TECH & მეცნიერებაუცნაური

რობოტს ადამიანის ყურადღების ამოცნობა ასწავლეს

a6875dcb903c

ამერიკელმა მკვლევარმა მანქანას შეაძლებინა სპეციფიური ჟესტების ამოცნობა, რომლებიც მეტყველებს ადამიანის მასთან ურთიერთობით დაინტერესებულობაზე.

მიზანი, რომელიც დაისახა ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა აარონ ბობიკმა, იყო ვიზუალური კომუნიკაციური სიგნალების ამოცნობა, რობოტ საიმონის მიერ.

მეცნიერმა ამ მიზანს მიაღწია: საიმონმა ჩამონტაჟებული ვიდეოკამერის მეშვეობით 80% შემთხვევაში სწორად ამოიცნო ცოცხალი ადამიანის მიერ მის მართ მიმართული ყურადღება.

აქამდე რობოტს ასწავლეს სხვადასხვა ჟესტების გამოყენება, იმისათვის რომ ადამიანი შეიყვანოს მასთან საუბარში.

ანდროიდი უკვე დასწავლილ ჟესტებს არ ეძებდა, ის აკვირდებოდა თავისი ოპონენტის ქცევას და აკეთებდა მის ანალიზს. მომავალში პროფესორი ბობიკი აპირებს ამ პრინციპის დახვეწას და გაუმჯობესებას, იმისათვის, რომ უფრო “გააადამიანუროს” საიმონის კომუნიკაბელური თვისებები და პერსპექტივაში ეცადოს მის სოციალიზაციას.

თუ ჩვენ გვინდა მანქანები ადამიანური სამყაროს განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ, ამისათვის აუცილებელია ისინი იყენებდნენ იმავე ქცევის მოდელებს რასაც ჩვენ, ხსნის ბატონი ბობიკი. ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რობოტებისათვის, რომლებიც იმუშავებენ სოციალურ და სამედიცინო სფეროებში.

სულ ცოტა ხნის წინ პროფესორის კოლეგებმა იგივე ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც შეისწავლეს ადამიანის რეაქცია რობოტი მედ-დების რეაქციაზე. როგორც აღმოჩნდა პაციენტები იგივენაირად რეაგირებენ მათზე, როგორც ცოცხალ მედდებზე.

წყარო: facebook.com

პ.ს ჩემი პირველი პოსტია

მსგავსი ამბები

Back to top button