საკითხავისურათებიუცნაური

ყველაზე სახიფათო “ავტომაგისტრალი” დედამიწაზე

“El Camino de la Muerte” – ასე ჰქვია ყველაზე სახიფათო გზას დედამიწაზე. იგი ბოლოვიაში მდებარეობს და სიგრძით 56 მილს აჭარბებს. ეს გზა, მიმავალი ბოლივიის მთავარ ქალაქ – ლაპასაში, 1930-იან წლებში პარაგვაელმა სამხედრო ტყვეებმა გაიყვანეს. ბევრი მათგანი მშენებლობისას დაიღუპა, ახლა კი რამოდენიმე ასეული მგზავრი იღუპება ყოველწლიურად. ეს სახელი გზამ 1999 წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც ავტომანქანა, რომელშიც რვა ისრაელის მოქალაქე-ტურისტი იმყოფებოდა, ხრამში გადაიჩეხა.
როდესაც ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლიდან ამ არნახულ დაღმართებზე იწყებთ დაშვებას 330 მეტრამდე, მძღოლი, რომელიც აქამდე თითქოსდა პროფესიონალი გეჩვენებოდათ, იწყებს ლოცვას და თქვენც დაინტერესებული გარშემო იყურებით და რწმუნდებით, რომ ზუსტად ის მომენტი დაგიდგათ ცხოვრებაში, როდესაც მართლა უნდა ილოცოთ. თქვენს წინ, საოცარი სიმაღლიდან, იშლება არნახული ხედი. სადღაც ქვემოთ, ჩანს პატარა, წვრილი ვერცხლისფერი ძაფი. ეს მდინარე კოროიკოა, რომელიც მიექანება ამაზონისკენ. თავად გზა (თუკი შეიძლება მას ასე ეწოდოს) სიგანეში სამ მეტრს არ აღემატება. ალაგ-ალაგ კი ისე ვიწროვდება, რომ ორი მანქანა გვერდს ვერ უქცევს ერთმანეთს. წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ერთადერთი მთავარი გზა გახლავთ მიკროავტობუსებისა და ავტომობილებისთვის.





































თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close