არქივი

ღმერთების ოჯახი

f512ab8be743

ძველ ბერძნებს მრავალი ღმერთის სწამდათ. თითოეული ღმერთი ცხოვრების ერთ რომელიმე ასპექტს განაგებდა. ბერძნები თვლიდნენ რომ არსებობდა 12 უძლიერესი ღმერთი.  დღეს წარმოვადგენ 6 ღმერთს.

ზევსი და ჰერა

ზევსი – ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების ქრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის , ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას – ბედის – ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.ის ეკუთვნის მესამე თაობის ღმერთებს რომლებმაც დაამხეს მეორე თაობა-ტიტანები.ლეგენდის მიხედვით ზევსის მამა ქრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანმა მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანის წინასწარმეტყველება.

ff8ef3ec21f4

ჰერა, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარჩხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში, სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში – გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული – გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება იუნონა.

8165400b8fc4

არესი

არესი, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე. უპირისპირდება ათენა ქალღმერთს – სამართლიანი ომის მფარველს. თავდაპირველად (ჰომეროსის ხანამდე) არესი ქთონური ბუნების (ქვესკნელის) ღვთაება იყო, როგორც კეთილდღეობის, ისე სიკვდილის მომტანი, შემდგომში კი – მხოლოდ სიკვდილისა და უბედურებისა. არესი აფროდიტეს მეგობარი და მიჯნურია, რომელთანაც რამდენიმე შვილი ჰყავდა: ჰარმონია, ეროსი და სხვები. არესის კულტი ძველ საბერძნეთში არ იყო გავრცელებული, მისი ერთადერთი ტაძარი აგებული იყო თებეში. რომაულ პანთეონში კი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება – მარსი შეესაბამება. ჰომეროსთან და ანტიკურ სახვით ხელოვნებაში არესი წარმოდგენილია ფარ-შუბით აღჭურვილ ახალგაზრდა, ძლიერ და პირქუშ მამაკაცად.

f2f7329bbbcc

ჰერმესი

ჰერმესი, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და მაიას (ატლანტი (მითოლოგია)ს ასული) ძე (ჰესიოდე). ჭკვიანი, გამჭრიახი, მოხერხებული ჰერმესი ღმერთების ნების მაცნეა. ზევსის შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი, ყველა საქმის კეთილად დამაგვირგვინებელი და ბედნიერებისა და კეთილდღობის მომნიჭებელი (ჰომეროსი). იგი მიცვალებულთა სულებს აცილებს ჰადესში, შეუძლია სიზმრებისა და ძილის მოგვრა, ამიტომაც იყო, რომ მას ძილის წინ ზედაშეს სწირავდნენ. ჰერმესს მიაწერენ ქნარის (დაბადებისთანავე არტახებიდან გამომძვრალა და აპოლონის ნახირიდან 50 ძროხა მოუპარავს. განრისხებულ აპოლონს ჰერმესი ზევსისათვის მიგვარია ქურდობაში გამოსატეხად, მაგრამ როცა მოუსმენია მისი დაკვრა ქნარზე, რომელიც პატარა ჰერმესს კუს ბაკნისაგან გაუკეთებია, მაშინ ამ ქნარში გაუცვლია თავისი ძროხები. აპოლონსავე უბოძებია მისთვის ოქროს კვერთხი — ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლო), ანბანის, რიცხვების გამოგონებას, ღვთისმსახურების დაწესებას და სხვა.ჰერმესი ტანვარჯიშის (ena gonis), ჭკვიანი და მოხერხებული სიტყვის (lógios) ღვთაებად მიაჩნდათ, რომელიც მიზნის მისაღწევად არ ერიდებოდა ხრიკებს, მზაკვრობას, ტყუილსაც კი. მას მოგზაურთა მფარველად, ნახირისა და საძოვრების ღმერთად რაცხდნენ. ჰერმესის სამშობლო არკადია იყო, მაგრამ თაყვანს სცემდნენ საბერძნეთში, მისი გამოსახულებები იდგა გზებზე და ქუჩებში, საზოგადოებრივ მოედნებზე (ეს იყო ძირითადად ბოძები, რომლებზედაც ჰერმესის თვის იდგა, ე. წ. ჰერმები — Hermai) ჰერმესს მსხვერპლად სწირავდნენ თაფლს, ლეღვის ჩირს, ღვეზელს, ღორს, კრავს, ცხვარს და სამსხვერპლო ცხოველის ენას. ხელოვნებაში გამოსახავდნენ წარმოსადეგი ჭაბუკის სახით, რომელსაც მშვიდი ნაკვთბი, გამჭრიახი და კეთილი გამომეტყველება, ტერფებზე ფრთები ჰქონდა, მას ზოგჯერ ხელში ოქროს კვერთხი ეჭირა, ფართოფარფლებიანი, ბრტყელი სამგზავრო ქუდი ეხურა.

7572fe913649

პოსეიდონი

პოსეიდონი, ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენასატიკის მმართველობაზე. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო.პოსეიდონი ითვლებოდა ცხენების მფარველ ღვთაებად, მის საპატივცემოდ იმართებოდა ჯირითები. სიტყვა პოსეიდონი “მიწის მეუღლეს” ნიშნავს. პოსეიდონის ეფითეტები ენოსიგეი (მიწის მრყეველი) და გეოხი (მიწის მპყრობელი) გვაფიქრებს, რომ იგი თავდაპირველად იყო მიწის და არა ზღვის ღვთაება. პოსეიდონი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას და თავიდანვე მიწის ნესტის ღვთაებად ითვლებოდა.ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პოსეიდონს მხოლოდ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტიქიის მბრძანებლობა არგუნეს და ამის შემდეგ მან დაჩრდილა ზღვის სხვა ღვთაებები. მიუხედავად იმისა, რომ ზევსი პოსეიდონზე ძლევამოსილი ღთაებაა, პოსეიდონი მას ხშირ შემთხვევაში მაინც არ ემორჩილება. ერთხელ ჰერასა და ათენასთან ერთად იგი აჯანყდა კიდეც ზევსის წინააღმდეგ.პოსეიდონის კულტი ძირითადად გავრცელებული იყო მცირე აზიის იონურ მოსახლეობაში და კუნძულებზე. იქ იგი იონელთა ტომის საკუთარ ღმერთადაც ითვლებოდა. მატერიკულ საბერძნეთში პოსეიდონის ტაძრებს ძირითადად კონცხებზე აგებდნენ. ცხენის გარდა პოსეიდონის წმინდა ცხოველებად ითვლებოდნენ დელფინი და ხარი. ხეებიდან მას ნაძვი მიუძღვნეს. რომში პოსეიდონის კულტი ნეპტუნის კულტს შეერწყა.

e5291540b322

ათენა

ათენა, საბერძნეთის ერთ–ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.ათენას ქანდაკება, ფიდიასის ქმნილება (450 წელი ჩვენს ერამდე)მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.ზოგი მითის მიხედვით ათენა ოკეანოსის ქალიშვილია. ჰომეროსის მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა “გიგანტომახიაში”. შემდეგში ათენას პალანტას კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო “არგოს” კიჩოზე.

პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს გორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის ჰერაკლეს მარადიული მფარველი. იგი ითვლება აგრეთვე მუსიკის მფარველად. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო საბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში (პართენონი). პართენონში იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი სიბრძნის სიმბოლოა). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ მინერვასთან.

გაგრძელება იქნება…

წყარო:  ენციკლოპედია-მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი

მსგავსი ამბები

Back to top button