არქივი

სამხ. აფრიკის “დიდი ხუთეული”

z7zys

ამ პოსტში მიმოვიხილავ სამხ. აფრიკის რამდენიმე წარმომადგენელს

აფრიკული ბუფალო
u6abl

ბუფალო ძალიან დიდი ზომის,ხარისმაგვარი ცხოველია. მათი მხრების სიგანე დაახლოებით 160სმ-ია.ზრდასრული მამრის წონა 800 კგ-ს აღწევს,მდედრის კი 700-სს. დიდი ტანი რომ დაიჭირონ ბუფალოებს საკმაოდ მძიმე ფეხები აქვთ.წინა ჩლიქები უფრო მსხვილი აქვთ ვიდრე უკანა,  თავისა და სქელი კისრის დასაჭერად. ორივე სქესის წარმომადგენლები რქებს ატარებენ,მამრის რქის სიგრძემ კი შეიძლება 1.5მეტრს მიაღწიოს.ბუფალო დაახლოებით 18წელს ცოცხლობს.მათზე ადამიანები და ლომები ნადირობენ. საცხოვრებელი:გაშლილი ველიდა ნათელი ტყე.ჩრდილი და წყალი მათი ადგილსამყოფელის აუცეილებელი საჭიროებებია.
სავანის ბუფალო დღეში ორჯერ სვამს წყალს და უმეტესად იქვე ეძებს საკვებს რათა წყლის სიახლოვეს შემორჩეს. გამრავლება:მდედრი ბუფალოები 3წლის ასაკში მწიფდებიან.უმრავლესობას პირველი ნაშიერი 5წლის ასაკში უჩნდებათ,შემდეგ კი ყოველ წელს თითო.ძირითადად მათი წყვილები 7წლამდე ასაკის მამრები არიან.ორსულობის პერიოდი 330დან 346კვირამდე გრძელდება.სამწუხაროდ ხბოების სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია,მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% აღწევს ზრდასრულ ასაკს.

<a href=qb8zw

სამხ.აფრიკის სპილო

<a href=tntmo

აფრიკული სპილო უდიდესი ხმელეთის ძუძუმწოვარია დედამიწაზე მობინადრეთა შორის.სპილოს,თავისი მსხვილი ხორთუმი ემსახურება, როგორც ცხვირი,ხელი,დამატებითი ფეხი,  იარაღი საკვების შესაგროვებლად,წყლის დასალევად,სათხრელად და ა.შ.გრძელი ხორთუმი სპილოს საშუალებას აძლევს 23ფუტამდე ასწიოს იგი.შეუძლია რთული მოძრაობების შესრულება როგორიცაა ხის მოგლეჯა.სპილოს ორი ეშვი გამოსდის ხორთუმიდან,რომელსაც საჭრელად და საჩხუბრად იყენებს.სპილოს წონა 3.5-დან 6.5 ტონამდე მერყეობს.მათი საცხოვრებელიც ველებია.დღეში დაახლოებით 250კგ საკვებს მიირთმევენ.სპილოებიც ბალახისმჭამელები არიან.გამრავლებით კი წლის ნებისმიერ დროს მრავლდებიან,მაკეობის პერიოდი კი შეადგენს 22თვეს.სპილო ცნობილია თავისი მაღალი ინტელექტის მაჩვენებლით, საინტერესო ქცევებით,კომუნიკაციის მეთოდებით.ამასთანავე,იგი ერთადერთი ცხოველია რომალსაც ხტუნვა არ შეუძლია. <a href=o47c3

ლეოპარდი

<a href=7gf57

ყველაზე ფრთხილი და მოუხელთებელი ხორცისმჭამელი.ლეოპარდი ასევე ძალიან ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია.იგი ყველაზე  ძლიერი მცოცავია კატისებრებიდან და შეუძლია თავისზე გაცილებით დიდი მსხვრეპლიც მოკლას.ლეოპარდის შეფერილობა თეთრიდან ოქროსფერში იცვლება,შავი კოპლებით.კუდი თითქმის მთელი ტანის სიგრძის ნახევარია.ამ მძვინვარე ცხოველს პატარა მრგვალი ყურები  და გრძელი ულვაშები აქვს.მისი სიგრძე 1-დან 2მეტრამდე მერყეობს,წონა კი 30დან 70კგ-მდე.ეს ცხოველი ხორცისმჭამელია,პატარა ზომის ცხოველებს და საშუალო ზომის ანტილოპებს მიირთმევს.ბინადრობს ბუჩქნარებში და მდინარის ახლომდებარე ტყეებში.ისინი ღამის ცხოველებად ითველბიან,მაგრამ მათი ნახვა ადრიან დილას ან გვიან საღამოსაც შეიძლება.ჩვეულებრივ,მარტო ნადირობენ გარდა დაწყვილების სეზონისა. ლეოპარდარდები ცბიერები,მშიშრები და ძალიან საშიშები არიან,განსაკუთრებით დაჭრილები.მათ კარგად იციან ხეზე ცოცვა და შეუძლიათ ნადავლიც აათრიონ,რათა სხვა რომელიმე მტაცებელმა არ მოსტაცოთ.ყოველ ლეოპარდს თავისი ტერიტორია აქვს,რომელიც მეზობლისას ესაზღვრება.მამრების სივრცე გაცილებით აღემატება მდედრებისას.ლეოპარდს არ უყვარს როცა მის ტერიტორიაზე შემოდიან და ეს ყველაფერიხშირად ჩხუბითაც მთავრდება.ლეოპარდი 20 წლამდე ცოცხლობს.
<a href=shuvt

ლომი

<a href=9ks20

ლომი მსოფლიოში მეორეა კატისებრი ოჯახის წარმომადგენლებიდან.მისი ფერი მოყავისფრო-მოყვითალოა,კუდი კი შავი აქვს.კატისებრი სახეობების უმრავლესობა მარტო ცხოვრობს,მაგრამ ლომი გამონაკლისია.ლომმა სოციალური სისტემა გუნდურ მუშაობაზე დაყრდნობით შექმნა. ჯგუფში15მდე წევრია,აქედან  5-10 მდედრია, თავიანთ ლეკვებთან ერთად.ლომების სიგრძე 120სმ-ია.მამრი 190კილომდე იწონის,მდედრი კი-125კგ-ს.მამრი ლომები სიმაღლეში 122 სმ-მდე იზრდებიან.კისრის გარშემო ასაკთან ერთად მოყავისფრო ფაფარიც უვითარდებათ. ლომები სავანებში,ტყიან ადგილებში,მინდვრებში ბინადრობენ.მამრი დაახლოებით 12 წელს ცოცხლობს,როდესაც იგივე მაჩვენებელი მდედრის შემთხვევაში 18წელს აღწევს.ლომები ხორცით იკვებებიან და როდესაც საქმე ნადირობას ეხება შეთანხმებულად მოქმედებენ.ხშირად სხვა მტაცებლებსაც ართმევენ ნადავლს.ლომი ერთადერთი”კომუნიკაბელური” კატაა,რომელიც ქმნის ჯგუფებს სადაც ყველა ოჯახის წევრს შევდებით:დედებს,მამებს,დებს,ძმებს და ა.შ. ლეკვები 110დღიანი მაკეობის შემდეგ იბადებიან.მდედრები მათ მიუვალ ადგილებშიაჩენენ.პატარების წონა 2კილოს აღწევს
<a href=89q7m

მარტორქა

<a href=8g5fq

მარტორქა მსხვილი,მძიმე  ძუძუმწოვარია.ეს ცხოველი მილიონობით წელს ითვლის,რომლის წინაპარი დინოზავრებთან ერთად ცხოვრობდა. ბოლო ათწლეულებში მარტორქებზე ინტენსიური ნადირობა მიმდინარეობდა,რამაც ცხოველი თითქმის გადაშენების პირას მიიყვანა.1970 წლიდან მარტორქის რაოდენობა 90%ით შემცირდა,სახეობების რიცხვი კი 5მდე შემცირდა და ყველა გადაშენების საშიშროების ქვეშაა. აფრიკაში მათი ორი სახეობაა შემორჩენილი:თეთრი და შავი,რომლებიც თავის მხრივ ქვესახეობებად:ჩრდილოურად და სამხრეთულად იყოფა.სამხრეთული მარტორქა თითქმის გადაშენებამდე შემცირდა 20საუკუნის დასაწყისში,მაგრამ მას შემდეგ რაც სპეციალური ნაკრძალები შექმნეს მათი მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბინადრობს. თეთრი მარტორქის სახელწოდება ჰოლანდიური სიტყვის “weit”წარმოდგება, “weit” წარმოდგება,რაც განიერს ნიშნავს. სინამდვილეში თეთრი მარტორქა ნაცრისფერია.შავი მარტორქა ისევე როგორც ყველა სხვა სახეობა კენტჩლიქიანია(3 ჩლიქი აქვს თითო ფეხზე) მას სქელი,უბეწვო,ნაცრისფერი ტყავი აქვს.ორივე სახეობას ორი რქა აქვს სახეზე,უფრო გრძელი კი წინ,ცხვირთან ახლოს.შავი მარტორქა 1.5 ტონას იწონის,თეთრი კი 2ტონაზე მეტს.მათი საცხოვრებელი სავანებია,წყლიანი და ტალახიანი ადგილები.ისინი ბალახისმჭამელებად ითველბიან.მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 35-40წელიწადია. მაკეობის პერიოდი 16 თვეს შეადგენს. მარტორქაზე მაინც უამრავი ადამიანი ნადირობს აფრიკაში,საჭიროა გავუფრთხილდეთ ამ უნიკალურ ძუძუმწოვარს რომელმაც მილიონობით წელი განვლო რათა ჩვენამდე
მოეღწია.

<a href=f20l4

წყარო: www.sa-venues.com

მსგავსი ამბები

Back to top button