არქივი

ტოპ 10 იდუმალი ადგილი

74076d0d9537

დამეთანხმებით, რომ ჩვენი სამყარო სავსეა საიდუმლოებებით, დაწყებული ბუნების ახირებიდან დამთავრებული ადამიანის ხელნაკეთობებით. უამრავი რამ კაწრავს ჩვენს ტვინებს, მაგრამ მაინც ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრზნობა წრიალებს ჩვენში. თავს აღარ შეგაწყენთ და დავიწყებ…

1)  McMudro

5afafc2161c0

მდებარეობს ანტარქტიდაზე, ეს პატარა ადგილი საუკეთესო მანიშნებელია იმისა თუ რაოდენ უცნაური შეიძლება იყოს ჩვენი დედაბუნება. McMudro ხასიათდება გეიზერების შემცველობით, რის შედეგადაც წარმოიქმნება წითელი სითხე, რომელიც ასევე დამოკიდებულია რკინაზე და მის ჟანგვაზე. McMudro უჩვეულოა თავისი გეოგრაფიულ მდებარეობითაც. იგი დღემდე კვლევის საგანია.

2)  Nazca lines

982df2d40b35

Naza-ს უდაბნოს ცენტრში უჩვეულო მოხაზულობები მდებარეობს, Naza ს კონტურები, გარკვეული ხაზებით შესრულებული გამოსახულებები. თვითონ Naza-ს უდაბნო მდებარეობს პერუში. არც ისე დიდი ხნის წინ, მოგზაურებმა შენიშნეს ეს რთულად შესამჩნევი კონტურები. მეოცე საუკუნეში მკვლევართა ჯგუფი ჩავიდა პერუში, საგანგებოდ ამ გამოსახულებების გასაშიფრად. მკვლევარების თავდაუზოგავი კვლევის შედეგად ვარაუდი გაჩნდა რომ ეს გამოსახულებები 1,5000 სიძველისაა, მაგრამ ეს დაზუსთებით არავინ იცის.

3)The  Bermuda Treangle

7d9587c8099e

ერთ-ერთი  ამოუცნობი ტერიტორია. რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება.

4) Easter Island

4b6501e34644

3ffc42e39c49

მორიგი თავსატეხი კაცობრიობას. ეს კუნძული აღმოაჩინეს 1722 წელს. კუნძული გვაოცებს ქანდაკებებით. კერძო სახელწოდებით ,,Moai”  ასობით უცნაური ქანდაკებაა შექმნილი ვულკანური ქანებისაგან. მაგრამ მისი წარმოქმნის რეალური ჰიპოთეზა  არავინ უწყის.

5) kalkajaka

24b4ad8f3a10

ავსტრალიის შავი მთა. ეს მთა სავსეა ლაბირინთებით, რომლებიც მას ჯოჯოხეთურ იერს სძენენ. მისი უცნაურობა
აიხსნება იმით რომ პერიოდულად შემზარავი ხმები, ეხინაციები, აღწევს მისი შუაგულიდან. მის გარეგნულ მხარეს
რაც შეეხება იგი შავი არ არის, მისი შეფერილობა მუქი ნაცრისფერია. ეს სახელი კი იმიტომ შეარქვეს რომ სხვა მთებისაგან განსხვავდება არა შეფერილობით არამედ თვისებებითაც.

6) Medjugorje

3326f594f46a

ღრმად რელიგიური საიდუმლოება ზებუნებრივი კათოლიკური ეკლესიისა. მდებარეობს ბოსნია-ჰერცოგოვინაში.
ამბობენ რომ აქ არსებობ ე.წ ,,მარიანას მოჩვენებები”.

7) Roanoke

38514dde5b6d

სახლი ,,დაკარგული კოლონიისა”

8) Roswell

8c72b359cf04

ამბობენ რომ სწორედ ამ ადგილას აღმოჩნდა უცხოპლანეტელების სხეულები. Roswell მდებარეობს მექსიკაში.

9) Winchester mysterious house

faf08eb6a037

ეს არის სახლი უილიამ ვინჩესტერისა, ცნობილი იარაღის მოყვარულისა. ეს სახლი ააშენა მისმა ქვრივმა, სარა
ვინჩესტერმა. მედიუმები ამტკიცებენ რომ ამ სახლში მოჩვენებები ბინადრობენ და  რომ სწორედ მათი მსხვერპლი გახდა უილიამიც.

10)  Stonehenge

612d22347773

ინგლისის სამხრეთ დასავლეთის (სოლზბერის ვაკე) ეს უძველესი ნაგებობა, რომელიც ძვ.წ 2900-1800 წწ-შია აგებული, დღემდე გამოცანაა მეცნიერთათვის. ერთ-ერთი თეორიით, იგი ასტრონომიული ობსერვატორიის როლს ასრულებდა, მეორით -რელიგიური წეს-ჩვეულების ჩატარების ადგილი იყო.

P.S რაღაც რაღაცებზე იყო პოსტები, მაგრამ სხვა რაღაცებიც ჩავამატე. იმედია მოგეწონებათ. :)

მსგავსი ამბები

Back to top button