არქივი

ნემსიყლაპიას რთული თვალი!.

634eea73036f
„ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებულია ფენები, რომლებიც სრულყოფილ სტრუქტურას ქმნის“, — სწორედ ასე აღწერა კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა ლიუკ ლიმ მრავალი მწერის რთული თვალის აგებულება.

დაფიქრდით: ამა თუ იმ მწერის, მაგალითად, მეთაფლია ფუტკრისა და ნემსიყლაპიას რთული თვალი შედგება მრავალი ოპტიკური ერთეულისგან, თვალაკისგან, რისი საშუალებითაც მას ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით შეუძლია ყურება. ცალკეული ბროლის მიერ აღქმული ელემენტები მთლიანობაში ქმნის ფართო მოზაიკურ გამოსახულებას, რისი წყალობითაც ის უმნიშვნელო მოძრაობასაც კი ამჩნევს.

7a7d4326d504

ნემსიყლაპიას რთული თვალის გადიდებული მონაკვეთი

მეცნიერები ცდილობენ, რომ შექმნან მწერის რთული თვალის მსგავსი დეტექტორები, რომლებიც ძალიან სწრაფად აღიქვამდა ნებისმიერ მოძრაობას, და ულტრამცირე კამერები, რომლებიც შეძლებდა ყველაფრის დაფიქსირებას ნებისმიერი მიმართულებით. ასეთი დეტექტორები და კამერები მრავალ სფეროში იქნებოდა გამოსადეგი, მაგალითად მედიცინაში, მუცლის ღრუს გამოსაკვლევად. ამ სამედიცინო აპარატს, რომლის შექმნასაც ცდილობენ მეცნიერები, აღწერენ როგორც „უმცირეს სისტემას“, რომლის გადაყლაპვაც შეეძლება პაციენტს. პაციენტის კუჭში მოხვედრილი აპარატი რთული თვალის საშუალებით შეძლებდა ინფორმაციის შეგროვებას და შემდეგ ყოველგვარი ელექტროსადენის გარეშე ამ ინფორმაციას გადაგზავნიდა კომპიუტერში.

ბიოინჟინრების ჯგუფმა უკვე შექმნა ხელოვნური რთული თვალი, რომელიც შედგება 8 500 ლინზისგან და რომელიც მთლიანობაში ზომით ქინძისთავზე დიდი არ არის. მაგრამ, ეს მიღწევა შეიძლება უმნიშვნელოდ ჩაითვალოს, თუ ამას მწერების რთულ თვალთან შევადარებთ. მაგალითად, ნემსიყლაპიას თითოეული თვალი 30 000 თვალაკისგან შედგება!

წყარო: ჟურნალი “გამოიღვიძეთ”

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button