არქივი

ინოვაციური ქუდები

s

ცივა თუ თბილა – თავის დასაცავად ჩვენ სხვადასხვა სახის ქუდებს ვიყენებთ. პირველად თავის დაცვის ეს საშუალება გაჩნდა ეგვიპტეში. პირამიდის ერთ–ერთ მოხატულობაზე გამოსახული იყო ჩალის ქუდიანი ეგვიპტელი.

ქუდები დღეს–დღეისობით სხვადასხვა დატვირთვას ატარებენ ზოგი მათგანი ცერემონიალური, ზოგი სამოდელო ან პროფესიულია. ქუდი დღეს უკვე ადამიანის სრულუფასოვანი ატრიბუტია. ამიტომ დიზაინერებს და მეცნიერებს გაუჩნდათ იდეა რატო არ გახადონ ის უფრო მრავალფუნქციური.

s

ცხელ ზაფხულობით მათ მიიჩნიეს რომ ძალიან აქტუალური იქნება ტრადიციული კეპკის ასეთი მოდერნიზაცია , რომელიც პორტატული ვენტილიატორით აღჭურვეს. ალბათ ბევრს ზაფხულის პაპანაქებ სიცხეში ასეთი რამ მაგრა გაუსწორდება. იმის გათვალისწინებით რომ ეს მოწყობილობა მზის ენერგიაზე მუშაობს.

ss

გონებამახვილმა იაპონელებმა მათ ვისაც გრიპი, გაციება და სავსე ცხვირი აწუხებს. ასეთი ქუდი დაუმზადეს . შეიძლება ზოგს სასაცილოდ მოეჩვენოს (:D) . თუმცა ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ის ძალიან სასარგებლო რამედ მიაჩნია, რადგან ადამიანს არ უწევს უამრავი ცვირსახოცი ქაღალდის თრევა, რაც მათ ამ გამოგონების ტვალეტის რულონთან მსგავსებაზეც თვალებს ახუჭვინებს.

s

როცა გარეთ შემოდგომაა, ცივა, მაგრამ თქვენ მაინც გსურთ ქუჩაში მუსიკის მოსმენა მეცნიერებმა ასეთი რამ შემოგვთავაზეს. ამ ქუდში უკვე წინასწარაა ჩამონტაჟებული ყურსასმენები ასე რომ ყურსასმენების უკეთ მორგების პრობლემა ქრება. თუმცა პლეერი მაინც დაგჭურდებათ…

s

ეს სრუყოფილი ქუდია ციხი ზამთრისთვის. შეიძლება პირველ ჯერზე ძალიან თხლად მოგეჩვენოთ თუმცა თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებს. ეს ქუდი ხელოვნური გათბობით არის. მზის ბატარეები რვაკუთხა ვარსკვლავების სახით ენერგიით ამარაგებენ გამათბობელ ელემენტებს და თავიც ყოველთვის სითბოშია.

s

ქუდების ჩამონათვლის ეს ბოლო გამოგონება ალბათ ვერ ისარგებლებს დიდი მოთხოვნით, იმისდა მიუხედავად რომ მისი მოწოდება ბედნიერების შექმნაა. ეს ქუდი რთული კომპიუტერიზირებული მოწყობილობაა, რომლის ამოცანაა მფლობელის ღიმილის გამოწვევა. ამისთვის ორიგინალური მეთოდი გამოიყენება: თუ მფლობელის ღიმილი მაანალიზირებელი მოწყობილობის მიერ არადამაყოფილებლად განიერად ჩაითვლება, ამას მოჰყვება ჭკვიანი მექანიზმის დაუყოვნებლივი რეაქცია და მფლობელს უჩხვლეტს. ასე რომ გენდომებათ თუ არა მაინც მოგიწევთ სახის მანჭვა. (:D)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button