კრეატივისაკითხავიუცნაური

ნისანის ელექტრომობილი


ტოკიოს ავტოსალონში კომპანია ნისანი წარადგენს კონცეპტუალურ ელექტრომობილს, რომლის სახელწოდებაა ლენდ გლიდერი.

ამ მანქანამ უნდა შეგვიქმნას წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალში კომპაქტური ქალაქის მანქანა, რომელიც ელექტრო ძრავით იმუშავებს და რომლის დებიუტიც უახლოეს წლებში შედგება.

ახალი მანქანის სიგრძე 3.100 მილიმეტრია, სიგანე 1.100, ხოლო სიმაღლე 1.415 მილიმეტრი. ელექტროკარს მოძრაობაში მოიყვანს ორი ელექტრო ძრავი, რომლებიც მანქანის უკანა ნაწილშია მოთავსებული და კომპაქტური იონური აკუმულატორებისგან მიიღებენ საჭირო ენერგიას. მწარმოებლის მონაცემებით, ამ მანქანას ერთი დამუხტვით 96 კილომეტრის გავლა შეეძლება, ხოლო მისი მაქსიმალური სისწრაფე საათში 64 კილომეტრი იქნება.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროტოტიპ ლენდ გლიდერში სავარძლები, რომლებიც ერთმანეთის უკანაა განლაგებული, აღჭურვილი იქნება ელექტრონული საჭის მართვით. ელექტროკარში არ არის მექანიკური კავშირი საჭესა და ბორბლებს შორის. მის ნაცვლად გამოყენებულია ელექტრონული მართვა, რომელიც ელექტროძრავით მოდის მოქმედებაში. მოსახვევის გავლისას ლენდ გლიდერის ძარას შეუძლია 17 გრადუსით გადაიხაროს. გადახრის ზუსტ კუთხეს, რომელიც აუცილებელია მოსახვევის რაც შეიძლება უსაფრთხოდ გასავლელად, კომპიუტერი გამოიანგარიშებს მანქანის მოძრაობის სიჩქარისა და მოსახვევის კუთხის მიხედვით.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის გამოვა ლენდ გლიდერის სერიული ვერსია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close