უცნაური

თოლიას კიდურები

458820a04eed
თოლიას კიდურები ყინულზეც კი არ ეყინება. როგორ ინარჩუნებს მისი სხეული სითბოს? ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმ საოცარი მექანიზმით, რომელიც ცივ რეგიონებში მობინადრე ცხოველებს აქვთ განვითარებული. ეს ურთიერთსაწინააღმდეგოდინებიანი თბოგამცვლელი სისტემის მოქმედებით აიხსნება.

31106cfce4d9

რა არის ურთიერთსაწინააღმდეგოდინებიანი თბოგამცვლელი სისტემა? წარმოიდგინეთ ორი ერთმანეთზე მიტყუპებული მილი. აქედან ერთში თბილი წყალი მიედინება, მეორეში — ცივი. როდესაც მილებში სითხე ერთი და იმავე მიმართულებით მიედინება, ერთი მილიდან მეორეს სითბოს მხოლოდ 50 პროცენტი გადაეცემა. მაგრამ, როცა მილებში სითხე ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიედინება, მაშინ ერთი მილიდან მეორეს სითბოს თითქმის 100 პროცენტი გადაეცემა.

როცა თოლია ყინულზე დგას, თბოგამცვლელი სისტემის საშუალებით კიდურებიდან ზემოთ მიმავალი სისხლი ნელ-ნელა თბება. თბოგამცვლელი სისტემა სითბოს უნარჩუნებს ფრინველის სხეულს და ხელს უშლის კიდურებიდან სითბოს დაკარგვას. ართურ ფრაასმა, საავიაციო ინჟინერ-მექანიკოსმა ამ სისტემას „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეგენერატიული თბოგადამცემი სისტემა“ უწოდა. ეს სისტემა იმდენად უნიკალურია, რომ ინჟინრებმაც დანერგეს ის პრაქტიკაში.

მსგავსი ამბები

Back to top button