TECH & მეცნიერება

შესაძლებელია თუ არა საწვავის ავზის ბენზინის ნავლად რკინის ფხვნილით ავსება?

www.ucnauri.com

მაკგილის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი ბერგთორსონი ადხადებს, რომ დღესდღეობით  მზისა და ქარის ენერგიით სუფთა ელექტოენერგიის მიღების ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. მაგრამ მათი გამოყენებით სრულად ვერ ხერხდება ბენზინისა და დიზელის ჩანაცვლება, ხოლო ელექტრომობილებში გამოყენებული აკუმულატორებს ვერ ინახავენ დიდი რაოდენობით ენერგიას.

სწორედ ამიტომ, ჯეფრი ბერგთორსონი მაკგილის უნივერსიტეტისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს რამდენიმე მკვლევართან ერთად აცხადებს, რომ მეტალის ფხვნილის გამოყენება გარე წვის ძრავებში კარგი მიგნებაა, რადგან ასეთი პრაქტიკა არსებობს მე–20 საუკუნის შუა წლებიდან, ოღონდ სარაკეტო საწვავებში.

 

პირველ რიგში განიხილება რკინის ფხვნილი, რადგან ეს მეტალი უფრო დიდი რაოდენობით იწარმოება, ვიდრე სხვები და შესაბამისად დაბალი ფასი აქვს, თან ძრავში დაჟანგული რკინის სუფთა ფხვნილად აღდგენა უფრო იაფი ჯდება.

 

როგორც მკვლევარები აცხადებენ რკინის გამოყენება შეიძლება უფრო მომგებიანიც იყოს, რადგან მისი წვის შედეგად საკმაოდ დიდი რაოდენობის სითბო მიიღება (ზემოთ მოცემულ სურათზე მარცხნივ ნაჩვენებია მეთანის(ბუნებრივ აირში დაახლ. 90%)) წვის შედეგად მიღებული ალი, ხოლო მარჯვნივ რკინის ფხვნილის წვის შედეგად მიღებული ალი.

 

მოცემული ტექნოლოგია ჯერ დახვეწის სტადიაზეა და დღეისათვის უკვე მიღწეულია სტაბილური ცეცხლის ალის მიღება მეტალის წვრილდისპერსულ ფხვნილსა და ჟანგბადის ნარევის ნაკადში. ავტორების განცხადებით, შემდგომი ეტაპი მათ კვლევაში იქნება პროტოტიპული დანადგარის აგება.

 

წყარო : chemistry.ge

მსგავსი ამბები

Back to top button