კრეატივისურათები

ფოტორეალისტი მხატვრები (პირველი ნაწილი)

7972ef145b33

ფოტორეალიზმი – ფერწერის ჟანრი, რომელიც დაფუძნებულია ფოტოგრაფიაზე. ფოტორეალისტები ფოტოდან იღებენ ინფორმაციას და შემდეგ ამ ინფორმაციისგან ქმნიან სურათებს ისე, რომ ერთი შეხედვით ნამდვილი ფოტო გეგონება.გაგრძელებაში ნახავთ რამდენიმე ფოტორეალისტი მხატვრის შემოქმედებას…

ენდრიუ გრასი (Andrew Grassie)

ენრიუ გრასი (დაიბადა 1966 წელს) არის შოტლანდიელი ხელოვანი. იგი სწავლობდა წმინდა მარტინის ხელოვნების სკოლაში და ხელოვნების სამეფო  კოლეჯში. მისმა ნახატებმა მაღალი შეფასება მიიღეს იმიტომ, რომ ისინი არიან “მელანქოლიურები” და “დამაბნეველები”. მას ასევე აკრიტიკებენ მისი “ბიუროკრატიული ირონიისათვის”. გრასის ნამუშევრები იმყოფებიან ტეიტის გალერეაში და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელოვნების კოლექციაში. ენდრიუ გრასი ასწავლის სიტიში და ლონდონის ხელოვნების სკოლის გილდიებში.

0ad9ef2f7ed8

a3cd79e82d4b

15e0142b97a1

ლუიჯი ბენედიცენტი (Luigi Benedicenti)

ბენედიცენტის ნამუშევრები დაფუძნებულია XVI საუკუნის ევროპის ნატურმორტულ სტილზე, რომელიც შექმნილია ისეთი ოსტატებისგან, როგორებიცაა ბოსჩერტ (Bosschaert) უფროსი და ბრეიგელ (Bruegel) უფროსი, რომლების ზუსტად აღმწერელ ნახატებს მეცნიერულ მიზნებში იყენებენ. მიუხედავად ამისა ლუიჯი ბენედიჩენტის გააჩნია ძლიერი დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც ვერ აიხსნება მისი წინამორბედების პრიზმით. თავის ნამუშევრებზე ფიქრის შემდეგ, მან შთანთქა სიმბოლური მნიშვნელობები და ჯანრს მოსცილდა. მან მოიფიქრა სრულიად ახალი სტილი, რომელიც კრიტიკოსი კლაუდიო მალბერტიმ (Claudio Malberti) განსაზღვრა როგორც ‘Realismo Estremo’ ანუ ‘ექსტრემალური რეალიზმი’. ბენედიცენტიმ სასადილო ოთახში დეკორატიული მნიშვნელობის ცვლილება შეიტანა – მან თევზე და ხორცი შეცვალა თანამედროვე იტალიური საკონდიტრო პროდუქტებით, ნაყინებით და უმაღლესი ხარისხის სასმელებით.

26378b61fa15

81b038344574

8f45647ff3ff

მაიკ ბეინი (Mike Bayne)

მაიკ ბეინი სწავლობდა დედოფლის უნივერსიტეტში (Queen’s University) და იქ 2001 წელს მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის წოდება. 2004 წელს მან კონკორდიის უნივერსიტეტში მიიღო სახვითი ხელოვნების ოსტატის წოდება. მას ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა კეტრინ მალერინის თანამედროვე ხელოვნების პროექტში, ტორონტოში და მიიღო მონაწილეობა მთელ რიგ ჯგუფურ გამოფენებში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ვანკუვერში და ტორონტოში. 2008 წელს მისი ნამუშევრები აჩვენეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამომცემლობა კარტე ბლანშეს (Carte Blanche) კანადური ხელოვნების გამოფენაზე და 2009 წელს “ბორდერ კროსინგს მაგაზინ”-ში (Border Crossings magazine). იგი ბოლოს გამოჩნდა 2010 წელს რობერთ ეირის (Robert Ayre) გამოფენაზე ტორონტოში.

7972ef145b33

3b59c878bc41

8da8b454680c

25570664c513

ტომ მარტინი (Tom Martin)

ტომ მარტინი არის 24 წლის ჰიპერრეალისტი მხატვარი დიდი ბრიტანეთიდან (სამწუხაროდ მასზე მეტი ინფორმაცია ვერ ვნახე).

580599fcbedb

fb912547f871

fe9a6263ee4f

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close