ავღანეთის ისლამური სახელმწიფო
ამ პოსტში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ავღანეთის შესახებ და ძალიან საინტერესო ფოტომასალას.
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთში, ძველი „აბრეშუმის გზაზე“. იგი გარშემორტყმულია ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ინდოეთის სუბკონტინეტის ქვეყნებით (ირანი, პაკისტანი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი). ხანგრძლივმა ომებმა მთლიანად მოშალა ეკონომიკა, რომლის საფუძველი ტრადიციულად სოფლის მეურნეობა იყო. ამჟამად ქვეყანა საგარეო ფინანსური დახმარებებით არსებობს.
ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ განაპირობა ის, რომ ავღანეთისათვის იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის ისტორიის თანამედროვე ეტაპზე. მან გადაიტანა კონფლიქტებისა და არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი, რამაც მთლიანად მოშალა ეკონომიკა და სახელმწიფო სისტემა, მილიონობით ავღანელი ლტოლვილად აქცია. თავისი როლი შეასრულა სტიქიურმა უბედურებებმაც – მიწისძვრებმა და გვალვებმა.
XX ს. – სრული დამოუკიდებლობა ქვეყანამ მიიღო 1919 წელს ინგლისთან მესამე ომის შედეგად. კონსტიტუციური მონარქია დამყარდა 1963 წელს, დაემხო 1973 წელს. სსრკ-თან გაფორმდა ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ 1978 წელს. ქვეყანაში დაიწყო რეფორმები, რამაც გამოიწვია კონსერვატორული ისლამური ოპოზიციის წინააღმდეგობა. სამხედრო დაპირისპირების გაძლიერებას მოჰყვა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაცია 1979-1989 წლებში. უკანასკნელ წლებში კი ქვეყანა სამოქალაქო ომის ასპარეზად იქცა. ხელისუფლება პერიოდულად სხვადასხვა დაჯგუფებების ხელშია. 1998 წლიდან ქაბულს და ქვეყანის უდიდეს ნაწილს თალიბები აკონტროლებდნენ.
XXI ს. – 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ავღანეთში თავშესაფარი ჰპოვა ოსამა ბინ ლადენმა, რომელიც აშშ-ს მიერ დადანაშაულებული იყო ამ და სხვა ტერაქტების ორგანიზებაში. ავღანეთის ე.წ. ჩრდილოეთის ალიანსის ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით დაამხეს თალიბანის რეჟიმი. 2001 წლის ბოლოს – შეიქმნა ჰამიდ კარზაის დროებითი მთავრობა. 2004 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილობრივ საველე მეთაურთა წინააღმდეგობების დაძლევა.
ავღანეთში დამყარდა ფუნდამენტალისტი ისლამიტების – ტალიბანის რეჟიმი, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ყოველგვარ არაისლამურს – აშშ მთავარ მტრად და სატანად გამოაცხადა. ამ ქვეყანაში ტერაქტები ჩვეულებრივი მოვლენაა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ყველაფერს უკვე ნორმალურ მოვლენად აღიქვამს.
მოიპოვება დიდი რაოდენობით ნარკოტიკი. ასევე ძალიან ხშირია ქარბორბალები.
წყარო: ვიკიპედია
ახლა კი შემოგთავაზებთ მამაჩემის მიერ გადაღებულ სურათებს.