არქივი

თევდორე

http://b.pix.ge/u/i3ivk.jpg

პოსტში მოკლედ აღვწერ თევდორეს გმირობას, რომელმაც აოხრებისაგან იხსნა საქართველო.
1609 წელი იდგა.
ქართლის მეფესთან, ლუარსაბ მეორესთან ცუდი ამბავი მოეტანათ მესხეთიდან შიკრიკებს: თურქ – ოსმალთა მხედრობა შემოსევია მესხეთს, აუღიათ და დაურბევიათ ახალციხე, ალბათ ქართლისკენაც არ დაიშურებენ წამოსვლასო.
მტრის ურდო მართლაც მოდიოდა ქართლისაკენ. მათ წინ მოუძღოდა გამაჰმადიანებული ქართველი (ფერად ფაშა). მათი განზრახვა ქართველთა მეფის მონადირება და შიდა ქართლის აოხრება გახლდათ. (60 000- ნი იყვნენ რიცხობრივად)
თურქებმა იცოდნენ ლუარსაბ მეფის ადგილსამყოფელი (სოფელი ცხირეთი), მაგრამ არ იცოდნენ მისასვლელი გზა, ამიტომ მეგზურს ეძებდნენ. მანგლისი, ოძისი და კველთა რომ ააოხრეს, სწორედ კველთაში ნახეს მღვდელი, სახელად თევდორე, რომელსაც ცხირეთისკენ გაძღოლა უბრძანეს. უარის თქმის შედეგად მას მხარ – მკლავი გაუთოკეს და ორმა გაიგდო წინ.
მიდიოდა და ფიქრობდა: “მადლობელი ვარ შემოქმედო, რამეთუ შემქმენ ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის მსხვერპლად, ზვარაკად”.
სოფელ ერთაწმინდაში გზა ორად იყოფოდა. ერთი გზა ცხირეთისაკენ (სადაც იმყოფებოდა ქართველთა მეფე) მიდიოდა, მეორე კი სოფელ ქვენადრისისკენ. არასწორი გზით წაიყვანა მტერთა ურდო. იგი ფიქრობდა: “სანამ ქვენადრისს მივალთ, მანამ ცხირეთს მდგარი მეფე უეჭველად შეიტყობს მტრის შემოსევის ამბავსო”. სწორედ უფლისა და შამშობლოს სიყვარული აძლევდა ძალას, ამხელა გმირობისა და თავდადების ჩასადენად. მას არ ეშინოდა: “მე თევდორე, ტომით ქართველი, მწირი და გლეხი, ვკვდები ქრისტესათვის და ქრისტიანი საქართველოსთვის”.
სოფელ ქვენადრისს მისულებმა გამოკითხეს თევდორე, თუ სად იმყოფებოდნენ. მან თამამად უპასუხა სადაც იყვნენ იმჟამს. განრისხებული და გააფთრებული მტერი გარსშემოერტყა თევდორეს. წამიერად გონება დაკარგა, გამოფხიზლების შემდეგ მან თვალი გაახილა და დაინახა თუ როგორ ასხდნენ ზედ ჯალათები და უსერავდნენ სხეულს.
შემზარავი ჭახანი გაისმა და ჩიტებმა იხილეს თუ როგორ მოგორავდა თევდორეს თავი გორაზე..
ასეთი იყო თევდორე მღვდლის თავგანწირვა, თავდადება, სამშობლოს სიყვარული, რამაც მისცა ძალა დაეძლია სიკვდილი და სამშობლო ეხსნა თურქ – ოსმალებისაგან.

მსგავსი ამბები

Back to top button