კულტურა

წყალი ძვირდება და ნავთობს გადაასწრებს

c13e8a4c8418

საკვები პროდუქტების გარდა მსოფლიოს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიზისი ემუქრება. წყალი სტრატეგიული რესურსი ხდება და მალე ნავთობზე ძვირი გახდება. მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელის ფასი აშკარად დასტაბილურდა. მართალია, წყლის დეფიციტი ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერტთა პროგნოზებში აისახება, თუმცა, მის უკმარისობას, ამა თუ იმ სახით, კაცობრიობის მესამედი გრძნობს.

03f19ae750f4

ამ დროისათვის ქვეყნებში, სადაც წყლით უზრუნველყოფა საკმარისზე დაბალ დონეზეა, 2,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ნორმალური ხარისხის სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება 1 მილიარდზე მეტ ადამიანს, ხოლო წყლის უკმარისობით სერიოზულად იტანჯება 400 მილიონი ადამიანი. აქვე უნდა ითქვას, რომ წყურვილისაგან ყოველწლიურად 3,5 მილიარდი კვდება. წყლით უზრუნველყოფის მხრივ განსაკუთრებით პრობლემატურია ახლო და შუა აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ცენტრალური აზია.

aeb3b07b0c52

გასაკვირი არ არის, რომ წყლის თემა საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო აქტუალური ხდება. წყალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთელს მსოფლიოში იმართება, გაერო კი ამ საკითხზე 1977 წლიდან მუშაობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში წყლის რესურსები სულ უფრო კონფლიქტური თემა გახდება. დღეისათვის ხომ ორმოცამდე ქვეყანა გეოფიზიკური მიზეზების გამო წყლის დეფიციტს განიცდის.

af565ff6b70b

როგორც ცნობილია, კაცობრიობის მიერ მოხმარებული წყლის 70 პროცენტი სოფლის მეურნეობის საჭიროებაზე იხარჯება. ბოლო ასწლეულის განმავლობაში კი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი 40 მილიონიდან 400 მილიონ ჰექტარამდე გაიზარდა. ცხადია, დიდი რაოდენობით წყალი იხარჯება ქალაქების საჭიროებისათვის, რომლებიც წყალს მოიხმარენ და აბინძურებენ კიდეც. შედეგად, აშშ-ში წყალსაცავების 40 პროცენტი გამოუსადეგრადაა მიჩნეული, ევროპაში კი 55-დან მხოლოდ 5 მდინარეა სუფთა. აზიაში კი აბსოლუტურად ყველა მდინარე დაბინძურებულია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩინეთში, სადაც 600-დან 550 ქალაქი წყლის დეფიციტს განიცდის. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ კლიმატის დათბობის გამო დნება მყინვარები, რომლებიც მდინარეებს კვებავს.

არცთუ პესიმისტური პროგნოზების მიხედვით 15-20 წლის შემდეგ წყლის დეფიციტი პლანეტის მოსახლეობის მესამედს შეაწუხებს. თანაც, წყლის დეფიციტი განვითარებულ ქვეყნებში 18, განვითარებადში კი 50 პროცენტით მოიმატებს.

c98168305e26

სწორედ ამიტომ არის, რომ წყალზე ფულის გაკეთება ახალი იდეა ნამდვილად არ არის. ამგვარ ბიზნესს უკვე კარგა ხანია უდიდესი მოგება მოაქვს. ანალიტიკოსთა გათვლებით, ამ სფეროს მოგებამ უკვე მიაღწია წელიწადში 1 ტრილიონ დოლარს, რაც ნავთობკომპანიათა შემოსავლის 40 პროცენტია და აღემატება ისეთი მსხვილი ბიზნესის მოგებას, როგორიც ფარმაცევტული სფერო გახლავთ.

სასმელი წყლის მსოფლიო ბიზნესს ათამდე მსხვილი კომპანია აკონტროლებს. მათგან განსაკუთრებით მსხვილი ფრანგული Vivendi Universal და Suez გახლავთ, რომელთა პროდუქციას 150 ქვეყნის 200 მილიონზე მეტი მცხოვრები მოიხმარს.

სასმელი წყლის კომერციალიზაციისაკენ სწრაფვა დაფიქსირდა წლევანდელ დავოსის ფორუმზე, სადაც განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებმა ამ სფეროში მეტი ინვესტიციის განხორციელებისაკენ მოუწოდეს. ანალიტიკოსთა აზრით, ყველაფერ ამას შეიძლება ის მოჰყვეს, რომ ეს აუცილებელი რესურსი საყოველთაო მოხმარების პროდუქტიდან ჩვეულებრივ კომერციულ საქონლად იქცეს.

წყარო: statiebi.blog.com

მსგავსი ამბები

Back to top button