არქივი

“მომაკვდინებელი კაიფი”

8e4ec3a23f3b
დრო გადის და ისტორიის სქელტანიანი წიგნს ფურცლები ემატება.ხდება ფასეულობათა გადაფასება,გააზრება და წარსულის ბევრი აჩრდილი მიუღებელი ხდება…
არცთუ შორეულ წარსულში ნარკოტიკულ ნივთიერებებს უებარ სამკურნალო საშუალებებად თვლიდნენ,გავიდა დრო და აღმოჩნდა,რომ ეს “წამლები” დამანგრევლად ზემოქმედებდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ყურადღებას გავამახვილებ მეტამფეტამინზე,რომელიც ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება,თუმცა თვადაპირველად მას სულ სხვა მიზნით იყენებდნენ,რამაც დამღუპველი შედეგი იქონია.გადავეშვათ წარსულის მორევში და ვნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი.

1919 წელს იაპონელი ქიმიკოსის აკირა ოგატას მიერ ამფეტამინისგან მიღებულ იქნა თეთრი კრისტალური ნივთიერება,რომელსაც მეტამფეტამინი(პერვიტინი) ეწოდა.მეტამფეტამინის კრისტალები იხსნება წყალში და ეთილის სპირტში.
მეტამფეტამინი წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას და ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად ზემოქმედებს.მოხმარების დროს შესამჩნევია ძალის მოჭარბება,ხანგძლივი ეიფორია,გონებაში აზრთა დაუსრულებელი ნაკადი,მადის დაკარგვა.ხანგძლივი მოხმარება იწვევს ანორექსიას,გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის რიტმის რღვევას,დაღლილობას,დეპრესიას,პარანოიას,თრმომბოფლებიტს,ნევროზს,უძილობას,ფსიქიკურ დამოკიდებულებას.მეტამფეტამინის ქრონიკულ მომხმარებლებში ხშირია თვითმკვლელობები.

თავდაპირველად იგნორირებული აღმოჩნდა მეტამფეტამინის ეს უარყოფითი თვისებები.მეოცე საუკუნის 30_იან წლებში ნაცისტურ გერმანიაში გამოჩნდა ტაბლეტები კოკაინის,იუკოდალისა და მეტამფეტამინის შემცველობით.მიიჩნევდნენ,რომ ეს ტაბლეტები დაღლილობას ხსნიდა,იწვევდა ძალას მოჭარბებას,სიფხიზლეს და მხიარულებას.ამ ფაქტის რეალურად გაცნობის მიზნით დაიწყეს საკონცენტრაციო ბანაკში დატყვევებულ ადამიანებზე ცდები,ტყვეებს ასმევდნენ ტაბლეტებს,აძლევდნენ 2 საათს 90 კმ_ს გასავლელად.ასე ხდებოდა ყოველდღე და შედეგიც სახეზე იყო,ტაბლეტები მართლაც ხსნიდნენ დაღლილობას და ადამიანებს ძალას მატება,თუმცა “შენელებული ნაღმის” ეფექტი არ იქნა გათვალისწინებული…
ცდებს აკვირდებოდა არაერთი გერმანელი მეცნიერი,მათ დადებითი დასკვნები დადეს და ნარკოტიკს მწვანე შუქი აუნთეს.
ამის შემდეგ ვერმახტი “უმეგობრდება” მეტამფეტამინ–კოკაინ–იუკოდალის ნარევს.მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის ჯარისკაცებს აქტიურად ამარაგებდნენ ამ ნარევით… მალე გამოჩნდა ენერგეტიკული შოკოლადი,სადაც დიდი დოზით იყო ეს ნარევი.ეს ტკბილი “საწამლავი” განკუთვნილი იყო ტანკისტებისათვის,თუმცა ფართო მასებსაც შეეძლომათი დაგემოვნება.
1940 წელს ფირმა “კნოპისგან” ვერმახტმა მიიღო 35 მილიონამდე ტაბლეტი პერვიტინი.როგორც ყველა წამალს,პერვიტინსაც ახლდა ინსტრუქცია სადაც მითითებული იყო,რომ დადებითი შედეგებისათვის რეკომენდებულია დღე–ღამის განმავლობაში 2 ტაბლეტის მიღება.

1939 წლის 9 ნოემბერით თარიღდება წერილი,რომელსაც მშობლებს უგზავნის ჰენრიხ ბიოლი,რომელიც 1972 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდება ლიტერატურაში.

“ძვირფასო მშობლებო,დებო და ძმებო,მე ვმსახურობ პოლონეთში,აქ ძალიან მიჭირს და გთხოვთ გამიგოთ,თუ ხშირად ვერ შეგეხმიანეთ.დღეს გწერთ იმისათვის რათა გთხოვოთ პერვიტინის გამოგზავნა”.
თქვენი ჰენრიხი

ამ წერილიდან ირკვევა –იმდენად დიდი იყო მოთხოვნდა პერვიტინზე,რომ მარაგები საკმარისი აღარ იყო და მშობლებსაც კი თხოვდნენ მათ გამოგზავნას.ანუ ვხედავთ სურათს,სადაც ჩანს თუ რამდენად გაიდგა ფეხი მესამე რეიხში ამ ნარკოტიკულმა საშუალებამ.ყოველივე ეს ეწინააღმდეგებოდა ნაცისტთა იდეოლოგიას,რომელიც აღორძინებისა და ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას ეწეოდა.ოპიუმისა და კოკაინის მოხმარების გამო საკონცენტრაციო ბანაკში არაერთი ადამიანი მოხვდა. საკვირველია… თუმცა პროპაგანდის მიღმა, უმეტეს შემთხვევაში ცარიელი სიტყვები იმალება…

არსებობს ცნობა იმის შესახებ,რომ თვით ადოლფ ჰიტლერიც აქტიურად მოიხმარდა მეტამფეტამინს.ფიურერს პერვიტინის ინექციას იღებდა პირადი ექიმი თეოდორ მორელისაგან 1936-1943 წლებში.ყოველივე ეს ჰიტლერის ჯანმრთელობაზე აისახა და ვინ იცის იქნებს ამიტომაც მიიღო ბევრი უკუღმართი გადაწყვეტილება,რამაც საბოლოოდ ბოროტების აღმასვლის კრახი გამოიწვია.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეტამფეტამინთან დაკავშირებულ ცდებში მონაწილე არაერთი ფარმაცევტი შეერთებულ შტატებმა დაიტაცა და დაიწყეს მუშაობა მეტამფეტამინის დახვეწაზე.შემდეგ აღმოჩნდა,რომ ამერიკული არმიაც აპირებდა ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას ნარკოტიკული ნივთიერების საშუალებით.მიღებული ნივთიერებები აქტიურად გამოიყენეს კორეისა და ვიეტნამის კონფლიქტებში.

მეოცე საუკუნის 40–60_იან წლებში მეტამფეტამინმა საბჭოთა კავშირშიც დაიმკვიდრა ადგილი,მას იყენებდნენ,როგორც დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებას.
უნდა აღნიშნოს,რომ მეტამფეტამინი მალევე გახდა პოპულარული საბჭოთა ნარკომანებს შორის და მისი საშუალებით დაამზადეს კუსტარული ნარკოტიუკლი საშუალება ვინტი.

ee7eb230457e

დღეს მრავალი ქვეყანა ხელმძღვანელობს ანტი ნარკოტიკულ კამპანიას,თუმცა ნარკომანთა რიცხვი მაინც იზრდება და ადამიანთა ჯანმრთელობაზე თამაშით ბევრი ითბობს ხელს,ისქელებს ჯიბეს…

541286bc4003

(მეტამფეტამინი. არც ერთხელ!!!)
ეს სიტყვები აქტუალურია აშშ_ში.

წყარო: ჩემი ბლოგი

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button