არქივი

ფულის ერთეულები

ea1a4a96533d

სრულიადში იხილავთ რამოდენიმე ეროვნულ ფულის ერთეულს.

სანამ დავიწყებ მინდა გიამობოთ ფულის, ბანკნოტის შესახებ.
ფული — საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა, რომელიც საქონელს ენიჭება საცალო ღიერბულების, საქონლის ხარისხის და მსზე დახარჯული შრომის მიხედვით. ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია. თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ ნატურალური გაცვლა. ადამიანების პირველყოფილი საქმიანობის – ნადირობისა და შემგროვებლობის, უფრო ეფექტური საქმიანობით ჩანაცვლებამ განაპირობა გაცვლის საჭიროება ერთი საქონლისა მეორეზე, რომელიც დღემდე “ბარტერის” სახელით შემოინახა. მაგრამ შემდგომ პერიოდებში გასაცვლელი საქონლის სახეობების ზრდამ და დახარჯული დროის გამო, კომპანიონის ძებნაში, ადამიანებს აღარ აკმაყოფილებდათ საქონლის ნატურალური გაცვლა ანუ ბარტერი და გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ ისეთი უნივერსალური გადახდის საშუალება, რომლის სანაცვლოდაც შესაძლებელი იქნებოდა მიეღოთ ნებისმიერი სახის საქონელი და მომსახურება. ამის შედეგად მოიფიქრეს და განახორციელეს კიდეც, ეს საშუალება გახდა – ფული.
ბანკნოტი-იგივე ბანკის ბილეთი, ფულის საკრედიტო ნიშანი, რომელსაც უშვებს საემისიო ბანკი და რომელიც ცვლის ლითონის ფულს მიმოქცევაში. ბანკის ბილეთი წარმოიშვა ფულის, როგორც გადახდის საშუალების, განვითარებასთან ერთად. ბანკის ბილეთის რეგულირებული ემისია სახელმწიფოს მიერ ინგლისის ბანკის დაარსებით 1694 წელს დაიწყო. 1833 წელს ბანკის ბილეთი ინგლისის ეროვნულ ფულად გადაიქცა და გადახდის საშუალების კანონიერი უფლება მოიპოვა. დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და იტენსიურ მოხმარებაში მყოფ ეროვნული ვალუტას წარმოადგენს დოლარი, ევრო.

რამოდენიმე ეროვნული ვალუტა.

საქართველო: აბაზი; ქართული ლარი.
აბაზი ფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა. შემოიღო ირანში აბას I-მა (აქედან სახელწოდება). აბაზი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში კერძოდ, საქართველოში. აბას I-ის დროინდელი აბაზის წონა 7,8გრამს უდრიდა.

55be75355c3f

ლარი.
სიტყვა “ლარი”, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვ. ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.
ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან:1 ლარიანზე — ნიკო ფიროსმანი; 2 ლარიანზე — ზაქარია ფალიაშვილი;
5 ლარიანზე — ივანე ჯავახიშვილი; 10 ლარიანზე — აკაკი წერეთელი; 20 ლარიანზე — ილია ჭავჭავაძე;
50 ლარიანზე — თამარ მეფე; 100 ლარიანზე — შოთა რუსთაველი; 200 ლარიანზე — ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

01b8ddf8d46e

a90f081ab140

9bc3c3ad33c1

191bc89051d7

967bfdacf17c

8c1e553d4077

8bfe908d03dd

18778c2d63f8

ამერიკა:ამერიკული დოლარი
ამრიკული დოლარის საყოველთაოდ მიღებული აბრევიატურაა $, ან ალტერნატიულად US$.მიღებული იყო 1785 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ და ამჟამად ყველაზე მეტად გამოყენებული ვალუტაა მსოფლიოში. ერთეული ქვეყნებისა აშშ-ის დოლარს საკუთარ ვალუტად იყენებს, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანაში ის დე-ფაქტო ვალუტაა.
ბანკნოტებზე გამოსახულები არიან: 1 დოლარიანზე – ჯორჯ ვაშინგტონი; 2 დოლარიანზე – ტომას ჯეფერსონი;
5 დოლარიანზე – აბრაამ ლინკოლნი; 10 დოლარიანზე – ალექსანდრე ჰამილტონი; 20 დოლარიანზე – ენდრიუ ჯექსონი; 50 დოლარიანზე – უილს გრანტი; 100 დოლარიანზე – ბენჯამინ ფრანკლინი; აგრეთვე არის 100 000 დოლარინანი რომელზეც გამოსახულია ვუდროუ ვილოსნი, ეს ბანკნოტა მიმოქცევაში არ იმყოფება მიუხედავად იმისა რომ ის ლეგალურია.

0bf8d8d230f7

7d283e739ad8

a4c3aa8636a6

a6a72bbb9269

928154c366db

b23b1eeb5000

45cbc41d8feb

a689abb9efd1

ევრო არის 17 ქვეყნის ეროვნული ვალუტა: ავსტრალია, ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლუკსენბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინლიანდია, საფრანგეთი, ესტონეთი. მისი აბრევიატურაა €, ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს.
ბანკნოტებზე გამოსახულია: 5 ევროიანზე – ანტიკური და კლასიკური პერიოდი; 10 ევროიანზე – რომანული პერიოდი; 20 ევროიანზე – გოთიკა; 50 ევროიანზე – რენესანსი; 100 ევროიანზე – ბარროკო და როკკოკო;
200 ევროიანზე – ინდუსტრიალიზმის ეპოქა; 500 ევროიანზე – თანამედროვე ეპოქა.

b96b0dff964d

934c60413236

2cca36a2065a

8352ad164ddc

962723ff50a4

211e261fe87e

f0a1b14a6f29

შვეიცარიული ფრანკი:
სავალუტო და ლეგალური გადახდის საშუალება შვეიცარიაში და ლიხტენშტეინში. ფრანკის ბანკნოტებს უშვებს შვეიცარიის ცენტრალური ბანკი, შვეიცარიის ნაციონალური ბანკი, ხოლო მონეტებს უშვებს შვეიცარიის ფედერალური სახაზინო. შვეიცარიული ფრანკი გაჩნდა 1850 წელს და იგივე ღირებულება გააჩნდა როგორც ფრანგულ ფრანკს. ფრანკმა შეცვალა იმ დროისათვის მოხმარებაში მყოფი შვეიცარიული კანტონები.
ფრანკის ბანკნოტებზე გამოსახულია: 10 ფრანკზე – ლე კორბიუზე; 20 ფრანკზე – არტურ ონეგგერ;
50 ფრანკზე – სოფი ტაუბერ-არპ; 100 ფრანკზე – ალბერტო ჯაკომეტი; 200 ფრანკზე – შარლ ფერდინანდ რამიუ;
1000 ფრანკზე – იაკობ ბურკხარდტ.

6f8a187e45c5

b2895164eea4

a42d145666fb

6cc09d3704fb

304b0c8e71aa

2592488072e1

გირვანქა სტერლინგი
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული. გამოისახება სიმბოლოთი £, მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50 ფუნტის დენომინაციის ბანკნოტები, ხოლო ბრიტანეთის შემადგენელ ცალკეულ ტერიტორიბზე (შოტლანდია, ოლსტერი, უელსი) ბანკნოტებს საკუთარი დიზაინით ბეჭდავენ. არსებობს რამოდენიმე ვერსია გირვანქა სტერლინგის წარმოშვების შესახებ. ზოგიერთი აკავშირებს მას ძველ ინგლისურ ვერცხლის მონეტებთან და ადასტურებს, რომ სახელწოდება წარმოიშვა XII საუკუნეში და პირდაპირი მნიშვნელობით გაგებული იყო როგორც “სუფთა ვერცხლის გირვანქა”. 1955 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონმა ჩამოაყალიბა თავისი ვერსია სახელწოდების შესახებ და წერს, რომ – სახელწოდება გირვანქა დაახლოებით 1300 წლის შემდგომ პერიოდში ჩამოყალიბდა და გამომდინარებოს ვერცხლისგან დამზადებული ნორმანდიული პენის სახელწოდებიდან, რომელიც შეიცავდა პატარა ზომის ვარსკვალავებს.
გირვანქა სტერლინგის ყველა ბანკნოტზე ერთ მხარეს გამოსახულია დედობალ ელიზაბეტ II, ხოლო მეორე მხარეს: 5 ფუნტზე – ელიზაბეტ ფრაი; 10 ფუნტზე – ჩარლზ დარვინი; 20 ფუნტზე – სერ ედუარდ ელგარი და ადამ სმიტი; 50 ფუნტზე – სერ ჯონ ჰოუბლონი.

5bc7f27cb510

3727dea7f6e6

5293694e99ed

a927b5e486b3

7e6dd857351b

633dd85f7745

10ac2b6e7ce6

84db3a974cd3

6b8dfc5ff852

78147613b35d

თუ დაგაინტერესებთ სხვა ქვეყნების ბანკნოტებზეც დავწერ…))))

მსგავსი ამბები

Back to top button