ახალი ამბებიკრეატივიუცნაური

რაღაცით უცნაური ამბები

ამ პოსტში ნახავთ ვისთვის უცნაურს და ვისთვის კარგად ნაცნობი ამბების ხუთეულს

1)ჩინელმა მძღოლმა ბოთლებზე მანქანით გაიარა
ჩინელმა ლი გუივიმ შუშის ბოთლებით გაკეთებულ ორ მწკრივზე მანქანით გავლა უპრობლემოდ შეძლო. ლი გამოცდილი მძღოლია და 1.798 შუშის ბოთლისგან გაკეთებული 60,19 მეტრი სიგრძის მწკრივები ზუსტად 28 წამში გაიარა.
მსგავსი რეკორდის დამყარება ლიმ 2009 წელსაც სცადა, მაგრამ არ გაუმართლა – რამდენიმე ბოთლი გატყდა და საბურავები დაეშვა. “გასული წლის მარცხის შემდეგ ბევრს ვვარჯიშობდი და მიზანსაც მივაღწიე” – განუცხადა რეკორდსმენმა ჟურნალისტებს.

——————————————————————————————

2)ნიანგი სავარძლის უკან
ბრაზილიელ ლუიზ კლაუდიოს წყალდიდობის დროს სახლში წყალი შეუვარდა და საცხოვრებლის რამდენიმე დღით დატოვება მოუხდა. წვიმის გადაღების შემდეგ სახლში დაბრუნებულს იქ დაუპატიჟებელი სტუმარი დახვდა – სავარძლის უკან 5 ფუტი სიგრძის ნიანგი იყო დამალული. მისაღებ ოთახში შესულმა ქალმა თავიდან ვერაფერი შეამჩნია, ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მისი 3 წლის ბიჭუნა სავარძლის უკან შეძვრა და რამდენიმე საათი აღარ გამოვიდა. იქ მისულს საოცარი სურათი დახვდა – ბავშვი ნიანგს ეთამაშებოდა. პატარას ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა.
რეპტილიის გარეთ გაყვანა მაშველებმა მხოლოდ წყლის ჭავლის საშუალებით შეძლეს.

——————————————————————————————

3)წყვილი მარათონული გარბენისას დაქორწინდა
ტექსასში მცხოვრები 28 ამანდა კირშნერი და 20 წლის დევიდ გუზმანი ტრადიციული მარათონული გარბენისას დაქორწინდნენ. მორბენალი მეუღლეები თურმე 10 წელია ერთად დარბიან. ეს უკვე მათი მე-10 მარათონია. უცნაური წყვილის მტკიცებით, სირბილი მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და გარბენის დროს დაქორწინებაც ამიტომ გადაწყვიტეს.

——————————————————————————————

4)29 წლის კაცი პაპა გახდა
ბრიტანელი მამაკაცი 29 წლის ასაკში პაპა გახდა. მის 14 წლის გოგონას ქალიშვილი შეეძინა. ახალგაზრდა პაპა თავადაც 14 წლის ასაკში გახდა მამა.
“ჩემი ისტორია განმეორდა. მოხარული ვიქნები, თუ ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პაპის ტიტულს მომანიჭებენ” – განაცხადა კაცმა.
ის დარწმუნებულია, რომ, სულ მცირე, ექვს თაობას მოესწრება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პაპის ტიტული გერმანელ ნიკოლა კოსტიკს ეკუთვნის, რომელიც პაპა 26 წლის ასაკში გახდა.

——————————————————————————————

5)ლონდონში ქალის რძით დამზადებული ნაყინი იყიდება
ლონდონის პრესტიჟულ რაიონ კოვენტ გარდენში ქალის რძით დამზადებული ნაყინი პირველად გამოჩნდა. ეგზოტიკური ნაყინი 14 ფუნტი ღირს. ის მარტინისთვის განკუთვნილი ჯიქებით იყიდება. ნაყინს ორიგინალურ კოსტიუმში ჩაცმული ქალბატონი ყიდის. ნაყინს “ბეიბი გაგა” ჰქვია და ის ქალის რძით მადაგასკარული ვანილით და ლიმონათითაა დამზადებული.
თითოეულმა ქალბატონმა, რომელმაც რძე ჩააბარა, სანაცვლოდ 15 ფუნტი სტერლინგი მიიღო. რძის ჩაბარების გამოცხადებიდან პირველივე დღეს 36 დონორი ქალბატონი გამოჩნდა. დონორებმა წინასწარ აუცილებელი ანალიზებიც ჩაიტარეს, ისე, როგორც ამას სისხლის დონორები აკეთებენ ხოლმე. ადამიანები, რომლებმაც “ბეიბი გაგა” უკვე დააგემოვნეს, ნაყინის გემოთი აღფრთოვანებულები არიან.

გამყიდველი რაღაცით მომღერალ ლედი გაგას ჰგავს. და ალბათ ამიტომ ქვია მას “ბები გაგა”

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close