საკითხავისასარგებლოსურათები

პირველი კლონირებული ცხვარი-დოლი

978d23c6fbcb

1997 წელს მსოფლიო აალაპარაკა ექსპერიმენტმა, რომელიც ძუძუმწოვრის კლონის გამოყვანით დამთავრდა. დოლი (Dolly) (დ. 5 ივლისი, 1996 — გ. 14 თებერვალი, 2003), დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა ზრდასრული სომატური უჯრედისგან. მისი კლონირება მოხდა როსლინის ინსტიტუტში, ედინბურგი, შოტლანდია, სადაც ცხვარი ცხოვრობდა 6 წელი (სიკვდილამდე). მისი დაბადება 1997 წლის თებერვალს გამოცხადდა.

f18336427fee

14 თებერვალი, ყველასთვის ცნობილი დღესასწაულის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის დღეა: 2003 წლის ამ დღეს დოლი (Dolly) – პირველი ცხვარი (და, ზოგადად, პირველი ძუძუმწოვარი), რომელიც კლონირების შედეგად დაიბადა, დოლი თავიდანვე ნორმალურად ვითარდებოდა. მან ექვსი ბატკანიც კი გააჩინა. მაგრამ ხუთი წლის ასაკში მას ართრიტმი დაემართა, რის გამოც ნორმალურად ვეღარ მოძრაობდა. დოლიმ მხოლოდ 6 წელი იცოცხდა, დაიღუპა ფილტვების ინფექციის შედეგად. ცხვრის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 12 წელია. რასაკვირველია, ამ ფაქტის მნიშვნელობა განისაზღვრება არა დოლის დაღუპვით, არამედ მისი დაბადებით: 1997 წელს დოლი დაიბადა კლონირების შედეგად – იყო იმ ცხვრის ზუსტი გენეტიკური ასლი, რომლის დნ მჟავა გამოიყენეს კლონირებისთვის. ძუძუმწოვრების ჩვეულებრივი (სქესობრივი) გამრავლებისას შთამომავლობა არასდროს არ არის თავისი მშობლების ზუსტი ასლი.

6 წლის ცხვრის უჯრედები საკვები ნივთიერებებით ღარიბ გარემოში მოათავსეს. სავარაუდოდ, ამის შედეგად ზრდასრული უჯრედის ბირთვში არსებულ დნ მჟავას მოშორდა ის ცილები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მის “სპეციალიზაციას”. ამ მნიშვნელოვანი მოდიფიკაციების შედეგად (და სუროგატი ცხვრის ორგანიზმში განვითარების შემდეგ) დაიბადა დოლი.

c34f437e8757

დოლის წარმატებით დაგვირგვინებული მხოლოდ ერთი შედეგი იყო იმ 277 ტრანსპლანტირებული უჯრედიდან, რომელიც უილმუთმა და მისმა თანამშრომლებმა მიიღეს. ამ გარემოებამ გამოიწვია არაერთი ეჭვი თუ სკეპტიკური შეკითხვა, რომლებიც, პირველ რიგში, ტრანსპლანტირებული ბირთვის იდენტობას ეხებოდა: მრავალი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ეს ერთადერთი უჯრედი იყო არა სპეციალიზებული, არამედ ღეროვანი (არადიფერენცირებული) უჯრედი (stem cell) და დოლის დაბადება სწორედ ამით აიხსნებოდა. სკეპტიციზმის მეორე საფუძველი 6 წლის შემდეგ – დოლის შედარებით ნაადრევი დაღუპვის გამო წარმოიშვა: ამბობდნენ, რომ დოლის დნ მჟავა არა 6, არამედ 12 წლისა იყო (მისი ბირთვის ასაკის გათვალისწინებით) და მისი სიკვდილი “ნაადრევი დაბერებით” იყო გამოწვეული. დაბერების დაჩქარების სავარაუდო მექანიზმი ქრომოსომების (დნმ-ის დამოუკიდებელი ფრაგმენტების) დამოკლებაა და ეს პროცესი, შესაძლოა, უკვე დაწყებული იყო ახალდაბადებული დოლის უჯრედებში. ოპონენტები ასევე აღნიშნავდნენ, რომ დოლის “ზუსტი გენეტიკური ასლის” სახელით მოხსენიება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან დოლის და მის დედას მხოლოდ ძირითადი გენეტიკური მასალა (რომელიც ბირთვშია მოთავსებული) ჰქონდათ იდენტური, ციტოპლაზმა და მასში შემავალი დნმ კი – სხვადასხვანაირი. აქ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს კრიტიკა ზოგადად ბირთვის ტრანსპლანტაციის მეთოდს და მასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ეხება და არა მხოლოდ დოლის კლონირების ექსპერიმენტს.

უილმუთი და მისი კოლეგები ამ მოსაზრებებს უსაფუძვლოდ თვლიან: ღეროვანი უჯრედის მოხვედრა სარძევე ჯირკვალში, მათი განმარტებით, თითქმის შეუძლებელი იყო. რაც შეეხება დნმ-ის დაბერებას, ამ პროცესის დაჩქარების საბუთი კლონირებულ ცხოველებში (და, კერძოდ, დოლის ორგანიზმში) ჯერ არ არსებობს. თანაც, ფილტვების ინფექციის შედეგად 6 წლის ასაკში ცხვრის დაღუპვა სულაც არ არის უჩვეულო. კლონირებულ ცხოველებში ხშირად იჩენს თავს მნიშვნელოვანი (თუმცა არა სიცოცხლესთან შეუთავსებადი) დეფექტები, მაგრამ დოლი სავსებით ნორმალურად ვითარდებოდა. ამრიგად, როგორც დოლის “წარმოშობის”, ისე მისი დაღუპვის მიზეზების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ არსებობს.

კლონირების პერსპექტივები და მასთან დაკავშირებული პრობლემები

b4b591557df2

დოლის დაბადებას მოჰყვა კატის, ძაღლის, ბოცვრის, ღორისა და ძროხის ბირთვის ტრანსპლანტაციის წარმატებული ექსპერიმენტები. 2001 წელს კლონირებისთვის ასევე წარმატებით გამოიყენეს დაღუპული ცხოველის (გარეული ცხვრის – მუფლონის) უჯრედიც კი. 2003 წელს მოხდა ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენლის პირველი კლონირება. კლონირებული იყო ჯორი, რაც ასევე ბუნებრივად სტერილური ცხოველის კლონირების პირველი შემთხვევაა. ამ ექსპერიმენტში, “დაბერებული” დნ მჟავის პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ბირთვი 45 დღის ასაკის ჩანასახიდან იყო მიღებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდასისხლიან/სადოღე ცხენებზე ცხოველთა კლონირების გავრცელების შესაძლებლობამ დიდი პროტესტი გამოიწვია: კლონირების ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ამ მეთოდის დანერგვა ძირს გამოუთხრიდა ცხენების სელექციის ხელოვნებას და დოღს იდენტური კლონების შეჯიბრებამდე დაამდაბლებდა.

პრიმატების კლონირებას უდიდესი სამედიცინო მნიშვნელობა აქვს, მაგ., გენეტიკურად იდენტური მაიმუნების მისაღებად, რაც შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა. ჯერჯერობით ორი კლონირებული რეზუს-მაკაკას გენეტიკური მასალა ჩანასახის განვითარების ადრეულ ეტაპებზეა მიღებული. ზრდასრული ცხოველის უჯრედებიდან მიღებული ბირთვის ტრანსპლანტაცია ამ შემთხვევაშიც რთული პრობლემაა.

7bdf16188257

ბუნებრივია კითხვა, შესაძლო იქნება თუ არა ადამიანების კლონირება? ეთიკური საკითხების გარდა, რომელიც ასეთ შემთხვევაში თავისთავად წამოიჭრება, არსებობს მეთოდოლოგიური პრობლემებიც: თვით იენ უილმუთი აღიარებს, რომ, დოლის წარმატებული მაგალითის გარდა, არსებობს კლონირების არაერთი დამაფიქრებელი შედეგი (მაგ., დოლის დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ კლონირებული ცხვარი, რომელიც არასრულყოფილად განვითარებული ფილტვებით დაიბადა; ხშირ შემთხვევაში კლონირების გზით დაბადებულ ცხოველებს არაბუნებრივად დიდი ზომის შინაგანი ორგანოები ახასიათებთ და ა.შ.). სწორედ ასეთი შემთხვევების გამო მეცნიერთა უმრავლესობას დაუშვებლად მიაჩნია ადამიანის კლონირების დაწყება არსებული თეორიული ცოდნისა თუ ექსპერიმენტული მეთოდოლოგიის საფუძველზე. ჯერ კიდევ 2001 წელს ამერიკის ეროვნულ აკადემიაში ამ თემაზე ჩატარებული კონფერენციის თითქმის ყველა მონაწილემ აღიარა, რომ ადამიანის კლონირება უსაფრთხო მეთოდად ვერ იქნება მიჩნეული. თუმცა კონფერენციის მონაწილე მეცნიერთა ნაწილი აცხადებდა, რომ ადამიანის გამრავლების შესახებ დაგროვილი ცოდნა მნიშვნელოვნად აღემატება ინფორმაციას ამ პროცესის შესახებ სხვა ძუძუმწოვრებში. ამიტომ, მათი აზრით, ადამიანის კლონირებისას შესაძლო იქნება ცხვრებისა და მღრღნელების შემთხვევაში მიღებული არასასურველი შედეგების თავიდან აცილება. ადამიანის კლონირების მომხრეთა მთავარი არგუმენტი კი ეხება ადამიანის უფლებებს, რადგან “ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა გამრავლდეს იმ გზით, რომელსაც ის აირჩევს”.

83e9f67a0749

წყარო: 24 საათი, და ჩემი ბიოლოგიის წიგნი.

Back to top button