საკითხავისასარგებლოსაქართველო

ციტატები

sltj9
ციტატები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან..

‎1.”ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არა მყავს, საცოლე კი, გაგიხარია, მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან, ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს, ცოლის მომყვანი კი… არა, აღარ ვარ. გინდა, გიამბო? ყველაფერს გეტყვით – ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა… ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე – იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან – თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას… ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე”…

2. მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ… მეც თქვენსავით ვიყავი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ …

3. ‎”ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი” “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”.

4. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ — კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც… და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის… (“იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი”)
.
5. მაგრამ,იცოდეთ,––უპატრონო საფლავები არ არსებობენ,რადგანაც მიწა ყველასია და,აეს ჰაერიც მუდამ ირხევა.
,,ვატერპოლოო,,

6. ” სიკვდილი რომ არ იყოს აღარ იქნებოდა ამ ქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მომავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა – პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი არც უბედურნი, აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო ცხოვრება აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ახლა კი ახლა, სიკვდილი რომ არის სიცოცხლე – სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს” – სამოსელი პირველი…

7. ” ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს… ოღონდ უნებურად..როგორც დევნილი… ან მდევარი.. – და როცა მოვა,როდესაც მოვა, და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი…
ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი , კისერი, ნამვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ…და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ…
თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა სეძლოს ..ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შე თუ არა…
-სახლის ჩრდილებიც, – ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი – შუბლს,თმას ცხვირს, ტუჩებს..

ხელისგული – ნამდვილი ქალის ხელის აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ…მერე ფრთხილად ჩამიაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინვე მიხდებით ნამდვილი ქალი თუა – ანდა საკუთრი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ -რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული…და თუ უყვარხარ,თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზე ხელი ….. ”

8. “ვეღარ მოითმინა , განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
–ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
–ადამიანი რომ გყვარებოდა!!” “samoseli pirveli”

9. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი,ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.

10. მას გაოცებამდე მშვენიერი თვალები ჰქონდა.

11. წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ!

12. “ისიც იცოდე ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას , ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის..მთავარია ,თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.”

13. “იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო.თქვენს კლდოვან სულში!!! ”

14. “ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი”

15. “ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი…”

16. არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი….

17. ნუ გეწყინება, ზე… ოღონდ იცოდე ჭეშმარიტად გულადი კაცი რომ გახდე, რაღაც უფრო ღირაბულისვის უნდა იბრძოდე, ვიდრე ეს გაავებული ხარი თუ გაცოფებული კამეჩია…

18. დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.

19. ოკეანე ხარ… დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ… მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე…

20. ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს…

მსგავსი ამბები

Back to top button