ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

პალეოგენეტიკა: ტუტანხამონის DNM

რა აღმოაჩინეს ფარაონის გენში? თავსატეხი ამოხსნილია…

ტუტანხამონი – ძნელია გაიხსენო ძველი ეგვიპტის უფრო ცნობილი ფარაონი! მას შემდეგ, რაც 1922 წელს მეფეების სამარხში არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა მისი საფლავი, მუმია და ჯერარნახული განძი, რომელიც ხელუხლებელად ინახებოდა, ანუ უკვე 70 წელზე მეტია, ეგვიპტოლოგები დაობენ ამ ახალგაზრდა მეფეზე, რომელიც ოცდაცამეტი საუკუნის წინ სამეფო ტახტზე 9 წლისა ავიდა და 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინ იყვნენ მისი მშობლები? მართლა დახოცეს თუ არა ისინი, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ?

სულ ცოტა ხნის წინ ამის შესახებ მეტი გახდა ცნობილი. საერთაშორისო ჯგუფმა მეფის DNM-ი შეადარა სხვა თხუთმეტი მუმიის DNM-ს, რომელთაგან 10 იდენტიფიცირებული იყო, დანარჩენი 5 კი – უსახელო. გენეტიკური ტესტების პასუხები დაზუსტებულია: ახალგაზრდა მამაკაცის მამა ეხნატონია, პაპა- ამენჰოტეპ III, ბებია- დედოფალი თია. ეგვიპტოლოგეგის დიდი ხნის წინანდელი ჰიპოთეზა დადასტურდა. ეხნატონი ყველაზე საოცარი პიროვნებაა ფარაონებს შორის- რევოლუციონერი, რომელმაც უარყო ეგვიპტის ღმერთები და ისინი მზის ღმერთით-ატონით ჩაანაცვლა. დედა ვინ იყო? მეფეების სხვა სამარხში ნაპოვნია მუმია, ცნობილი კოდით-KV35YL.  მაგრამ ამ მშვენიერი სამყაროს წარმომადგენლების DNM-ების შედარება სხვა რამეს ამბობს: ტუტანხამონის დედა ამავე დროს მამამისის და იყო, ამგვარად, ჩვენი ფარაონი იქნებოდა და-ძმას შორის სისხლის აღრევის შედეგად დაბადებული, რაც ფარაონებში ფართოდ იყო გავრცელებული. არის თუ არა უცნობი მუმია ლეგენდარული ნეფერტიტი, ეხნატონის პირველი მეუღლე და საოცარი სილამაზის დედოფალი, თუ  ეხნატონის მეორე ცოლი – თია , ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით…  რაც ვიცით, ის არის რომ ახალგაზრდა ტუტანხამონი არ იყო მოკლული. ნახვრეტი, რომელიც მისი მუმიის კეფაზე აღმოაჩინეს, უნდა ყოფილიყო ბალზამირების ოსტატების იარაღის დარტყმის შედეგად მიყენებული ტრამვა. დამტკიცებულია, რომ  ტუტანხამონს ჯამრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა. გენეტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის დაავადდა მალარიით-მომაკვდინებელი სენით. ასევე აღმოჩნდა რომ ის იყო კოჭლი, ჰქონდა ძვლების ავადმყოფობა და ცუდად მოვლილი ჭრილობა ფეხში.

ერთი რამ  ეჭვგარეშეა: ყველაზე პოპულარული ეგვიპტელი ფარაონისთვის მარადისობის მოპოვება უფრო ადვილი აღმოჩნდა ვიდრე ჯანმრთელობის.  

წყარო: ჟურნალი  Junior

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close