EleMMent PALAZZO – მდიდრული სასახლე ბორბლებზე
მართლაც რომ ფუფუნების საცხოვრებელი – EleMMent PALAZZO დააპროექტა ავსტრიულმა კომპანია – Marchi Mobile–მ, რომელიც საბურავებით გადაადგილდება.
ეს გახლავთ სიახლე, რომელიც ავტოს, ავიასა და იახტურ–სპორტულ ნიშანთვისებებს იერთიანებს, როგორიცაა სპორტული ტიპის გამომფრქვევი მილები, ბიზნეს ჯეტას ტრაპი, თუ ძრავიანი იახტის ფლაიბრიჯი.
EleMMent PALAZZO – ეს მართლაც კომფორტით მოსილი მთლიანი სახლი გახლავთ, რომელიც 12 მ–ის სიგრძისაა. ასევე დამატებითი 20 მეტრი განკუთვნილია ე.წ. დასვენების ზონა – Sky Lounge–ს, სადაც ბარი გახლავთ, იატაკი თბება და სავარძლებს მასაჟის ფუნქცია აქვთ დაკისრებული. სიახლის ზედა ნაწილის გაზრდა შესაძლებელია 80%–ით, რომელიც ავტოსახლის ცალ მხარეს არსებულ, გამოსაწევ მექანიზმიანი განყოფილების მანიპულირებით ხდება. რაც შეეხება EleMMent PALAZZO–ს საფასურს, იგი მერწმუნეთ შთამბეჭდავია და 3 მილიონი აშშ დოლარის ტოფასია.
EleMMent PALAZZO–ს შიდა სივრცეში მოხვედრა, ტრაპის მეშვეობითაა შესაძლებელი.
გამოსაწევი – Lounge bar–ი ფუნქციონირებს ღილაკის მხოლოდ ერთჯერადად ხელის დაჭერით.
უამრავი ორიგინალური დეტალით აღჭურვილი – EleMMent PALAZZO, კომპორტისა და უსაფრთხოების უმაღლეს დონეს ითვალისწინებს. კომპლექსური კონტროლისა და მართვის ცენტრალური სისტემა, შესაძლებლობას იძლევა ერთ გაელვებაზე შემოწმდეს თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია. ავტმობილის კონფიგურაცია გარფიკულ ინტერფეისში იცვლება, რომელიც სენსორული ეკრანის მეშვეობით ხორციელდება.
საძინებელი რაღა თქმა უნდა დაკავშირებულია სანიტარულ წერტილებთან.
დისტანციური ვიდეო–მართვა შესაძლებლობას იძლევა, როგორც თვით ავტომობილის გარე ვიზუალის დემონსტრირებისა, ასევე შიდა ინტერიერისა. ასევეა შესაძლებელი თქვენთვის სასურველი განათებისა და ტემპარატურის დონის რეგულირება, როგორც იმ მომენტში, ასევე ბორტზე დაბრუნების მომენტისთვისაც.
სავარძლები მძღოლთათვის.
კომპანია – Marchi დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს მოდელი – EleMMent–ის შეკვეთით დამზადებას, რომელიც გათვლილი იქნება როგორც საქმიანი – VIP shuttle გადაადგილებისთვის, ასევე – Visione გამოფენებისა და შოუ–რუმებისთვის.
ოცტონიან – PALAZZO–ს ხელეწიფება 93 კმ/სთ–ის განვითარება. გადაადგილებისას იგი 20%–ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე შესაბამისი ზომისა და წონის ავტოტრანსპორტი, რაც მისი აეროდინამიური ფორმების დამსახურებაა. . ღირებულება $ 3 მილიონი.
http://journal.top100.ge/?p=41493