გასართობისაკითხავისასარგებლო

წერის მანერა

გამარჯობათ…დღეს გესაუბრებით იმაზე,თუ როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი წერის მანერით…

გრაფოლოგია- ეს მეცნიერებაა,რომელიც შეისწავლის დამოკიდებულებას ადამიანის წერის მანერასა და მის ხასიათს შორის.გრაფოლოგიური ანალიზი ტარდება ძალიან ბევრი ფაქტორით და პარამეტრით: მნიშვნელოვანია ხაზის დახრილობა(ან მარჯვნივ ან მარცხნივ),ასევე ასოების დაწერის განსაკუთრებულობა და ხელწერის სხვა თავისებურებები.

ამ და სხვა მრავალი პარამეტრით ყალიბდება ადამიანის ზოგადი ხასიათი და დამახასიათებელი თავისებურებები.კარგი გრაფოლოგიური ანალიზი შესაბამისად კარგ შედეგებს იძლევა ადამიანის ხასიათზე- კარიერული წინსვლიდან დაწყებული,ნარკოტიკზე დამოკიდებულებამდე დამთავრებული.ერთი სიტყვით სრული ანალიზი.

ანალიზის ძირითადი ეტაპები

1.დაჭერა(ანუ რამდენად აჭერთ კალამს წერის დროს)

ადამიანები,ვინც კალამს ძალიან აჭერენ,ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავში დარწმუნებული და ენერგიული პიროვნებები არიან.ასეთი ადამიანები,როგორც წესი ძალიან კომუნიკაბელურნი არიან და ყურადღებას ადვილად იქცევენ.ასევე ოპტიმიზმით არიან გამსჭვალულნი.(მე ვარ ასეთი)

ოდნავი დაჭერით როგორც წესი ხასიათდებიან ადამიანები,რომლებიც არიან ძალიან რომანტიკული და მგრძნობიარე პიროვნებები.ესენი მეოცნებე ხალხია,რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ განწყობაზე.პასუხისმგებლობიანი,მაგრამ აუჩქარებელი.აკეთებენ ყველაფერს ძალიან ფრთხილად.

2.დახრილობა(რამდენად დახრილად წერთ)

ოდნავი დახრილობა მარცხნივ ხშირად გვხვდება ინდივიდუალისტებთან: საკუთარ ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებენ.ასეთი ადამიანები გამოირჩევიან კრიტიკულობით.

ძლიერი დახრილობა მარცხნივ: ასეთი ადამიანები თვითკმაყოფილები და დამოუკიდებლები არიან,ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი აზრი აბსოლუტურად ყველაფერზე.

ოდნავი დახრილობა მარჯვნივ- ყველაზე გავრცელები ხელწერაა.ამ ადამიანებს ახასიათებს სიმშვიდე და გაწონასწორებულობა.ყოველთვის ღია არიან საუბრისთვის,მაგრამ წინააღმდეგი არ არიან გარკვეული დრო საკუთარ თავთან მარტოდ გაატარონ.ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობილება.(ნუ ესეც მე)

ძლიერი დახრილობა მარჯვნივ გვიჩვენებს ძლიერ მიზანდასახულობასა და ჯიუტობას.ასეთი ადამიანები,როგორც წესი მაქსიმალისტები არიან და ცდილობენ ყველაფერში პირველები იყონ.უნდათ რომ მიიღონ ან ყველაფერი,ან არაფერი.ადვილად უყვარდებათ და არიან ძალიან ეჭვიანები.

3.ხელწერის სიდიდე მიუთითებს ადამიანს კომუნიკაბელურობაზე

მაგალითად,დიდი ხელწერის პატრონი(3 მილიმეტრზე დიდი) საკმაოდ გულღიაა,ემოციური და ადვილად შედის ადამიანებთან კონტაქტში.პიროვნულად ლიდერები არიან.შეუძლიათ ნებისმიერი დაარწმუნონ საკუთარ მართებულობაში.(აი ეს ჩემია)

წვრილი ხელწერა,მეტყველებს იმაზე,რომ მისი პატრონი- თავშეკავებულია და ჩაკეტილი.მას შეიძლება ვანდოთ პასუხისმგებლობიანი სამსახური,რადგანაც შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს სამუშაოზე.

განიერი ხელწერა დამახასიათებელია ხელოვანი ადამიანებისთვის.

4.შემოწერილობა

მომრგვალებული ასოები მეტყველებს ადამიანის სიკეთესა და გამგებიანობაზე,ასევე კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობაზე.თუ შეხვდები ადამიანს ასეთი ხელწერით,იცოდე: მას შეგიძლია ენდო!!!ყოველთვის დაგიდგება მხარში მძიმე წუთებში(აი ესეც მე)

კუთხობრივი ხელწერა- ეგოიზმის მანიშნებელია.ადამიანი ასეტი ხელწერით დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის.არ უყვარს როცა ეუბნებიან,რა უნდა გააკეთოს.

5.სტრიქონის ადგილმდებარეობა

ოპტიმისტურ პიროვნებებს,ბოლოსკენ სტრიქონი მაღლა იწევს.(მე ვარ ასეთი :D).პესიმისტებთან კი – პირიქით,დაბლა.სწორი სტრიქონები დამახასიათებელია მშვიდი პიროვნებებისთვის.კლაკნილი სტრიქონები დამახასიათებელია გუნების ხშირ ცვლილებასთან.

დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა აქ საკუთარი თავი ამოიცნო…დიდი მადლობა ყველას.

BY ნაწკა

 

პ.ს. მოგტყდეს თითები თუ ამას დააკოპირებ და წყაროს არ მიაწერ!

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close