მისტიკასაკითხავიუცნაური

დემონები

3c87db0fd574

დემონები – მათი წოდებები, ფუნქცია, მოვალეობები და ზოგადად ინფორმაცია მათ შესახებ.

Lucifer— სახელი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე მითოლოგიური არსება და რომელსაც ქრისტიანულ სარწმუნოებაში განდგომილ ანგელოზს, სატანას, უწოდებენ. განდგომილ ანგელოზზე მითითება მომდინარეობს ბიბლიის ტექსტში (ისაია 14:3-20) ნახსენები წინადადების ინტერპრეტაციაზე, რომელშიც ვინმე, სახელით “დილის ვარსკვლავი” (ლათ. Lucifer) ზეციდან ჩამოგდებულად მოიხსენიება. იგივე ლათინური სიტყვა არის გამოყენებული დილის ვარსკვლავის აღსანიშნავად პეტრეს სახარებაში და სხვაგანაც, თუმცა მას სატანასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალ გვიანდელ წერილებში ეს ლათინური სიტყვა თარგმანის გარეშეა გამოყენებული, როგორც სატანის ზუსტი სახელი.

ლათინურად სიტყვა “Lucifer”, რაც ნიშნავს “სინათლის მომტანს” (სიტყვებიდან lux, lucis, “სინათლე”, და ferre, “მოტანა, გაჩენა”), “დილის ვარსკვლავის” სახელია (ანუ პლანეტა ვენერა მისი გარიჟრაჟზე გამოჩენისას).

LUСIFЕR-იმპერატორი

BELZEBUTH-თავადი

ASTAROTH-უმაღლესი ჰერცოგი

შემდგომ მოდიან უმაღლესი სულები,რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილთა მორჩილების ქვეშ:

LUCIFUGE-პირველი მინისტრი

SATANACHIA-უდიდესი მხედართმთავარი

AGALIAREPT-ასევე,მხედართმთავარი

FLEURETY-მრჩეველი

SARGATANAS-ბრიგადირი

NEBIROS-მარშალი

ეს ექვსი უმაღლესი სული მეთაურობს ჯოჯოხეთის მთლიან ძალაუფლებას და დანარჩენი სულების ძალას,რომლებიც არიან თვრამეტნი.კონკრეტულად კი:

Bael, Agares, Marbas, Pruslas, Aomon, Barbatos, Buer, Gusoyn, Botis, Bathim, Pursan, Eligor, Loray, Valefor, Farail, Ayperos, Naberus, Glasialabelas

LUCIFUGE–ს ემორჩილებიან პირველი სამი: Bael, Agares, Marbas

SATANACHIA–ს Pruslas, Aomon, Barbatos

AGALIAREPT–ს Buer, Gusoyn, Botis

FLEURETY–ს Bathim, Pursan, Eligor

SARGATANAS–ს Loray, Valefor, Farail

NEBIROS–ს Ayperos, Naberus, Glasialabelas

1. პირველ მათგანს LUCIFUGE ROFOKAL–ს(ჯოჯოხეთის პირველი მინისტრი) თავის ქვეშევრდომებთან ერთად აქვს ძალაუფლება მთელ სიმდიდრესა და ძვირფასეულობაზე სამყაროში.

2. მეორე მათგანს SATANACHIA–ს თავის ქვეშევრდომებთან ერთად შეუძლია დაიმორჩილოს გამომძახებლისათვის მთელი გოგონები და ქალები და გააკეთებინოს მათ ის რაც მოესურვება.

3. მესამე– AGALIAREPT–ი ხსნის ყველა დაფარულ საიდუმლოს რაც კი არსებობს მთელ ქვეყანაზე.

4. მეოთხე FLEURETY–ის შეუძლია ერთ ღამეში გააკეთოს ის საქმე რომელიც აუცილებელია ამ დროში გაკეთდეს.მას აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჭექა–ქუხილის გამოწვევა.

5. მეხუთე SARGATANAS–ს კი შეუძლია გამომძახებელი გახადოს უჩინარი, გადაადგილოს იქ სადაც მას მოესურვება, გახადოს მისთვის ყველაფერი უხილავი–ხილული, გახსნას ნებისმიერი საკეტები, ასწავლოს მას მთელი ეშმაკობები და საიდუმლოებები შეყვარებულთა.

6. მეექვსე სული არის როგორც ვიცით NEBIROS–ი,რომელსაც აქვს ძალაუფლება ზიანი მიაყენოს ყველას ვისაც მოინდომებს. შეუძლია დაამზადოს ამულეტი მანდრაგორას ფესვიდან.ასწავლის მეტალების, მინერალების, მცენარეების თვისებებს, ასევე ყველა ცხოველის.მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და არის ერთ–ერთი უდიდესი ნეკრომანტი მთელ ჯოჯოხეთის სულებში. იგი ყოვლისმომცველია და თვალყურს ადევნებს ყველა ჯოჯოხეთის არმიას.

f4f8b8e7a602

SAMAEL

უმაღლესი სული, დაუბადებელი, შეუქმნელი, მუდმივი, სიბნელე ყოველგვარი ნათელის გარეშე. მისი სიმბოლო არის შიშველი ხმალი შემხმარი სისხლით. ყველაფრის გამანადგურებელი უმაღლესი სიძულვილის მქონე. მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგის და ნებისმიერი ბუნების დემონისათვის. სატანა არის–განდგომა, უარყოფა, ბელიალი კი სივერაგე .ისინი არიან სამაელის ორი სახე. პირველის სიმბოლოა–შავი მამალი, მეორის–ფრთებიანი ადამიანი.

399ae3ae39a3

LILITH

სამაელის მეუღლე. უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი. ყველანაირი უსიცოცხლობის, უწმინდურობის დედოფალი. ლამიების, ბავშვთა მკვლელების მფარველი. ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც მოხუცი ბებია შავ ტანსაცმელში.

7591c9c5e74f

Beelzebub

სიბნელის თავადი,დემონთა მეუფე,პირველყოფილი ბოროტება.მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს,ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელი.ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი,ცხენის თავი,შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე.ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.

55fc16c9c124

ASMODEUS

მოხიბვლის,სიცრუისა და ტყუილის ძალა.ჯოჯოხეთის განძეულის მცველი და მფარველი.ცხადდება როგორც უდიდესი მეფე,ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას,ვინც მას მიმართავს.მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი.მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები.ის მბრძანებელია მაქციათა და სულების 72 თაგან(მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება).მის საპატივსაცემოდ წვავენ და ანთებენ სტირაქსს და ამბრას.

bc29cd5200d4

ASTAROTH

გარდასახვათა მბრძანებელი.მიცვალებულთა მეუფე,ჯადოქართა მფარველი,ოქროს მაძიებელთა.მისი სახეა მყრალი წვიმა,მბრუნავი სიბნელე და შავი ქარბორბალა,რომლის შიგნიდანაც გამოდის სინათლე.მის ძალაუფლებაში შედის საზღვრების და კარების გაღება სამყაროთა შორის.

723a518c28c6

MOLOCH


ახალდაბადებულთა მშთანთქმელი,შეუბრალებელი შურისძიება,უმაღლესი მმართველი ჯოჯოხეთისა.დამწვარი სულების მბრძანებელი.მისი დამახასიათებელი ნიშნებია უმაღლესი შეუბრალებლობა და დაუმორჩილებლობა.მისი სიმბოლოებია რკინის ფეჩი და უდიდესი გამხმარი ხე.მისი გამოძახება შეუძლებელია,რამეთუ არ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი,რომელიც აიტანს და გაუძლებს მის ბუნებას.მისი სიმბოლო გამოსახული სახლის კარებზე,მოიტანს უბედურებას ამ სახლში,ხოლო მტრის ტანსაცმელზე ან მის ნაგლეჯზე,მოუტანს მტერს საშინელ სიკვდილს.უბრალო და საშიშია მისი მნიშვნელობა.ხუთი სამიანია მის შემცველობაში,რომელნიც მოასწავებენ დაბადებას მაგრამ არა სიცოცხლის,არამედ სიკვდილის…

4eed8d9853bb

ADRAMELECH

ჯოჯოხეთის მოსამართლე და მკვლელი,მჩაგვრელთა და ტირანთა მფარველი.მისი სიმბოლოა გადაშლილი წიგნი.ის ცხადდება როგორც ბრძენი შავებში,მელოტი თავით.მას არ აქვს სიმბოლო,რამეთუ ის ანსახიერებს უსახო და უსახელო მხარეს ბოროტებისას და ის ყველაფერშია.მას ემორჩილებიან ვირთხები,აგრეთვე ის მბრძანებლობს შიმშილსა და გვალვაზე.მოადგილენი და დამხმარენი

ded5bdee3c7e

NAAMAH

შიშის მბრძანებელი,ცოცხალ მიცვალებულთა დედოფალი.ღამის და ღამეში დაფარულ არსებათა მმართველი.ცხადდება როგორც ულამაზესი ქალი,წეალამდე შიშველი,ქუხილის ფერი ტანით,გვირგვინით და ძვირფასი მძივით ყელზე.მასთან კავშირი გამომძახებელს აძლევს საშუალებას მაქციებსა და ვამპირებს ელაპარაკოს მათ საკუთარ ენაზე.

f34a1d31ae63

TYPHON

ქარიშხალთა და ურაგანთა მბრძანებელი.ცხადდება როგორც თეთრი გველი.გამომძახებელს აჯილდოებს წინასწარმეტყველების უნარით.

ace37b9ec72e

INHABULOS

ჯოჯოხეთის გარე წრის მაცხოვრებელი.კოშმარებისა და საშინელი ხილვების მეუფე.ცხადდება როგორც თეთრი ცხენი.მისი გამოძახებისას არის საშიშროება რომ ჭკუიდან შეიშალოს გამომძახებელი.ის მბრძანებლობს აგრეთვე კეთრზე,რომელიც ტანჯავს მოკვდავებს.

9146a818c272

ABADDON

სიცარიელის დემონი. მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის, რადგან დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს–„არავინ“. მის მფობელობაში შედის გვალვა და კალიები,აგრეთვე ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება,რომელიც თავს ატყდება ხალხს მოულოდნელად.ის გამოიყურება როგორც ბოროტი დაბალი ადამიანი ან ჩონჩხი–ხორცის ჩამოკიდებული ნაგლეჯებით.მას არა აქვს სიმბოლო და იგი მოვა მხოლოდ ბოლო დღეს.

212c2eb3aaf4

AZAZEL

მცველი, მფარველი, მკვდართა ქალაქის ზედამხედველი ჯოჯოხეთის შიდა მხარეს.შორეული წარსულიდან ის ასწავლიდა მოკვდავებს შავ სწავლებას.ამბობენ, რომ მოკვდავ ქალთან მისი კავშირის შედაგად გაჩნდა პირველი შავმწიგნობარი და დღემდე არიან მისი შთამომავლები.მისი გამოძახება არ შეიძლება,რადგან ის თვითონ მიდის რჩეულებთან რათა მისცეს ცოდნა.

100e6ff96e55

LYMA

ლილიტის დამხმარე,რომელსაც მოაქვს წყლულები და უბედურება,ის მფარველობს დედებს,რომლებმაც მოკლეს საკუთარი შვილები,რათა დაფარონ მათ თავიანთი სირცხვილი.ცხადდება შავი ზეწრის სახით,რომელიც ფრინავს მიწის ზევით.

e3f29c130f39

HECATA

ლილიტის დამხმარე,აქვს სიმბოლო.ღამისა და მოჩვენებათა,ზმანებათა დედოფალი.მას შეუძლია გამოცხადდეს როგორც ქალი სამი სახით,შიშველი ქალი ღამურის ფრთებით და მბრუნავი სიბნელე.

af236e64039a

BELFEGOR

ასმოდეის დამხმარე.სიმდიდრისა და ფუფუნების ჯინი.გამოიყურება როგორც ადამიანი მგლის თავით,ალისფერ ტანსაცმელში და გვირგვინით თავზე.ხალისით მოდის შავმწიგნობრებთან და საუბრობს მათთან,თუ ხელშეკრულება შესთავაზა მათ,სანამ დათანხმდებიან წინასწარ უნდა შეისწავლონ აუცილებლად.

821a48d62f9b
ABYGOR

ბაალის დამხმარე,მისი სახელი ნიშნავს „მოსული არსაიდან“.ლიმბის გუშაგი.ცხადდება როგორც მხედარი ალისფერ მოსასხამსა და ჩაფხუტში.  მას იძახებენ,მხოლოდ ისეთი საშინელი და დაუნდობელი შურისძიებისათვის,როგორიც შესაძლებელია.

წყარო: kate9alukard.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close