უცნაური

პითონმა ფეხმძიმე ცხვარი გადაყლაპა


როგორც ჩანს, ასეთი რაღაცები მარტო ფილმებში არ ხდება.

2006 წლის 15 სექტემბერს მალაიზიის ერთ-ერთ სოფელში, კამპუნგ იაბორში გამოძახებულ სახანძრო ბრიგადას ალბათ მათთვის ყველაზე უჩვეულო სიტუაცია დახვდათ. 6 მეტრამდე სიგრძის პითონს ფეხმძიმე ცხვარი გადაეყლაპა. იგი შუა გზაზე იწვა, ვერც ადგილიდან იძვროდა და სადილიც ვერაფრით მოენელებინა.

როცა მეხანძრეები მის შეპყრობას შეეცადნენ, გველს შეეშინდა, სადილი უკან ამოანთხია და მხოლოდ მაშინღა შეძლო ადგილიდან დაძრულიყო.

გველების უმეტესობა მსხვერპლის პარალიზებისთვის შხამს იყენებს, თუმცა, პითონი მათ რიცხვს არ განეკუთვნება, იგი მსხვერპლს ჯერ გუდავს და შემდეგ ყლაპავს, რის შემდეგაც ნელ-ნელა ამუშავებს მას.

თუმცა, მალაიზიელი პითონისთვის ფეხმძიმე ცხვარი მეტისმეტად დიდი ლუკმა აღმოჩნდა.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close