არქივი

ეშმაკი

ac6742945260

სატანა, ეშმაკი, ლუციფერი, ბელზებელი, შაითანი — ღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი, ქრისტიანული, იუდაიზმისა და ისლამის რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით.

სატანა – არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტების ფილოსოფიური წარმოდგენებით.ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა. ყოველ მიზეზთა პირველმიზეზია, ერთიანი აზრია, სიბნელის გული და უფრსკულის დრაკონია. ისვეა პირველშესაქმის სიბრძნის მამა და ცოდვის თესლი. გამომცდელია, ღვთის განჩინებით და საკუთარი ინიციატივით აცდუნებს ადამიანს. ჯოჯოხეთის თავადია. მისი ტახტი შესაქმის უფსკრულს ემყარება.

ძველი აღქმის ზოგიერთ წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი, რომელიც გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას.

ახალი აღქმით სატანა, როგორც აპოკალიფსური დრაკონი, წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად.

წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო ”სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული” და ცხოვრობდა ედემის ”ცეცხლოვან ქვებში”, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე.მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა.

5d3e32a09736

ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში.მისი მსახურნი არიან – ”ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი”, ”ცისქვეშეთის ბოროტების სულები”

ზოგიერთი სატანისტი მემკვიდრეობას იღებს ანტიკური გნოსტიკებისგან, რომელნიც სამყაროს ყოფდნენ ორ ნაწილად — ხილვადი, მატერიალური და უხილავი — სულიერი. უხილავი, მუდმივი, სულიერი სამყაროს შემოქმედად, აღიარებდნენ ღმერთს, ხილვად, მატერიალურ, დროებით ნაწილში კი სატანას.

9f6040312a59

ეხლა არ იფიქროთ რა სატანიზმის მომზრეაო და რაღაც :D ფუი ეშმაკს. :D

მსგავსი ამბები

Back to top button