კულტურაუცნაური

მედიცინის სასწაული

69d7e52df23c

ეს პოსტი თავიდან უბრალოდ საინტერესო ფაქტებზე უნდა აგებულიყო, რომელშიც გაერთიანდებოდა რამდენიმე ახალი, შემეცნებითი თუ სახალისო ამბავი ( როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე ასეთი პოსტები), თუმცა ამ ფაქტების ძებნისას ისეთ რამეს გადავწყდი, რაც ნამდვილად განსაკუთრებული ყურადღების ღირსია და „ერთ–ერთ“ საინტერესო ფაქტზე მეტს ნიშნავს.

ეს პატარა ბიჭუნა ნამდვილი სამედიცინო სასწაულია. იგი დაიბადა ნაადრევი მშობიარობის შედეგად, იყო ბრმა და არ ჰქონდა თავის ტვინის შემადგენელი ნაწილები _ ნათხემი და ხიდი. ნათხემი არეგულირებს საყრდენ–მამოძრავებელ სისტემასა და ემოციებს, ხოლო ხიდი – სუნთქვისა და ძილის ფუნქციებს. მისმა ექიმმა განაცხადა, რომ იგი ვერასდროს შეძლებდა გავლას და საერთოდ მოძრაობაც საკმაოდ შეზღუდული ექნებოდა. „მაგნიტურ–რეზონანსული მონაცემებით, იგი ფაქტიურად მცენარეა“ – დაასკვნა მან.

035ef4e6ae35
თუმცა, როგორც ხედავთ, 3 წლის ჩეიზ ბრიტონი, გარდა იმისა რომ ხედავს, სუნთქავს, ძინავს და დადის, ველოსიპედითაც სეირნობს და მშვენივრად ხმარობს მაკრატელსა და ფანქრებს ( ნათხემის მცირე დაზიანების დროსაც კი, თითის ცხვირთან მიტანაც კი შეუძლებელია. სიმთვრალის ერთ–ერთი ნიშანი – ბარბაცი და წონასწორობის დაუცველობა სწორედ ალკოჰოლის მიერ ნათხემის ფუნქციის დარღვევაა).
იგი უკვე სპეციალიზირებულ სკოლაშიც დადის. „ყოველდღე გვაოცებს – ჰყვება ჩეიზის დედა, – ისეთ რამეს აკეთებს, რაც ყოვლად შეუძლებელია მის მდგომარეობაში. ყველაზე მეტად ხუმრობა და სახალისო ოინები უყვარს. ძალიან სიამოვნებს, როდესაც ხალხი უღიმის. საოცრად ენერგიული და მიზანსწრაფულია, ცდას არ აკლებს არაფერს და როგორც ხედავთ, წარმატებებსაც აღწვეს“
“გააჩნია, ცხოვრებას როგორ შეხედავ, – ამბობს ჩეიზის მამა, – სხვისთვის ეს შეიძლება ტრაგედია ყოფილიყო, ჩემთვის კი იგი საჩუქარია. არადსროს დანებდეთ, განსაკუთრებით როდესაც ეს თქვენს შვილს ეხება. დიდ პატივს ვცემ ექიმებს, მაგრამ ისინიც შეიძლება ცდებოდნენ. ყველა ბავშვი იმსახურებს იმას, რომ სცადონ მაინც, ყველანაირად მიეხმარონ მას, რადგან ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. ადამიანი ხომ მხოლოდ ორგანოები და ქიმიური ნივთირებები არ არის. მთავარია იმედი, სულისკვეთება, ნებისყოფა, რწმენა და სიცოცხლის ხალისი.“

d44d1aa787d3

ექიმები კი, საგონებელში არიან ჩავარდნილნი. როგორც მინიმუმ, თავის ტვინის ფუნქციების შესახებ დაწერილი ასეულობით ტომი აქვთ გადასახედი :)
P.S. სიმართლე გითხრათ, ამ ბავშვს მედიცინის სასწაულს რატომ ეძახიან, ვერ მივხვდი. ბუნების, ღვთის, ადამიანის შეუცნობელი შესაძლებლობების – კიდევ ჰო, მაგრამ მედინის?..

მსგავსი ამბები

Back to top button