არქივი

ტურიზმის დამანგრეველი ძალა

6d279f5ac654
ტურიზმის როლი მსოფლიო ეკონომიკაში ფასდაუდებელია, თუმცა მოდით მისი უარყოფითი მხარეებიც დავინახოთ.
იორდანიაში წმ.პეტრეს ტაძრის ნანგრევებთან მიახლოებისას ვხედავთ კლდეში ამოკვეთილ წარწერას, წარწერა ისე გამოიყურება თითქოს საუკუნეების წინ იყოს შექმნილი. ის შეეძლოთ ამოეკვეთათ მეფე ჰეროლდის ჯარისკაცებს, რომლებიც აქ იყვნენ დატყვევებულები ქრ.შ-მდე 40 წელს, მაგრამ უახლესი კვლევები გვამცნობს, რომ ის სულაც არ არის უძველესი. წარწერა შემდეგნაირად იკითხება:,,შეინი და ვენდი იყვნენ აქ 1996 წლის, 16 აპრილს.”

წმ.პეტრეს ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა შვედმა მეცნიერმა 1810 წელს. უახლესმა კვლბმა გააკეთეს დასკვნა, რომ ის დიდი საფრთხის წინაშე იმყოფება ტურისტების შეუწყვეტელი ნაკადის გამო. 4000 ტურისტზე მეტი სტუმრობს წმ.პეტრეს ტაძარს დღის განმავლობაში და ,,შემთხვევით” კვეთენ თავიანთ სახელს კლდეში.
არა მხოლოდ წმ.პეტრეს ტაძარია ნგრევის საფრთხის წინაშე. 600 მილიონზე მეტი ადამიანი მოგზაურობს მსოფლიო მაშტაბით და მათ უმეტესობას სურს იხილოს ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილები, ისეთები როგორიცაა: პართენონი, ტაჯ-მაჰალი, სტოუნჰენჯები, კენიის ნაციონალური პარკი და სხვ. ტურისტული ინდუსტრია თანამედროვე ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია.
ტურიზმის ეფექტი დღევანდელ მსოფლიოზე წარმოუდგენელია. მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს. ხმელთაშუას ზღვის მკვიდრი მოსახლეობა 130 მილიონს წარმოადგენს. ეს რიცხვი 230 მილიონამდე იზრდება საკურორტო სეზონზე. ეს კიდევ არაფერი, გაერთიანებული ესების ორგანიზაციის ცნობით ტურისტების რაოდენობა 2025 წელს760 მილიონს მიაღწევს. ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთის უმეტეს ნაწილზე არ არსებობს აუთვისებელი სანაპირო. ხმელთაშუა ზღვა კი ყველაზე ბინძური ზღვაა მსოფლიოში.
85d255c3f329
ამერიკის ნაციონალური პარკი დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა ამ სისტემას, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი პოპულარულ ადგილთათვის. 1981 წელს არსებობდა 8 წლიანი რიგი ხალხისა ვისაც სურდა მოენახულებინა კოლორადოს კანიონი და დაკავებულიყო რაფტინგით.
e0d810865941
საცოდავი ვენეცია! ამ საოცრად მომხიბვლელ ადგილს საკუთარი სილამაზე ღუპავს. 1987 წლის ერთ დღეს ქალაქს ტურისტების ისეთი რაოდენობა მოაწყდა, რომ იგი დროებით ყველა ტურისტისთვის დახურეს.
a6c3cd9feec1
ბარბადოსსა და ჰავაიზე, თითოეული ტურისტი იყენებს 10-ჯერ მეტ წყალსა და ელექტროენერგიას ვიდრე ადგილობრივი მცხოვრები. ისინი აცნობიერებენ რომ ეს უსამართლობაა და დიდი ზიანიც მოაქვს მათთვის, მაგრამ ვერ უძლებენ იმ ცდუნებას რაც ეკონომიური თვალსაზრისით ტურისტებს მოაქვთ.
55d25c6f39e1
საფრანგეთში, ლიასკაში(Lascaux) არსებული გამოქვაბული ცნობილია მასში არსებული პრეისტორიული ნახატებით. ეს ადგილი დაზიანდა 200000 ტურისტის სუნთქვისა და ბაქტერიის გამო, რომლებიც ესტუმრენ გამოქვაბულს წელიწადის განმავლობაში. დღედღეობით გამოქვაბული საზოგადოებისთვის დახურულია. ფრანგებმა გონებამახვილობა გმოიჩინეს და ააშენეს მისი ზუსტი ანალოგი, რომელიც არანაკლები პოპულარულობით სარგებლობს.
როგორ ფიქრობთ უნდა აშენდეს თუ არა მსგავსი ნაგებობები? ისინი უკვე არის ევროპის მრავალ ქალაქშია. მაგ:რომში, პრაღაში, ვარშავაში და ა.შ.უახლოეს პერიოდამდე ყველას ეგონა, რომ მოგზაურობა აფართოებდა გონებას, დღესდღეობით კი ბევრი უკვე საწინააღმდეგოდ ფიქრობს.
ac6411dc9163
ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგია. ჩვენი ქვეყანა ყველანაირად ცდილობს მოიზიდოს ტურისტები სხვდასხვა ქვეყნიდან. ცდა უშედეგო არაა და უამარავი ტურისტი სტუმრობს საქართველოს და ათვალიერებს ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურას. პირადად მე არ გამიგია, რომ საქრთველოში ცდილობდნენ ამ ადგილების ისე გაფრთხილებას, დაცვას როგორც ევროპაში, არადა ეს აუცილებელია. მედალს ორი მხარე აქვს და ტურიზმის უარყოფითი მხარეც უნდა დავინახოთ. ეკონომიკის ზრდის სანაცვლოდ ჩვენ, ჩვენი კულტურის უძველესი ძეგლები საფრთხის წინაშე არ უნდა დავაყენოთ.
a02bdceead5b

P.S იმედია სწორად გამიგებთ სათქმელს და ხო ეს ჩემი პირველი პოსტია)

მსგავსი ამბები

Back to top button