ვიდეოებისაკითხავიუცნაური

გეოგრაფიული პროგნოზირება

რა როლს ასრულებს თანამედროვე დროში გეორგაფიული პროგნოზირება? პასუხები სრულიადში

პროგნოზი ბერძნული სიტყვაა და ქართულად რაიმე მოვლენის (პროცესის) განვითარების ტენდენციის წინასწარხედვას გულისხმობს. პროგნოზირება საშუალებას გვაძლევს სპეციალური კვლევის საფუძველზე წარმოდგენა მივიღოთ, თუ როგორ განვითარდება უახლოეს მომავალში ესა თუ ის მოვლენა.

გეოგრაფიული პროგნოზირება – ნიშნავს მეცნიერულად დასაბუთებული დებულებების დამუშავებას გარემოს მდგომარეობასა და განვითარების ტენდენციაზე. გეოგრაფიული პროგნოზები შეიძლება იყოს დარგობრივ (გეომორფოლოგიური, მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა) და კომპლექსური ტერიტორიის სიდიდის მიხედვით – გლობალური, რეგიონული და ლოკალური; დროის მიხედვით – მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი. გეოგრაფიული პროგნოზირება ხორციელდება სპეციალური გეოგრაფიული გამოკვლევების საფუძველზე ანალოგების მეთოდების, საექსპერტო შეფასებების, სტატისტიკური ექსტრაპოლაციის და იმიტაციური მოდელირების გამოყენებით.

მიწისძვრა

ზვავი

წყალდიდობა

რასაკვირველია პროგნოზირებით სტიქიური მოვლენების ზემოქმედებას ვერ ავიცილებთ, მაგრამ შეგვიძლია სხვადასხვა ნაგებობა უფრო მყარად და საიმედოდ ვაშენოთ.
ამგვარად, პროგნოზული კვლევა ძალზედ აქტუალური და საჭიროა. ბოლო პერიოდში აღინიშნება სტიქიური მოვლენების გააქტიურება მსოფლიოს უმეტეს მხარეში რაც გეოგრაფებს უფრო ზუსტი და სრულყოფილი პროგნოზირების დანერგვას ავალდებულებს.

წყარო: livehelp.napr.gov.ge

Rati Ratiani

შექმენი შენი ემბლემა

თეგები

rati56.blogger.com

nda... bevri araperi ... ai sul es iyo

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close