არქივი

ჯონ როკფელერი

7db2688cb148

როკფელერი: ყველაზე მდიდარი, ყველაზე დიდი მმართველი და მონოპოლისტი
ჯონ როკფელერი (ინგლ. John Davison Rockefeller; დ. 8 ივლისი, 1839 — გ. 23 მაისი, 1937) — ამერიკელი ბიზნესმენი, მსოფლიოს პირველი მილიარდერი. მისი ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა (2007 წლის დოლარის კურსით) და ამ დროს იგი 74 წლის იყო. ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ 98 წლის გახდებოდა, თუმცა პირველი ოცნება მან აისრულა.

14059b43cacc

ჯონ როკფელერი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მისი მამა უილიამ ავერი როკფელერი, რომელიც ცნობილი იყო ზედმეტსახელით „დიდი ბილი“, ყველაზე მეტ დროს იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაქცეოდა სამუშაოს.  დედამისი ელიზა კი, როგორც ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი, შვილს ბავშვობიდანვე უნერგავდა რწმენასა და შრომის სურვილს. როკფელერმა მოღვაწეობა უბრალო ბუღალტრის რანგში დაიწყო, ერთხელ ჯონმა 1000 აშშ დოლარი იპოვა რომელიც უკან დააბრუნდა, არ დაგავიწყდეთ ეს თანხა მე_19 საუკუნეში ძალიან დიდი იყო.

eda4137e8259

თქვენ ალბათ გსმენიათჯონ დ.როკფელერის სისასტიკის შესახებ, მაგრამ ეს ხმები ძირითადად მათი შურითაა წარმოქმნილი, ვისაც მისი ფულის ქონა სურდა, მაგრამ არ ქონდათ მათი გამომუშავების მიდრეკილება. მიუხედავად თქვენი აზრისა როკფელერის შესახე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მან მოკრძალებული ბუღალტრობით დაიწყო და თანდათან ავიდა მწვერვალზე იმიტომ, რომ მას აღმოაჩნდა იმ ადამიანების ორგანიზებისა და წარმართვის უნარი, ვისაც არ ქონდა ასეთი შესაძლებლობები.
ვის აქვს უფლება ბრალი დასდოს როკფელერს მისი მილიარდებისათვის, თუ მან შეძლო ორჯერ შეემცირებინა საწვავის ფასი? მას ადვილად შეეძლო ფასის მიყვანა ნახევარ დოლარამდე გალონისთვის, მაგრამ ჩვენ სერიოზულად გვეეჭვება, რომ ასეთ შემთხვევაში ის მულტი მილიარდელი გამხდარიყო.
როკფელერს ერთი თვისება გამოარჩევდა სხვებისგან- ეს არის მხოლოდ მისი ცხოვრების სამუშაოსთან დაკავშირებულ ფაქტებთან საქმის დაჭერის ჩვეულება. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ ( და ძალიან ღარიბმა) როკფელერმა გადაწყვითა, რომ მისი მთავარი მიზანი ქონების შეძენა იქნებოდა. მისი ბიზნესის ფილოსოფიას საფუძვლად ყოველთვის მხოლოდ ფაქტებიედო. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ტოკფელერი ყოველთვის არ გამოირჩეიდა პატიოსნებით თავის კონკურეტებთან. შესაძლოა, ეს სიმართლეც იყოს ან იქნებ არც, მაგრამ არავინ, მისი კონკურენტებიც კი, ბრალს არ სდებდნენ როკფელერს იმაში, რომ ის ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებდა. ის არა მხოლოდ ცნობდა მის ბიზნესთან დაკავშირებულ ფაქტებს, არამედ მან თავის ჩვეულებად აქცია ამ ფაქტების მოძიება, სანამ არდარწმუნდა, რომ იცის ისინი…..
როკფელერმა საბითუმო ვაჭრობის მცირე ბიზნესი წამოიწყო, ჯონი მიხვდა რომ ნავთობი საკმაოდ რისკიანი იყო, ასევე რთული იყო ჭაბურღილების გაბურღვა, მაგრამ ძალიან მომგებიანი, რაც ხელს შეუშლიდე შესვლის შემდეგ სხვა კომპანიებს განვითარებაში. და ბოლოს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ-კომპანიის Standard Oil-ის დამფუძნებელი გახდა.

ea41cbcf166d

როკფელერმა ასევე შეისყიდა ამერიკის თითქმის ყველა სარკინიგზო კომპანიის საკონტროლო პაკეტი, რითაც ის გახდა მონოპოლისტი არა მარტო ნავთობის მოპოვება და გადამუშავებაში, არამედ მის ტრანსპორტირებაში. ასევე ეს რკინიგზები ხელს უშლიდა ახალ კომპანიებს შესულიყო ბაზარზე. მისი კომპანია კი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ყველაზე მასშტაბური მონოპოლია. Standard Oil-ს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა. 1911 წელს შერმანის ანტიმონოპოლიური კანონის შემოღების შედეგად Standard Oil 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო, თითოეულის საკონტროლო პაკეტი კი სწორედ როკფელერს ეკუთვნოდა. Standard Oil-ის გაყოფამ ამ უკანასკნელის პირადი კაპიტალი ორჯერ გაზარდა. აღსანიშნავია, რომ დაწყებული პირველი სამუშაო ადგილიდან როკფელერი საკუთარი შემოსავლის 10%-ს მუდმივად ეკლესიას სწირავდა. ამას გარდა, იგი აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით და ისტორიას შემორჩა, როგორ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანთროპი. როკფელერის საქველმოქმედო ფონდი ამ დრომდე აგრძელებს ფუნქციონირებას.
არ დაგავიწყდეთ რომ ეს იყო პიროვნება რომელიც ყველა დროის ყველაზე მდიდარი იყო მთელს მსოფლიოში, და მის სახლს სამოთხესაც კი ადარებდნენ და ბევრი აკრიკიტებდა კიდევაც. ასევე როკფელერი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მმართველი (კომპანიებში) მსოფლიო ისტორიაში.

 

Back to top button