ლაშქრობებისასარგებლოსურათები

ავსტრალიის საოცრება

62dd7f6b6977
წარმოგიდგენთ ავსტრალიის საოცრებას – ულურუს…

ულურუ არის ქალაქი ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთი ტერიტორიის შტატში. ქალაქი მდებარეობს აიერ-როკის მასივში, ულურუ-კატა ტიუტას ეროვნული პარკში, ეს ადგილი 1987 წელს იუნესკომ აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობად და მას მსოფლიოს მემკვიდრეობათა შორის #11 ადგილი უკავია. ქალაქიდან 3 კილომეტრში მდებარეობს მღვიმე. ულურუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ავსტრალიაში, ყოველწლიურად აქ 400 000 ტურისტი ჩამოდის.

მღვიმის სიგრძე 3 კილომეტრია, სიმაღლე 348 მეტრი, ხოლო მიწისქვეშ 2100 მეტრია. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელთათვის მისი არსებობა ცნობილი გახდა 1870-იან წლებში. ულურუ აბორიგენი მოსახლეობისათვის წმინდა ადგილია, სადაც ხშირად რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. სახელწოდება „ულურუ“ სწორედ ადგილობრივთა ენიდან მომდინარეობს. მთას მეორენაირად აირეს როკს (Ayres Rock) ეძახიან, XIX საუკუნის ავსტრალიის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის, ჰენრი აირესის საპატივსაცემოდ.
fa9c0f246c7b

დღეისათვის, ულურუ ავსტრალიის ერთ-ერთ უდავო სიმბოლოს წარმოადგენს. ეს მთა შორიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. უცბად, თქვენს თვალწინ, შუაგულ უდაბნოში, წამოიმართება ძალზედ უცნაური, ასე ვთქვათ “გაბრტყელებული”, ულამაზესი მთა. საოცარია, რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთსა თუ ამინდის ცვალებადობისას, მთა ფერს იცვლის. საღამოხანს, ის ოქროსფერია, მზის ჩასვლისას – ჯერ წითლდება, შემდეგ კი იასამნისფერში გადადის. მოღრუბლულ ამინდში ნაცრისფერია.

28c978d1a8fb

პირველი ტურისტები ულურუს სანახავად 1936 წელს ჩავიდნენ. 1940-იანი წლებიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე 1948 წელს ჩნდება პირველი გზა მთის გარშემო და ტურისტული ავტობუსები. ტურისტებს ასევე იზიდავს ადგილობრივი ფლორა და ფაუნა, რომელთაგან 54 სახეობა ენდემურია. აქ შეხვდებით კენგურუს, თაგვებს, ღამურას, მელას, გარეულ კატას, ძაღლს, კურდრელს და ა. შ. ტურისტებისათვის შესაძლებელია როგორც ავტომობილით მთის ირგვლივ გარსშემოვლა, ასევე მისი ვერტმფრენიდან დათვალიერება.

c9a388b49a61

0c8f96c3058d

002a1e26be42

34251f52c9d2

ea1049a85f84

723d19745617

f5fb97db88fc

d5766a4418a8

fe93be3d26d3

e020cb3a73d1

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close