ყველაზე საოცარი აკრობატები
ალბათ ნიჭიერში ნანახმა გოგონამ თქვენც მოგხიბლათ, ის მართლაც საოცრად პლასტიკური იყო და თვალებგაფართოებული ვადევნებდი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თვალს :)) ჰოდა ქართველი კი ვიხილეთ, მაგრამ კარგი იქნება თუ უცხოელ აკრობატებს და მათ შესაძლებლობებსაც გადავავლებთ თვალს.
გაფრთხილება: მამაკაცებს ვთხოვ, ფრთხილად და სათუთად მოინახულონ ეს პოსტი, შესაძლოა ვიდეოების ყურებისას გულის პრანჭვები დაგემართოთ :)))
ლილია სტეფანოვა 1987 წელს დაიბადა მოლდოვაში, მშობლებიც აკრობატები ჰყავს და 5 წლიდან დაიწყო ვარჯიში. თავდაპირველად დედა ასწავლიდა ყველაფერს. ისინი სხვადასხვა ქვეყნებშიც მოგზაურობდნენ ,,სტეფანოვების ოჯახის” სახელით. წარმომიდგენია რა დაუვიწყარ სანახაობას აჩუქებდნენ დამსწრე საზოგადოებას. უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ლილიამ შეძლო და მარტომაც დაიმკვიდრა თავი სცენაზე, მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ პოპულარულ შოუში როგორიცაა ჯიმი კიმელის შოუ, ასევე America’s Got Talent-ში, Celebrity Circus-ში.
ლილია ნიჭიერებასთან ერთად საკმაოდ ლამაზი გოგონაა და რა თქმა უნდა მამაკაცების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. თვითონაც ამბობს, რომ კაცებს ზოგჯერ განსაკუთრებით სექსუალური გრძნობები უღვივდებათ, მით უმეტეს როცა მის ვიდეოებს ადევნებენ თვალს, მაგრამ აკრობატი ამას არ განიცდის. თანაც ამჟამად მარტო არაა, თუმცა შეყვარებულის ვინაობას საჯაროდ არ ასახელებს და აკონკრეტებს, ასე მისი სამსახურის გამო ვიქცევიო. მხოლოდ ის გაამხილა, რომ შეყვარებული პილოტია და საკუთარი კომპანია აქვს. ლილიას კი ახალი მისწრაფება გაუჩნდა, ძალიან უნდა ფრენის სწავლა :) სანამ გაფრინდებოდეს, მოდი მის ვიდეოებს გაჩვენებთ..
…
კიდევ ერთი ლამაზმანი უნდა გაიცნოთ. ზლატა ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური აკრობატი მსოფლიოში. მან 4 წლის ასაკში შეამჩნია, რომ უცნაური ნიჭი ჰქონდა, საოცრად ელასტიური იყო. ეს გამოიყენა კიდევაც და დღესდღეობით როგორც ხედავთ ძალიან პოპულარულია. დღის უმეტეს ნაწილს ვარჯიშსა და მუშაობაში ატარებს, რადგანაც განუწყვეტლივ მართავს შოუებს სხვადასხვა ქვეყნებში.
წარმოშობით რუსია და ამჟამად 24 წლის გახლავთ.
ტანმოვარჯიშემ განაცხადა: ,,ამ პოზების გაკეთება ჩემთვის ძალიან ადვილია, ბუნებრივია თითქოს. არაკომფორტულად მხოლოდ მეშინ შეიძლება ვიგრძნო თავი, თუ დიდი ხანი ვიქნები ერთ პოზაში, ეს ზოგჯერ ფოტოსესიების დროს ხდება ხოლმე. მაგრამ ესეც ბუნებრივია, ეს არაკომფორტულობა დაახლოებით იმის მსგავსია, თუ მაგალითად დიდხანს იჯდებით სკამზე ერთსა და იმავე პოზაში, თქვენც ხომ არ გესიამოვნებათ?! დიეტას არ ვიცავ, მაგრამ დიდი დატვირთვით ვვარჯიშობ, რომ კუნთები კარგ ფორმაში მქონდეს და ვიყო მაქსიმალურად მოქნილი.
ზლატა ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. თავდაპირველად მასწავლებელმა სთხოვა ერთ-ერთი პოზის, ხიდის გაკეთება და როცა გოგონამ შესანიშნავად შეასრულა აღფრთოვანებული დარჩა. ტანმოვარჯიშე ამბობს, რომ თანაკლასელებს ჩრდილავდა და ამის გამო გოგონებს მისი შურდათ.
http://www.youtube.com/watch?v=XlqD1OC9dss
…
ალექს გოლობოროდკო 1994 წელს დაიბადა ტულის ოლქში, რუსეთში. იგი არაერთხელ დაასახელეს პლანეტის ყველაზე მოქნილ ადამიანად.
ალექსი კარგად ცეკვავს კიდეც, როგორც კლასიკურ ასევე თანამედროვე ცეკვებსაც, ეს კი ძალიან ეხმარება მისი ნიჭის უკეთ და უფრო ლამაზად წარმოჩენაში. მონაწილეობა მიუღია ძალიან ბევრ შოუებში, კონცერტებში, სატელევიზიო თუ საცირკო პროგრამებში.
ამ ვიდეოში ძალიან კარგად ცეკვავს და განსაკუთრებით ,,ტალღებს” აკეთებს საოცრად..
…
ახლა კი მართლაც რომ საოცარ გოგოს შევხვდებით, მას ნოკულუნგა ჰქვია და 20 წლისაა, მართალია ზევით ჩამოთვლილი ტანმოვარჯიშეები შეუდარებელნი არიან, მაგრამ სამაგიეროდ ნოკულუნგას განსაკუთრებული იმიჯი აქვს შექმნილი. ზედმეტსახელად გოგონა-გველს ეძახიან, სასცენო ჩაცმულობათ იყენებს სპეციალურ კოსწიუმს, რომელიც გველის კანს წააგავს.
გოგონა იმდენად ელასტიური იყო ბავშვობაშიც, რომ თურმე დედამისმა ერთხელ როცა მძინარეს დახედა, ნოკულუნგას ფეხი კისერზე ჰქონდა შემოდებული და ისე ეძინა : ))
როცა პატარა გოგონა ამერიკაში ჩავიდა, თურმე მან ინგლისური არ იცოდა და ფაქტიურად ვერაფერს იგებდა, მაგრამ ოჯახი მხარში ამოუდგა, ყველანაირად ხელი შეუწყვეს და შედეგიც სახეზეა.
იგი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა, ერთხელ საცირკო ტურს გაჰყვა ამერიკაში და მას შემდეგ აფრიკაში ნამდვილი ვარსკვლავია.
…
ბონუსად კი გიტოვებთ ერთ ვიდეოს, რომელსაც კარგა ხანს გაშტერებული ვუყურებდი :)) ნიჭიერში ალბათ ნახეთ კაცი, რომელიც პატარა კუბში მოთავსდა. ამ ვიდეოში კი იხილავთ, ისეთ პატარა კუბში, როგორ დაეტევა ორი ადამიანი.
…………………………………………………………………………………………………………………..