არქივი

როგორ გავიღვიძოთ სწორად

450e5367b7dd
ქართველების ერთ-ერთი დიდი პრობლემა პუნქტუალურობაა. ჩემი აზრით ეს თვისება არის იმ მცირე რაოდენობის თვისებათა შორის, რისი გადმოღებაც სხვა ერებისგანაა საჭირო. იმედია, გაგრძელებაში მყოფი ინფორმაცია ცოტათი მაინც გაგიადვილებთ დილით ადგომას.

წარმატევისთვის, ყველაფერს,მათ შორის სწორად გაღვიძებასაც, შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდება. სწორად გაღვიძების პირობა,ლოგიკურად, სწორად დაძინებაა.

წინა ღამე

1. მოერიდეთ შოკოლადს, ალკოჰოლს და ყავას– იმისათვის, რომ ღამე ძილი არ დაგიფრთხეთ, საჭიროა კუჭ-ნაწლავის დამშვიდება. უხეშად რომ ვთქვათ, ღამე მუცლის დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის.
2. პრობლემებს მოუნახეთ ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტა, თუნდაც ზედაპირული– ღამისთვის მოტოვებული სანერვიულო წაგიყვანთ ფიქრებში და როდესაც საათს დახედავთ ნახავთ, რომ უკვე ადგომის დროა.
3. ილოცეთ, დაიცალეთ უარყოფითი ენერგიისგან– დაწოლის წინ, 30 წუთიანი ლოცვა გაგწმენდთ ყოველგვარი უარყოფითი ენერგიისგან. ეს დაგეხმარებათ ცხოვრებას შეხედოთ შემდეგი პრინციპით- რაც მოხდა, მოხდა!
4. ნუ მიიღებთ საკვებს დაწოლის წინ– საკვების მიღება-გამოყოფის პროცესი მთლიანად მოითხოვს 2 საათს (+- 1 საათი), ასე რომ თუკი დაწოლის წინ ივახშმებთ, დაახლოებით 2 საათში თქვენი ძილი გახდება არასრულფასოვანი.
5. დაწოლის წინ შეიარეთ ტუალეტში– არა იმიტომ ,რომ ვინმე ჩაიფსავს :), არამედ ბიოლოგიური პროცესების გამო. ღამის განმავლობაში ჩვენი შარდის ბუშტი განაგრძობს აქტიურ მოქმედებას. თუ დაწოლისას იგი სახევრად სავსეა, მაშინ ან დილით ერთგვარი ტკივილით ადგებით, ან ღამე გაგეღვიძებათ. უკანასკნელის შემთხვევაში თქვენ კარგავთ ძილის იმ დროზე გაცილებით მეტს, ვიდრე ტუალეტში გასვლას სჭირდება.
6. წლის ნებისმიერ დროს ანიავეთ ოთახი– თავისუფლად სუნთქვა ერთ-ერთი პირობაა თავისუფლი ძილისა.

b2f63b602ab6

დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს განსაზღვრული დრო ძილისა, რადგან ხარისხი ყოველთვის სხვადასხვაგვარია. იძახიან ადამიანს 8 საათი უნდა ეძინოსო, მაგრამ პირად გამოცდილებაზე ვამბობ, რომ 6 საათიანი ხარისხიანი ძილის შემდეგ უფრო სრულ ჭკუაზე გაიღვიძებთ, ვიდრე 8 საათიანი, 10იანი ან მეტი. ხარისხიანი ძილი ნიშნავს, ყველა პირობის დაცვასთან ერთად გრაფიკის ქონას. უმჯობესია დაიძინოთ და გაიღვიძოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

როდესაც ღამე ყველა საჭირო პირობა შექმნილია და თავი ძილს მივეცით, ისღა დაგვრჩენია სწორად გავიღვიძოთ.

გაღვიძება

1. მოტივაცია– დაისახეთ რაიმე მიზანი დილისთვის, თუნდაც ეს მიზანი ყოველდღე ერთნაირი იყოს. როდესაც დაწვებით იფიქრეთ, რომ დილისთვის ესა და ეს მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. სხვათაშორის ( ეს სიტყვა ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე არ ვიცი ) პირად მაგალითზეც დავრწმუნდი: დილით გოგოს უნდა შევხვედრილიყავი და ჩემდაუნებურად 8 საათზე ფეხზე ვიყავი.
2. პროდუქტიულობა– როდესაც ადგებით დილა აქტიურად დაიწყეთ და ეს ტემპი დღის ბოლომდე გაგყვებათ, თუ დილით ადგომისას “იზლაზნებით” და ყველაფრის გაკეთება გეზარებათ, ენარგია დაუხარჯავი დარჩება და ღამე არ დაგეძინებათ.
3. საკმარისი ძილი– მართალია ვთქვი, რომ 8 საათიანი ძილი საჭირო არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1-2 საათიც გეყოფათ. რამე თუ მოხდა და ღამე ნახევრად თეთრად გაატარეთ, ეცადეთ, რომ ეს დანაკლის დღის განმავლობაში აინაზღაუოროთ.
4. მიენდეთ ორგანიზმს და დაიძინეთ ადრე– პუნქტი, რომლის არ ყოფნასაც ალბათ ყველა იმედოვნებდა, მაგრამ რას ვიზავთ, ადრე დაძინება მაინც საჭიროა. ორგანიზმი საშუალოდ 11 საათისთვის “ყრის ყურებს” და ითხოვს ძილს. როდესაც ამას იგრძნობთ, დაუჯერეთ მას და დაიძინეთ. ამ მომენტის გაშვების შემთხვევაში მოგვდის ის რასაც ეძახიან “ძილის გაფრთხობას”.
5. კარგი ლოგინი– ხარისხიანი ძილისთვის, საჭიროა კარგი ლოგინი. დარწმუნდით, რომ თქვენი ბალიში და მატრასი უზრუნველყოფს კომფორტულ ძილს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად გააუმჯობესეთ ისინი.
6. არავითარი “ათი წუთიც და ავდგები“- გაღვიძების დროს ადამიანში მოქმედებს ორი მე. ერთი, რომელსაც უნდა ადგომა და ყველა საქმის მოსწრება და მეორე, რომელსაც უყვარს “დილის ძილი”. ასეთ შემთხვევაში გაიხსენეთ ზემოთხსენებული დილისთვის გასაკეთებელი საქმე და ნებისმიერ ფასად სძლიეთ ზარმაც მეს. თუ მიეცემით იმ ათწუთიან ძილს, მას მოჰყვება კიდევ ათი, კიდევ ათი და ბოლოს დაგვიანება.
7. წამოხტით ლოგინიდან– როდესაც მიხვდით, რომ სიზარმაცე დაძლეულია, დრო იხელთეთ და სწრაფად (ისე სწრაფადაც არა რომ თვალთ დაგიბნელდეთ) ადექით ლოგინიდან (გამონაკლისია წნევით დაავადებულები, ადამიანები გულ-სისძარღვთა პრობლემებით, არითმიით, გულის აჩქარებითა და ფრიალით, ასევე თავბრუსხვევიანები). ადგომისა და ჩაცმის შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვეთ ოთახი რათა ლოგინის “მომხიბვლელობამ” არ შედაცდინოთ და უკან არ დაგაბრუნოთ.
8. მაღვიძარა– ყველა ის რჩევა რაც დავწერე, გათვალისწინებულია მაღვიძარის გარეშე ადგომის შეძლებისათვის, მაგრამ იგი მაინც უნდა დააყენოთ. მაღვიძარა ასეთ სიტუაციაში არის ერთგვარი დაზღვევა ან იმედი. იგი ყოველთვის ხელმიუწვდომელ ადგილას უნდა დადოთ. მაღვიძარა სასურველია არ იყოს წაძინების (snooze) ფუნქციით აღჭურვილი. ეხლა რაც შეეხება ხმას. ეს მოწყობილობა სხვა ყველაფერთან ერთად გულისთვის მავნებელიც ყოფილა. მაღიძარის ხმა უნდა იზრდებოდეს ნელ-ნელა. დიდი და შემაწუხებელი ხმის ერთბაშად მოწყდომა იწვევს გულის აჩქარებას და “დაფეთიანებას”. უკენ გაღვიძებისთვის სასურველია ხმა იყოს უჩვეული, მაგრამ გახსოვდეთ იზრდებოდეს ნელ-ნელა.
9. ჩაძინება არ არსებობს– მოაწყვეთ ცხოვრება ისე, რომ ვითომ ჩაძინება სრულიად არ არსებობს. ამის მიღწევა შეიძლება შემდეგი ხერხებით: დანიშნეთ შეხვედრები დილით, დაინიშნეთ მასწავლებლები, ჩადით ეზოში და ა.შ
10. გაათვითცნობიერეთ დანაკარგი– ყოველთვის გაიაზრეთ ის დანაკარგი და იმ გაფუჭებულ საქმეთა სია, რომლებსაც ჩაძინება იწვევს. ეს დაგეხმარებათ დილით ადრე ადგომაში და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებაში.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი სიზარმაცე და არაპუნქტუალურობა ვნებს არა მარტო ჩვენს, არამედ საერთო საქმეს. ეცადეთ გაითვალისწინოთ ეს რჩევები ოღონდ გახსოვდეთ, რომ ზოგ ადამიანზე ყოველი მათგანი არ მოქმედებს ორგანიზმის განსაკუთრებულობის გამო, მიუხედავად ამისა შედეგი მაინც არ დააყოვნებს.

წყარო: Thedailymind.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button