ბევრი ადამიანი საკუთარი მეს დამალვას სწორედ იგივენაირი ხალხის კრიტიკით ცდილობს. თუმცა საკმაოდ უცნაურია იყო გეი და ამავე დროს აქტიურად ილაშქრებდე მათ წინააღმდეგ. ვნახოთ ვინ არიან ეს ადამიანები და რას აცხადებენ..
ჯორჯ რეკერსი
იგი 1948 წლის 11 ივლისს დაიბადა, საკმაოდ წარმატებული და ცნობილი პიროვნებაა, მით უმეტეს მას შემდეგ რაც ამხელა სკანდალში გაეხვა. ჯორჯი ფსიქოლოგია, სამხრეთ კაროლინის მედიცინის სკოლაში გახლავთ ნეიროფსიქიატრიის მეცნიერების საპატიო პროფესორი. ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და სასწავლებლებთან აქვს კავშირი, მათ შორის ჰარვარდთანაც. 1983 წელს რეკერსი ერთ-ერთი არაკომერციული ქრისტიანულ-ლობისტური ორგანიზაციის ,,საოჯახო კვლევების საბჭოს” დამფუძნებელთა რიგებში იყო. ეს საოჯახო კვლევების საბჭო დაახლოებით ისეთივეა, როგორც ჩვენთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ოღონდ რა თქმა უნდა იქ მთლად ასე ვერ ყვირიან, როგორც საქართველოში ხდება : ) რეკერსი ასევე მეცნიერული მრჩეველი ბრძანდებოდა ჰომოსექსუალიზმის კვლევისა და მკურნალობის ეროვნული ასოციაციისა. ეს ორგანიზაცია გარკვეულ მომსახურებას სთავაზობს გეებს, ეს გახლავთ ერთგვარი თერაპია, რომელიც მათი აზრით ჰომოსექსუალებს ჰეტეროსექსუალებად გადააქცევს. ჯორჯის აზრით ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და მავნეა ნებისმიერი ადამიანისთვის, მას და თავის ორგანიზაციას საკმაოდ ბევრჯერ აღუძრავთ სასამართლოში საქმე გეი და ლესბო წყვილების წინააღმდეგ, რომელთაც ბავშვი აჰყავთ.
თუმცა რეკერსი არც ისეთი უმწიკვლო ყოფილა, როგორადაც თავი მოჰქონდა. იგი 10 დღიან მოგზაურობაში უმცროს მამაკაცთან ერთად წავიდა, როცა ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია ამ ფაქტმა, მაშინ კი თავის მართლების ხასიათზე დადგა და მისი მდგომარეობა ასე განმარტა, განაცხადა, რომ მან რაღაც ოპერაცია გაიკეთა, შესაბამისად სიმძიმის აწევა არ შეეძლო, ამ დროს კი სხვა ქვეყანაში იყო წასასვლელი ლექციების წასაკითხად. ანუ დამხმარე ესაჭიროებოდა, რომელიც აეროპორტში ბარგის ტარებაში დაეხმარებოდა, როგორ გგონიათ სად გაემართა ის ,,დამხმარის” საძებნელად? rentboy.com-ს მიაშურა (ამ საიტზე შესვლა 18 წლამდე მოზარდებისთვის არაა სასურველი), აქ მან მიაგნო საკმაოდ სიმპატიურ ყმაწვილს- ლუსიენს, რომელიც ბარგის წაღება-წამოღებაში უნდა დახმარებოდა. მოკლედ ეფემიზმის ტიპიური შემთხვევაა.
რეკერსი მწარედ შეცდა, რადგან ჟურნალისტებს ვერ გამოაპარა ეს ამბავი. ეტყობა მას ეგონა, ვერავინ მიხვდებოდა თუ საიდან იყო მოყვანილი ლუსიენი, მაგრამ ჟურნალისტებმა ამ ბიჭთან საუბარიც მოახერხეს და ინტერვიუც ჩაწერეს, სადაც ის არ მალავს, რომ rentboy.com-დანაა. მის ექაუნთში კი გარკვევით წერია, თუ რა მომსახურებას ასრულებს, მარტივად რომ ვთქვათ მეძავია და ყველაფრისთვის მზადაა, რისთვისაც მისი პარტნიორი საკმარისად გადაუხდის.
ესეც ინტერვიუ ლუსიენთან
როცა ლუსიენის წარმომავლობის შესახებ ატყდა სკანდალი, რეკერსმა ახალ გამართლებას მიაგნო და თქვა, რომ ქრისტიანობა სიყვარულზეა დაფუძნებული და მას ამ გეი-ბიჭისთვის მხოლოდ იმის ჩვენება უნდოდა, თუ როგორ უნდა გადარჩეს, ერთი სიტყვით ვითომ მისი გამოსწორება უნდოდა და იმიტომ წაიყვანა მოგზაურობაში : )
ლუსიენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი რეკერს მასაჟებს უკეთებდა.. სექსუალურ მასაჟებს. რა შედიოდა ამ სექსუალურ მასაჟში ბოლომდე დაკონკრეტებული არაა.
ედი ლონგი
ედი ერთ-ერთი მისიონერთა ბაფტისტური ეკლესიის პასტორია, სხვათაშორის მრევლის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა. ის კი არადა მისი პასტორობოს ხანაში ეკლესიას აყვავების ხანა დაუდგა ამ მხრივ. იგი გამორჩეული იყო არატრადიციული ორიენტაციის ხალხთან მიდგომით. რა თქმა უნდა მათ არ ამართლებდა და ასეთ ხალხს ,,განკურნებას” სთავაზობდა.
თუმცა მალე გაირკვა,რომ თურმე თვითონაც ,,სამკურნალო” ყოფილა. ერთ დღეს მას საშინელი სკანდალი დაატყდა თავს. გავრცელდა სურათები, რომელშიც ბატონი ლონგი რაღაც საეჭვოდ პოზიორობდა და არატრადიციული ორიენტაციის მატარებელს მეტად წააგავდა.. ოთხმა ადამიანმა უჩივლა (Maurice Robinson, Jamal Parris, Anthony Flagg and Spencer LeGrande), მომჩივანთა ასაკი იყო 21, 20, 23 და 22 წელი. ეს ადამიანები მისი ეკლესიის წევრები იყვნენ და განაცხადეს, რომ ედისთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ 17-18 წლის ასაკის პერიოდში, მაშინ ეს ვაჟბატონი მათ არ აკლებდა საჩუქრებს, მათ შორის ძვირფასეულობასა და მანქანებსაც კი.
Jamal Parris აცხადებს, რომ პასტორს მხოლოდ და მხოლოდ სექსი აინტერესებდამისგან და არ ქონდა მნიშვნელობა ადგილს, იქნებოდა ეს ედის სახლი, სასტუმრო, ეკლესია…
,,მე ჩემი ტვინიდან ვერ ვშლი მის ხმას და ვერასოდეს დავივიწყებ მისი ოდეკოლონის სუნს. ასევე მუდამ მემახსოვრება თუ რა მეთოდებით და რამდენ ღამეს ავუტირებივარ ცხარე ცრემლით. ჩემი ტანიდან მის სუნს ვერასდროს მოვიცილებ.”
თავად ედი ამ ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ თვლის. თუმცა მედიასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს.
სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვნახოთ რას გაარკვევენ სამართალდამცველები.
ტროი კინგი
ალაბამელი პოლიტიკოსი, გენერალური პროკურორი, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ,,საზოგადოების ვარდნას” უწოდებდა, თავად გაეხვა გეი სკანდალში. მთელი ქვეყანა ალაპარაკდა იმაზე, რომ ბატონ ტროის საკუთარმა ცოლმა შეუსწრო მამაკაცთან, თანაც მაშინ როცა ცოლის საწოლზე ვიღაც კაცთან ერთად ნებივრობდა. ამ სცენის ხილვით აღშფოთებულმა ცოლმა ქმარი სახლიდან მიაბრძანა.
კინგს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. იგი გმობდა ჰომოსექსუალიზმსა და აბორტს. ასევე აქტიურად მუშაობდა სექს-სათამაშოების კანონგარეშედ გამოცხადებისთვის და ემხრობოდა ისეთი სასტიკი სასჯელის ფორმას, როგორიცაა სიკვდილით დასჯა.
ადრე კინგი პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ კი ალაბამის გუბერნატორის, ბობ რაილის მიერ დაინიშნა გენერალურ პროკურორად.
ტროი თვლიდა,რომ გეი და ლესბო წყვილებმა შეუძლებელია შექმნან თბილი, მოსიყვარულე ოჯახი ბავშვების გასაზრდელად.
გავრცელდა ჭორი,რომ ამ სკანდალის შემდგომ ტროი გადადგომას აპირებდა, მაგრამ ეს ფაქტი უარყო გუბერნატორმა.
…………………………………………………………………………………………………………………..