც ღირსეულად მიიჩნევა XX საუკუნის ყველაზე გამოჩენილ და წარმატებულ მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და აგრეთვე დიდი წვლილი შეიტანა კოსმოლოგიის განვითარებაში. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

  • ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.
  • კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?
  • რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.
  • მშიერი კუჭი კარგი პოლიტიკური მრჩეველი ვერ იქნება.
  • ღმერთი კამათლით არ გვეთამაშება.
  • ყველაფერი შეიძლება იყოს ისეთი უბრალო, როგორიც არის, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უბრალო, როგორიც არის.
  • თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მაშინ შეცვალე ფაქტები.
  • მინდა ვიცოდი ღმერთის ფიქრები…
  • თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.
  • წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია.
  • ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.
  • სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.
  • კარგად “ჩაიხედე ბუნებაში” და ყველაფერს უკეთ მიხვდები.
  • შეისწავლე თამაშის წესები და ითამაშე ყველაზე უკეთ.
  • მოდი ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყვე ღირსეული და დასაფასებელი.
  • ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.
  • მეცნიერი საწყალი ფილოსოფოსია.
  • გარემო ყველაფერია რაც ჩემში არაა.
  • განსხვავება გენიასა და სულელობაში: გენიას გააჩნია თავისი საზღვრები.
  • მშვიდობა ურთიერთგაგებით მიიღწევა.
  • ისწავლე გუშინ, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი…
  • ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. წარმოსახვით კი ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
  • მორალი ყველაზე მნიშვნელოვანია – მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.
  • ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსეშანიშნავის გაკეთება. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.
  • არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა.
  • მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. მე უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ.
  • მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე – ის ისედაც სწრაფად მოვა.

ბლეზ პასკალი

სანამ პასკალის გამონათქვამებს გადაავლებდეთ თვალს მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:

სრული სახელი და გვარი: ბლეზ პასკალი
ეროვნება: ფრანგი
დაბადების თარიღი: 19 ივნისი, 1623 წელი
გარდაცვალების თარიღი: 19 აგვისტო, 1662

ბლეზ პასკალი ფრანგი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი და მეცნიერი გახლავთ. ზემოდჩამოთვლილი პროფესიების გარდა ფრანგი ფიზიკოსი კიდევ მრავალი დარგებით იყო გატაცებული. იგი ჰიდროსტატიკის ერთ-ერთი დამფუძვნებელი და ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

  • წარმოსახვას ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია.
  • თუ ჩვენ ჩვენივე ფიქრებს დავუკვირდებით, მიხვდებით, რომ იგი წარსულიდან და მომავლიდანაა აღებული.
  • კანონი, რომელიც ხალხს რაღაც ზედმეტს აძალებს, იგი უსუსურია.
  • სიყვარულს რაღაც ამოუცნობი მიზნები ამოძრავებს.
  • შენ ყოველთვის იმას აღიარებს რაც არ გესმის.
  • შენ არ გიყვარს პერსონა, შენ გიყვარს პერსონის თვისებები.
  • მხოლოდ სირცხვილი არაფერია.
  • “პიროვნება” საზიზღარია.
  • ხალხს ძულს რელიგია, მაგრამ ეშინიათ იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სიმართლეც იყოს.
  • ჩვენ მხოლოდ ბრძოლა გვანიჭებს სიამოვნებას და არა გამარჯვება.
  • არც ერთი ადამიანი არ დაეხმარებოდა მის მეგობარს, რომ ცოდნოდა თუ რას ლაპარაკობს იგი მის ზურგს უკან.
  • ეშმაკი უსაზღვროა.
  • მჭერმეტყველება ფიქრების ერთგვარი ფერწერით გამოსახვაა.
  • თუ ფილოსოფიისთვის დრო არ გჩება, მაშინ ნამდვილი ფილოსოფოსი ხარ.
  • ორი რამ აკონტროლებს ადამიანის ბუნებას: ინსტიქტი და გამოცდილება.
  • ამაოება არსებობს, მაგრამ ზედაპირულად.
  • როდესაც ჩვენ ვხედავთ რაიმე გასაოცარ ბუნებრივ სტილს, ჩვენ ვრჩებით მოხიბლულები და გაოცებულები. ამის შემდეგ გვინდება გავიგოთ ვინ არის ამ გენიოსობის ავტორი და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ის პერსონაა.

“სხვა” გამონათქვამები:

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close