არქივი

ბრმა წერტილები ჩვენს თვალებში

a8a950d6bd72

ალბათ ყველას გვგონია, რომ ჩვენ ყველაფერს ვხედავთ რაც ჩვენი თვალის არეალში მოხვდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენს თვალებში არსებობს ბრმა წერტილები. ამ პოსტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ სად არის თქვენი ბრმა წერტილი :)

ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რასაც ჩვენი თვალები აღიქვამენ. სინამდვილეში, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვხედავთ, აღიქმება ტვინში და სწორედ ამ აღქმის დროს ის, უბრალოდ – გვატყებს :) ანუ ჩვენ ძირითადად ვხედავთ იმას, რასაც ჩვენი ტვინი აღიქვამს და არა თვალი.

პოსტის წაკითვისას გაგიჩნდებათ სამართლიანი კითხვა: თუ კი ჩემს თვალში ბრმა წერტილებია, მაშინ რატომ ვერ ვამჩნევთ ჩვენ მას?
საქმე იმაშია, რომ იმ წერტილს რასაც ჩვენი რომელიმე თვალი ვერ აღიქვამს, აღიქვამს მეორე თვალი. ასე რომ, ორივე თვალის ერთობლივი მოძრაობის დროს ჩვენი ბრმა წერტილები შეუმჩნეველი ხდება. ამას თან ერთვის ისიც, რომ წერტილები ისეტი მცირეა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტვინი მას არ აღიქვამს და გვაძლევს სრულყოფილ სურათს.

ახლა კი დროა შევამოწმოთ, მართლები არიან ეს მეცნიერები თუ გვატყუებენ რაღაცას. ქვემოთ მოცემულია სურათი და ინსტრუქცია:

დახუჭეთ მარჯვენა თვალი, და მარცხენა თვალით ყურადღებით დააკვიტდით მარჯვენა მხარეს დახატულ პატარა წრეს. ამის შემდეგ, ნელ-ნელა მიიწიეთ მონიტორთან ახლოს. თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ გაქრება მარცხენა მხარეს დახატული ჯვარი, როგორც იტყვიან ხოლმე, თვალსა და ხელს შუა :)

გახსოვდეთ არ შეხედოთ მარცხენა მხარეს დახატულ ჯვარს, დააკვირდით მხოლოდ შავ წრეს, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, წინააღმდეგ შემთვევაში არაფერი გამოვა.

be2c6522b44c

იმედია მოგეწონათ :)

წყარო: მე, GOOGLE და BEEF.GE

მსგავსი ამბები

Back to top button