უძველესი სეისმოგრაფი
მსოფლიოში პირველი სეისმოგრაფის გამომგონებლად ჩინელი ფილოსოფოსი ჩანგ ჰენგი ( ჩ.წ. 132 წელი) ითვლება. მოწყობილობა წარმოადგენდა ერთგვარ ღვინის დოქს, ჭურჭელს გარედან რვა დრაკონის თავი ჰქონდა მიმაგრებული, რაც კომპასის რვა მთავარ მიმართულებას ასახავდა. თითეული დრაკონის თავის დაბლა გომბეშო იყო დამაგრებული, გაღებული პირით. დრაკონის თავს პირით პატარა ბურთულა ეჭირა და მიწისძვრის შემთხვევაში , მიმართულების გათვალისწინებით, ერთ-ერთი დრაკონის პირიდან ბურთულა ვარდებოდა და გომბეშოს გაღებულ პირში ხვდებოდა.
მიწისძვრის მიმართულების გაგება იმის მიხედვით ხდებოდა, რომელ მხარეს მდებარე დრაკონის თავსაც ბურთულა გაუვარდებოდა. მოწყობილობას შეეძლო 300 კილომეტრის დაშორებით მომხდარი მიწისძვრის აღმოჩენა, მაშინ როცა იმ ტერიტორიაზე ადამიანები მიწისძვრას საერთოდ ვერ გრძნობდნენ.
მოწყობილობის შიდა ნაწილი მეცნიერებისთვის უცნობია. მეცხრამეტე – მეოცე საუკუნეების მეცნიერებმა რამდენჯერმე დაამზადეს ჩინური სეისმოგრაფის ასლი, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. არსებობს მოსაზრება, რომ მოწყობილობის შიგნით ქანქარა იყო დამაგრებული, რომელიც პირველად რეაგირებდა ბიძგებზე და მოძრაობით გადაცემდა სიგნალს დრაკონის თავს, საიდანაც შემდგომ ბურთულა ვარდებოდა.
ჩანგ ჰენგის სეისმოგრაფი , ოთხი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა. ამ მოწყობილობის შესახებ პირველი წიგნი მეექვსე საუკუნის ბოლოს დაიწერა, თუმცა შემდგომ ეს ხელსაწყო საერთოდ გაქრა ჩინური მეცნიერებიდან.