კულტურა

თაგუნამ საქართველოს ისრაელთანაც მოაგებინა!

69e5ad4d6189
წინა პოსტში ბევრმა არ დაუჯერა თაგუნას,თუმცა…
ასე თუ გააგრძელა, ბარემ, უკრაინა-პოლონეთის ბილეთებიც შეუკვეთოს თაგუნა ვოლფმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს… უკრაინულ გამოცემა ჰოტსპორტ-ში მობინადრე მღრღნელმა საქართველო-ხორვატიის შედეგი ხომ გამოიცნო, ისრაელ-საქართველოს შეხვედრაშიც “ჯვაროსნების” გამარჯვება იწინასწარმეტყველა – ხუთჯვრიან დროშასთან მივიდა.

ისე, ვოლფმა 26 მარტის ევროშესარჩევი შეხვედრებიდან რამდენიმე შედეგი ვერ “მოარტყა”, მაგრამ საქართველოს ხორვატიასთან მოგება კი გამოიცნო.

“საქართველოდან ბევრი წერილი მივიღეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე. იქაური გულშემატკივრები გვთხოვდნენ, ვოლფი კიდევ გაგვეშვა პროგნოზის გასაკეთებლად და აი, ჩვენმა თაგვმა ქართველებისათვის გასახარი რამ მოიმოქმედა”, – წერს hotsport-ი.

წყარო: hotsport

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button