გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური ზღვის ბინადარი – რვაფეხა(success)

b2d67942a050

უცნაურის საძიებო სისტემაში რვაფეხაზე ინფორმაცია გაკვრით იყო. გადავწყვიტე, რომ თქვენთვის სრული ინფორმაცია მომეწონდებინა ამ საინტერესო ცხოველის შესახებ. იმედია დაგაინტერესებთ.

330a0adcbff3

რვაფეხა – (Octopus vulgaris), თავფეხიანი მოლუსკი რბილტანიანთა ტიპისა. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპირობმე, ხოლო სამხრეთით — ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ (წარსულში „ხელი“ ფეხად იყო მიჩნეული და აქედან წარმოდგა ცხოველის სახელწოდება) თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ.

e3fcc500ab28

თუ ბიოლოგებს შევეკითხებით , რომელი ცხოველია დედამიწაზე ყველაზე გონებამახვილი წამოუტივტივდებათ გონებაში ცხოველები: ცხენები, ძაღლები, ღორები, უცნაური მაიმუნები, შეიძლება რამოდენიმე ფრინველის სახეობაც კი, როგორიცაა ყვავი, ყორანი და ა.შ

დღესდღეობით ზემოთჩამოთვლილ ლისტს შეემატა ერთი უნცაური და მართლაც, რომ უჭკვიანესი ზღვის ბინადარი-რვაფეხა.

ალბათ გვაინტერესებს რით გამოირჩევა რვაფეხა, რომ ყველაზე ინტელექტუალურ ცხოველთა რიცხვს მიაკუთვნეს. ყველამ იცის, რომ რვაფეხას ჩვეულებრივ რვა ფეხი აქვს, რითაც შეუძლია მტრის მოგერიება. იგი ძლიერი საცეცებიდან გამოტყორცნის მელანს, რომლითაც იგერიებს თავდამსხმელს. რვაფეხას საცეცების სიგრძე შეიძლება აღწევდეს ცხრა მეტრსაც. თუ ეს უცნაური ცხოველი ერთ ფეხს დაკარგავს მტერთან ბრძოლაში, მას მეორე ეზრდება მის ნაცვლად. მას აქვს ასევე სამი გული და რთული აგებულების თვალები. რის გამოც უფრო ძუძუმწოვართა კლასს მიაკუთვნებენ ვიდრე ზღვის ქმნილებას. მეცნიერების თქმით, რვაფეხას გაგცევაში ბადალი არ ჰყავს, მას აქვს უაღრესად რბილი, ელასტიური სხეული, რომელიც ეხმარება გაძვრეს ისეთ ხვრელებშიც კი, რომლევბიც არ აღემატება მათი თვალის ზომას. ბიოლოგებს არაერთხელ შეუმჩნევიათ ლაბორატორიაში მუშაობისას, რომ მოუსვენარ რვაფეხას თავი დაეღწია აკვარიუმიდან და იმალებოდა ან მიცოცავდა წიგნების თაროებზე. რვაფეხა ჩვეულებრივ ბინადრობს მდინარის ფსკერზე, სრუტეებსა, თუ ზღვებში, ადგილებში, სადაც მეცნიერებს ხელი ვერ მიუწვდებათ კვლევის ჩასატარებლად. ერთმხრივ რვაფეხა არ არის კონტაქტური ცხოველი, ამის გამო მეცნიერებს უჭირთ მისი ფსიქიკის შესწავლა. როდესაც ბიოლოგები იკვლევდნენ ძუძუმწოვრებს, ძაღლებს, ვირთხებს, მათ არ გაჭირვებიათ დაედგინათ დამახასიათებელი თვისებები და იმპულსი. რვაფეხა  ემსგავსება უცხოპლანეტელს. ამ ეტაპზე, მეცნირებს არ აქვთ საკმაო წარმოსახვის უნდარი იმისათვის რომ დაადგინონ რვაფეხას მახასიატებლები და შეისწავლონ მისი ფსიქიკა.

91df1c7dbc6f

1950 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების Air Force-მა დააფინანსა მეცნიერები, იმისათვის რომ შეესწავლათ იყო თუ არა გამოსადეგი რვაფეხას ტვინი. ისინი ფიქრობდნენ რომ რვაფეხას ტვინი იმ განვითარების ზღვარზე იყო, რომლის გამოყენებისას შესაძლო ყოფილიყო კმპიუტერული ტექნიკის წინსვლა. მაგრამ ვარაუდი ვარაუდად დარჩა, დღემდე ვერ მოხერხდა რვაფეხას გონებრივი შესაძლებლობების გამოკვლევა.

61df44aee125

მორიგი  უცაურობა რაც რვაფეხას ახასიატებს  არის ის, რომ იგი კანის ფერს იცვლის, და არა მარტო, მას შეუძლია მთლიანად შეიცვალოს სხეულის ფორმაც კი. მათ შეუძლიათ შენიღბვა და სურვილის შემთხვევაში კომუნიკაციაც.  შეუძლია მიიღოს ზღვის ვარსკვლავის ფორმა, წყალქვეშა კლდის ან ქვიშის.  ცნობილია ისიც რომ როდესაც რვაფეხა მსხვერპლს შეექცევა, მტაცებელის ფორმას იღებს, იმისათვის რომ დააფრთხოს გარშემო მყოფნი.

მეცნიერები მიიჩნევენ რომ ეს მისი  სხეულის ფორმის ცვალებადობა და ქცევა ერთგვარი სალაპარაკო ენაა. მაგრამ არავინ იცის რა ენაზე ლაპარაკობენ ეს უცნაური ცხოველები.

369b6bbded72

dc51c65e1ca3

წყარო: ჩემი წიგნი ,,success” :)

მსგავსი ამბები

Back to top button