საკითხავისასარგებლო

ძილი-საუკეთესო მედიცინა

8a43e7791d66

დღეს გთავაზობთ სრულ ინფორმაციას ძილის შესახებ. იმედია მოგეწონებათ…

ძილი — მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ადამიანის ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება სიზმრის დროს.

ძილი ელექტროფიზიოლოგიურად ჰეტეროგენულია, რაც განისაზღვრება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის სხვდადასხვაობით. ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს ღვიძილს, თვლემას, ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს, ღრმა ნელ ძილსა და პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. ემოციული დაძაბულობა თვლემისა და ნელი ძილის დროს დაბალია, ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს კი – მაღალი. ღვიძილისას ემოციურ დაძაბულობას განსაზღვრავს გარემოს გამღიძიანებელთა ზემოქმედება, პარადოქსული ძილის დროს კი იგი დაკავშირებულია სიზმართან. შესაბამისად განსხვავდება ტვინის ელექტრული აქტივობაც. თვლემისა და ნელი ძილის დროს ჭარბობს დაბალი სიხშირის, მაღალამპლიტუდიანი რხევები (სინქრონიზაცია), ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს – მაღალი სიხშირის დაბალამპლიტუდიანი რხევები (დესინქრონიზაცია), რასაც თან ახლავს გარკვეული ვეგეტატიური ძვრები. ეს მოვლენა კატებში პირველად დააგინა ქართველმა ფიზიოლოგმა ლ. ცქიფურიძემ 1950 წელს; შემდგომში იგივე დადასტურდა უცხოელ მეცნიერთა შრომებშიც.

5f53a64d069c

ძილის მექანიზმები

ძილს უზრუნველყოფს ნერვულ სისტემათა დაქსაქსული სისტემა, რომელშიც ტვინის ყველა დონე მონაწილეობს. მაგალითად, ნელი ძილის განვითარებაზე პასუხიმგებელი ე.წ. მასინქრონიზებელი მექანიზმები შუა და შუამდებარე ტვინის, ნაწილობრივ წინა ტვინის ორბიტაბაზალური უბნის დონეზე მდებარეობს. სწრაფ პარადოქსულ ძილზე და მის რეგულაციაზე პასუხიმგებელი მექანიზმები მოთავსებულია ვაროლის ხიდის ბადებრიც ფორმაციასა და ლიმბური სისტემის ემოციოგენურ სტრუქტურებში. ძილის ფაზების აღმოცენება დამოკიდებულია აგრეთვე თავის ტვინში წარმოქმნილ ქიმიურ მედიატორებზე. შესაბამისად განასხვავებენ სეროტონინერგულ ნორადრენერგულ სისტემებს. ძილის მარეგულირებელი მექანიზმების საშუალებით ძილზე გავლენას ახდენს ტვინის სხვადასხვა უბნიდან და საკუთრივ ორგანიზმიდან, ასევე გარემოდან მოსული სიგნალები. ეს მექანიზმები უზრუნველყოფენ საარსებო პირობებთან შეგუებითი ქცევის გამომუშავებას.

ძილის თეორიები

ადრინდელი თეორიები ძილს განიხილავდნენ როგორც ტვინის ნერვული უჯრედების (ნეირონების) აქტივობაში შესვენების პერიოდს. ასეთებია: ძილის წარმოშობის ტოქსიკური თეორია, რომლის თანახმადაც, ღვიძილს თან ახლავს ორგანიზმში ჰიპნოტოქსინების დაგროვება, რომლებიც ტვინის უჯრედებს წამლავენ და ძილს იწვევენ. ძილში ორგანიზმი თავისუფლდება ამ პროდუქტებისგან. ი. პავლოვის თეორიის მიხედვით, ძილი შინაგანი შეკავებაა და გაპირობებულია თავის ტვინის დიდი ნახევარსეფროების ქერქის და ქერქქვეშა სტრუქტურების ნეირონთა შეკავებით, რომლებიც აღმოცენდება ქერქის ზოგიერთ უბანში და ვრცელდება მთელ ქერქში. მოგვიანებით ცალკეულ ნეირონთა შესწავლამ ცხადყო, რომ ძილი დაკავშირებულია მათი მოქმედების გარდაქმნასთან და არა დათრგუნვასთან.

f47d1061c49e

XX საუკუნის თეორიები

XX საუკუნის 20-იან წლებში წამოაყენეს თეორია, რომელიც ძილისა და ღვიძილის მონაცვლეობას ხსნიდა შუამდებარე ტვინის სტრუქტურებში (ჰიპოთალამუსი, მხედველობის ბორცვები) არსებული სპეციალური ცენტრის მოქმედებით (ავსტრიელი მეცნიერი კ. ეკონომო) . ძილის ცენტრის თეორია თანამედროვე გამოკვლევების საყრდენად იქცა, რადგან მასში ხაზგასმულია თვის ტვინის განყოფილებების განსხვავებული მონაწილეობა ძილის აღმოცენებაში. შემდგომმა გამოკვლევებმა (ბელგიელი ფ. ბრემერი, ამერიკელი ჰ. მეგონი, იტალიელი ჯ. მორუცი) გამოააშკარავეს ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის როლი ღვიძილის შენარჩუნებაში. ეს გამოკვლევები საფუძვლად დაედო თეორიას, რომელიც ძილის განვითარებას ხსნის ქერქზე ბადებრივი ფორმაციის აღმავალი გამააქტივებელი გავლენის შეკავებით. მეორე მხრივ, ძილის განვითარებაზე უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. სომნოგენური მექანიზმების აქტივობას. ეს თეორიები განიხილავდნენ ძირს, როგორც დასვენების და ნეირონთა შეკავების პერიოდს, რომელიც აუცილებელია ღვიძილისას დახარჯული ენერგიის აღსადგენად. ტვინის ნეირონების აქტივობისა და ზოგიერთი ენერგეტიკული მაჩვენებლის გამოკვლევის შედეგები ეწინააღმდეგება ასეთ შეფასებას. 60-70-იან წლებში ჩამოყალიბდა ორი ძირითადი შეხედულება – ინფორმაციული და ჰომესტაზური. ინფორმაციული თეორიის თანახმად, ძილი დაკავშირებულია ღვიძილისას მიღებული ინფორმაციის გადამუშავებასთან. ძილში ხდება მისი შეფასება, ცნობების შერჩევა და ხანგრძლივ მეხსიერებაში გადაყვანა, რის შედეგადაც უმჯობესდება ტვინის პროგრამები, ემოციური სტრესისაგან დამცველი ფსიქოლოგიური მექანიზმები. ჰომეოსტაზური თეორიის მომხრენი ძილს უკავშირებენ ტვინში მიმდინარე ცვლილებებსა და ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზს და მიიჩნევენ, რომ ძილის ძირითადი ფუნქციაა ტვინის ჰომეოსტაზის რეგულაცია. მათი აზრით, ძილი ზოგადი ნეირობიოლოგიური მოვლენაა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავის ტვინის და, შესაბამისად, მთელი ორგანიზმის ჰომეოსტაზის რეგულირება. ძილის ფაზების მოწესრიგებულობასთან უნდა იყოს დაკავშირებული აგრეთვე დასწავლა და მეხსიერება.

4836841e63e0

უძილობა სერიოზული პრობლემაა. საძილე საშუალებების მიღება გამოსავალი არ არის. საჭიროა, მივმართოთ ნევროპათოლოგს, გამოვიკვლიოთ უძილობის მიზეზი და მოვძებნოთ მისი დაძლევის საშუალება. ექიმი-ჰიგიენისტები გვირჩევენ, დღე-ღამეში 8 საათი მაინც გვეძინოს. ასეთია, მათი აზრით, ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიური ნორმა. უნდა დავიცვათ შრომისა და დასვენების რეჟიმი და ყოველდღიურად დავწვეთ დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს. ორგანიზმი ეჩვევა ამ რეჟიმს და თავის მოთხოვნილებებს მას უსადაგებს. როცა ამ მოთხოვნილებებს ვეწინააღმდეგებით, იწყება კონფლიქტი ადამიანსა და მის ორგანიზმს შორის. სწორედ ასე წარმოიშობა უამრავი პრობლემა, მათ შორის უძილობაც.
იყოლიეთ ძაღლი
საღამო დასვენებისა და მოდუნების დროა. თავი არიდეთ ფსიქიკურ და ფიზიკურ დატვირთვას. ძილის წინ კარგია – და აუცილებელიც არის – ოთახის განიავება, ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახის ტემპერატურა არ იყოს 20 გრადუსზე ბევრად მეტი ან ნაკლები. იდეალურია სეირნობა ძილის წინ. ადამიანებს, რომლებიც ქრონიკული უძილობით იტანჯებიან, ექიმები უსაფუძვლოდ როდი ურჩევენ ძაღლის ყოლას. ძაღლს განსაზღვრული რეჟიმი სჭირდება: საჭიროა მისი შინიდან გაყვანა დილა-საღამოს, კვება… ეს მის პატრონსაც განსაზღვრულ რეჟიმში ყოფნას აიძულებს, რაც სასიკეთოდ აისახება მის ჯანმრთელობაზე.

მეგობარი ბალიში
დღის მეორე ნახევარში – არავითარი ყავა, მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უძილობა აწუხებს. თუ მაინც ვერ იძინებთ, დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი თბილი რძე. ძილის წინ ნუ დაიზარებთ მაკიაჟის მოშორებას, მიიღეთ თბილი შხაპი, ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის ლამაზი ღამის პერანგი ან პიჟამა. იზრუნეთ იმაზე, რომ ფეხები ყოველთვის თბილად გქონდეთ. ხშირად უძილო ღამეები საწოლის ბრალია. ის საკმაოდ ფართო და მოხერხებული უნდა იყოს, რათა ძილის დროს მშვიდად შეგვეძლოს მოძრაობა და გადაბრუნება, არ ვიყოთ შეზღუდული. ტრადიციული ბალიში მოძველდა. დღეს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ კისრის ქვეშ წაგრძელებული ფორმის ბალიშს, რომელიც ორი ხელის სისქისაა. ის იკავებს ხერხემლის კისრის ნაწილს და ხელს უწყობს მოდუნებას. მნიშვნელოვანი ფაქტორია ლეიბი. მასზე ბევრად არის დამოკიდებული ძილის ხარისხი.

cde45716918e

ვინც რბილად იძინებს
დროდადრო ბავშვობის მონატრება გვეუფლება, ვიხსენებთ, რა სასიამოვნო იყო, როცა ბებიის შეკერილ მატყლის ან ბუმბულის საბანსა და ლეიბში ჩავეფლობოდით ხოლმე – თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს ღრუბლებში დავცურავთო… თუმცა დამტკიცებულია, რომ რბილ ლეიბზე ძილი მავნებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო. უპირველეს ყოვლისა, ეს ცუდია ხერხემლისთვის, მეორეც, ბუმბულმა და მატყლმა შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. უმჯობესია, შეიძინოთ ორთოპედიული ლეიბი. მისი მოქნილობა ხერხემალს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. ასეთი ლეიბი ადაპტირებულია სხეულის ბუნებრივ ნადრეკებთან. კარგი, ხარისხიანი ორთოპედიული ლეიბი რამდენიმე ფენისგან შედგება. მასში რბილ ფენებს დრეკადი ცვლის. რაც უფრო მეტია შრე, მით უკეთესია ლეიბი.
უფრო გამოკვეთილი ორთოპედიული თვისებები აქვს მოდელებს, რომლებიც ზამბარების დამოუკიდებელი ბლოკებისგან შედგება. ეს ბლოკები გამორიცხავს ტალღის ეფექტს – ერთ ზამბარაზე ზეწოლისას დანარჩენები არ რეაგირებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ნახევარზე განუწყვეტლივ მოძრავი მეუღლე ძილს ვერ დაგიფრთხობთ.

რა გვიშლის ხელს
ჩილი (წიწაკა) – ზრდის მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, რის შედეგადაც თავს იჩენს შიმშილი და დაძინებაში გვიშლის ხელს, ამიტომ ერიდეთ ძილის წინ ცხარე საკვების მიღებას.
შოკოლადი – ძლიერ აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ასევე არასასურველია ღამით ყავის, ჩაის, კოკა-კოლას დალევა. ისინი შეიცავენ კოფეინს, რომელიც ნერვულ სისტემას აღაგზნებს.

რა გვეხმარება
ავოკადო – მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავათი, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ძილის ჰორმონს მელატონინს.
ბანანი – შეიცავს ნატურალურ საძილე საშუალებას ტრიპტოფანს. მისი მოქმედება ნერვულ სისტემაზე უზრუნველყოფს მშვიდ, უშფოთველ ძილს.

რატომ არის ძილი საუკეთესო მედიცინა
ხშირად გვქონია ასეთი შემთხვევბი, როდესაც მთელი ღამე, დაღლილ დაქანცულნი ჩვენს წიგნებთან და რვეულებთან გაგვიტარებია, ხვალინდელი გამოცდის ჩასაბარებლად. როგორც ყოველთვის მშობელი ღელავს როდესაც დროზე გვიან იძინებ, მას ხშირად არ ესმის, რომ ხვალ ასე თუ ისე გადამწვეტი დღეა, ჩვენც ჯიუტად არ ვითვალისწინებთ მის რჩევებს და თვალებმიბნედილი ვაგრძელებთ უშედეგო თუ შედეგიან ზუთხვას.
ახლა გავიგოთ თუ რას ამბობენ მეცნიერები. მეცნიერების თქმით, ამ შემთხვევაში დედა მართალია. ისინი თვლიან, რომ ადრე დაწოლა საუკეთესო გამოსავალია, მითუმეტეს თუ მომდევნო დღეს გამოცდა ან რამე მისი მსგავსი გვაქვს ჩასაბარებელი. გასულ წელს, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს უნივერსიტეტის სტუდენტებზე.
აღმოჩნდა რომ, სტუდენტებს, რომლებსაც სულ ცოტა 4 საათი ეძინათ მათმა გამოცდამ შედარებით დადებითი პასუხი აჩვენა. მაგრამ სტუდენტებს, რომლებსაც ღამე წიგნის კითხვაში არ გაუტარებიათ და ტკბილად ეძინათ უკეთესი შეფასება დაიმსახურეს.
უპირველეს ყოვლისა მეცნიერები დადასტურებით ამტკიცებენ, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ჩვენი გონება არეულია. ძილის მიუხედავად ტვინი აწესრიგებს ჩვენს ფიქრებს და ამუშავებს მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციასა და იმპულსს. ხშირად დაფიქსირებულა ფაქტი იმისა რომ რაიმე კითხვაზე პასუხი ძილში გვიპოვნია, გადაგვიჭრია ურთულესი პრობლემა.
ამასთან დაკავშირებით მეცხრამეტე საუკუნეში ერთ- ერთ გერმანელ მეცნიერს ფრედერიკ ვონ კეკულს ლონდონისაკენ მიმავალ ავტობუსში ჩაეძინა. მას დაესიზმრა, გველები, რომლებიც მის პირში წრიულად ფუსფუსებდნენ და დასრიალებდნენ. როდესაც მას გაეღვიძა, რთულ კითხვაზეც აღმოაჩინა პასუხი. -ატომები მოძრაობენ შეთანხმებულად და წრიულად, როგორც ეს სასაცილო გველები.
როლინგ სტოუნის გიტარისტსაც სწორედ ძილში მოუვიდა ცნობილი სიმღერის – setisfaction-ის მელოდია, როდესაც მას ეძინა ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში. ირლანდიელმა მწერალმა Bram Stoker- მაც იგივე განიცადა. მან ძილშივე შექმნა ცნობილი საშინელებათა წიგნის ,, დრაკულა’’ ს სიუჟეტი.

ძილის პოზამ შეიძლება ადამიანის ხასიათი და თვისება განსაზღვროს. გთავაზობთ ყველაზე ხშირ პოზებს

b8a9891371a4

4d5135747178

a – ემბრიონული (41%)- თავიდან უხეში, მაგრამ თბილი და გულახდილი ადამიანი.
b-ძელი (15%)- სოციალურად გახსნილი, კომუნიკაბელური.
c- yearner ზონა (13%)- თითქოს გახსნილი, თუმცა საეჭვო.
d- ჯარისკაცი (8%)-თავშეკავებული, მშვიდი
e- თავისუფალი (7%)-მხიარული და დისკოტეკების მოყვარული
f- ზღვის ვარსკვლავა (5%)- თავმდაბალი და შესანიშნავი მსმენელი

2dc07134c0e6

b8657c898cbd

წყარო: ვიკიპედია, მკურნალი, და ჩემი წიგნი

მსგავსი ამბები

Back to top button