არქივი

“გაფუჭებული ტელეფონი”

84021a994321

მაქვს მცირე ინფორმაცია ადამიანის სამ ძირითად ტიპზე, რომელიც დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობაში და მინდა,რომ თქვენც გაგაცნოთ

ფსიქოლოგიური კვლევებიდან დადგინდა,რომ ადამიანი ლაპარაკისას, მხოლოდ 30%-ს აღიქვამს.

სამი ბერძენი მოგზაურობდა. გზაზე სპილო დაინახეს. ერთმა ბერძენმა ხორთუმზე ხელი მოკიდა და თქვა: “ეს გველია”, მეორემ ყურზე ხელი შეახო და თქვა: ” რა გველი, ეს ხომ დიდი მარაოა”, მესამე მივიდა, ფეხზე ხელი შეახო და თქვა: “თქვენ ორივე გაგიჟდით, ეს ხომ ბოძია!..” სამი ბერძენი დილამდე კამათობდა.

473f34a963cc

აღქმის მრავალფეროვნებას ფსიქოლოგები სამყაროს ფსიქოლოგიურ რუქას უწოდებენ. სამყაროს ფსიქოლოგიური რუქა ინდივიდუალურია ყველა ადამიანისათვის. ის მხოლოდ მიახლოებულია სინამდვილესთან. ადამიანი ინფორმაციას იღებს სამი ძირითადი არხისგან (სულ ხუთია): ვიზუალური, ანუ ხედვითი, აუდიური, ანუ სმენითი და კინესტიკური, ანუ გრძნობითი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანში სამივე არხი მოქმედებს, მაგრამ ერთი არის წამყვანი. აღქმის მიხედვით, ფსიქოლოგები ადამიანებს ყოფენ ვიზუალისტებად, აუდისტებად და კინესტიკებად. სხვადასხვაგვარი აღქმის გამო, ეს სამი ტიპი ხშირად ერთმანეთს ვერ უგებს. მაგ: ავტომობილს ისინი სხვადასხვა კრიტერიუმებით არჩევენ. ერთისთვის მნიშვნელოვანია ბრენდის სახელწოდება, მეორესთვის სალონის კომფორტი, მესამისთვის ძრავის ხმოვანობა. ვიზუალისტები, აუდისტები და კინესტიკები თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.

მაგ: საუბრობს სამი ადამიანი, ერთი საუბრობს სწრაფად, მეორე იხედება გვერდზე და თითქოს არც ისმენს და მესამე მიდის ახლოს, ეხება მოსაუბრეს, რადგან მიიპყროს მისი ყურადღება. როგორ გაუგონ მათ ერთმანეთს? დასაწყისისათვის სჯობს გავარკვიოთ ვინ ვინ არის.

a32330c5d918

ვიზუალისტები აღიქვამენ სამყაროს თვალით, ისინი ამბობენ: “მე ვხედავ”, “ეს საშინლად გამოიყურება”. მათთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყურებიან. აქედან არის მისწრაფება ლამაზად ჩაცმისა და ეფექტურად პოზირებისა. ისინი ყურადღებას მოსაუბრის იმიჯსაც აქცევენ. ასე რომ, საუბრისას იჭერენ ისეთ დისტანციას, რომ მოსაუბრე კარგად დაათვალიერონ. “ათასჯერ მოსმენილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო”, ეს ფრაზა, ვიზუალისტების მოგონილია. ისინი ფიქრობენ: “თუ შენ მე თვალებში არ მიყურებ, არ მისმენ!”.

ფ ს ი ქ ო ლ ო გ ე ბ ი ს რ ჩ ე ვ ა : უყურეთ მათ თვალებში!..

43869811b91c

აუდისტები აღიქვამენ სამყაროს ყურებით. ისინი ამბობენ: “მე მესმის თქვენი გაღიზიანების მიზეზი”, “თქვენი იდეა არაჩვეულებრივად ჟღერს”. აუდისტი დგას ძალიან ახლოს მოსაუბრესთან, რათა გაიგოს ყველაფერი კარგად და არაფერი გამოტოვოს. მას არ სჭირდება თვალებში ყურება, ისინი საუბრობენ რითმულად და ხმადაბლა. აუდისტების დევიზია: “საუბრისას მთავარია პროცესი და არა მიზანი”.

ფ ს ი ქ ო ლ ო გ ე ბ ი ს რ ჩ ე ვ ა : თუ აუდისტმა დაიწყო ლაპარაკი, ნუ შეაჩერებთ მას, თორემ, ან თავიდან დაიწყებენ მოყოლას, ან საერთოდ აღარ გააგრძელებენ!..

a99a118a1594

კინესტიკები სამყაროს აღიქვამენ სხეულით. საუბრისას ისინი ხელით ეხებიან მოსაუბრეს შემდეგი პრინციპით: ” მას ჩემი არ ესმის თუ არ მგრძნობს”. ისინი ამბობენ: ” მე ვგრძნობ რაღაც ხდება”. მუდმივად მოძრაობაში არიან, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კომფორტული ტანსაცმელი ვიდრე ლამაზი, მათი სუნთქვა წყნარი და ღრმაა, ხმის ტემბრი – დაბალი და ნელი. ფ ს ი ქ ო ლ ო გ ე ბ ი ს რ ჩ ე ვ ა : არ დააჩქაროთ კინესტიკები, რადგან მათ სჭირდებათ დრო გააზრებისა და შეგრძნებისათვის!..

23e1a33f5abb

ახლა თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ რა ტიპს ეკუთვნით და მინიმუმამდე დაიყვანოთ გაფუჭებული ტელეფონის ეფექტი, სხვებთან მათსავე ენაზე საუბრის მეშვეობით… : ))

ვეცადე წინა პოსტში დაშვებული შეცდომები გამომესწორებინა… იმედია მოგეწონათ : )) თუ რამე არასწორად მაქვს, გამაკრიტიკეთ და შემდეგში გავითვალისიწნებ : )) შემდეგში წარმატების ფსიქოლოგიასაც შემოგთავაზებთ : )) მადლობა ყურადღებისათვის : ))

წყარო: ფსიქოლოგიის ლექციები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button