ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

წმინდა პატრიკის დღე

წმინდა პატრიკის დღეს გილოცავთ ირლანდიურად

ესე იგი და ამგვარად გილოცავთ სუფთა ირლანდიურად წმინდა პატრიკის დღეს :D ეხლა არ აყაყანდეთ ოღონდ “გმკ”_ს წევრები (გაუპარსავ მშობელთა კავშირი)… და ვინც არ იცის რატომ და რისთვის აი ესე მოოკლედ გაგაცნობთ, ნუ პრინციპში გაგაცანით მაგრამ ეხლა უფრო ოფიციალური სახე მივცეთ (ისტორიული განხრით) :D


ანუ წმინდა პატრიკის დღეს აღნიშავენ 17 მარტს… რომელიც გახლავთ ირლანდიის მფარველი წმინდანი. ეს დღესასწაული თავიდან ითვლებოდა კათოლიკურ დღესასწაულად, ხოლო XVII საუკუნიდან კი
ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო დღედ და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული,რასაც ჩრდილოეთ ირლანდია ჯერ ვერ მისწვდა.. ანუ იქ ამ დღეს უქმედ არ აცხადებენ.
ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ასევე აღნიშნავენ ამ დღესასწაულს ირლანდიურ დიასპორებში. როგორებიცაა : ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.
წმინდა პატრიკის შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს.. ცნობილია რომ იგი დაიბადა IV საუკუნეში მდიდარ ბრიტანულ ოჯახში, მისმი მამა და ბაბუა გახლდათ ეკლესიის დიაკვნები…
როცა პატრიკი თექვსმეტი წლის გახლდა, ირლანდიელმა ყაჩაღებმა მოიტაცეს და წაიყვანეს იგი ირლანდიაში როგორც მონა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არსებობს ცნობა ვარაუდით, რომ იგი მოხვდა მაიოს ტერიტორიაზე, ხოლო ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ არის ცნობილი.

პატრიკს ერთ დღეს ,ძილში გამოეცხადა ღმერთი რომელმაც უთხრა რომ ტყვეობისთვის თავი უნდა დაეღწია…სადაც უნდა გასულიყო სანაპიროზე და გემის მეშვეობით დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში.
მან გააკეთა ღვთის მიერ მინიშნებული და წარმატებით დაბრუნდა თავის სამშობლოში სადაც კი იქ მღვდლად აღიკვეცა…
გავიდა დრო და დაახლოებით 432 წელს იგივე უფლის ნებით პატრიკი ირალნდიაში დაბრუნდა როგორც ეპისკოპოსი, რათა ირლანდიის ადგილობრივი რელიგია-პოლითეიზმი, ქრისტიანობით შეეცვალა.
ირლანდიური ფოლკლორის მიხედვით , წმინდა პატრიკის ერთ-ერთი მეთოდი იყო რომ გამოიყენებდნენ სამყურა, რათა ესწავლათ ქრისტიანული სწავლება, წმინდა სამების შესახებ ირლანდიელ მსოახლეობას.

დაახლოებით 30 წლის შემდეგ ევანგელიზაციიდან იგი გარდაიცვალა 461 წლის 17 მარტს, ტრადიციის თანახმად იქნა დაკრძალული დაუნპატრიკში (Downpatrick)
ირლანდიური ქრისტიანული სამყაროს გმირად შეგვიძლია ჩავთვალოთ პატრიკი და სწორედ ამიტომ ირლანდიური ეკლესიები მას დიდ პატივს სცემენ.

წმინდა პატრიკთან დაკავშირებული არის ლურჯი ფერი, თუმცა წლების განმავლობაში მწვანე ფერი და ასოციაცია წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით იზრდებოდა.
ჯერ კიდევ XVII საუკუნეში იყენებდნენ მწვანე ლენტებს და სამყურებს ამ დღესის აღსანიშნავად. სამყურას ამ დღესასწაულზე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა და აქვს , ანუ ირლანდიაში მას აკავშირებენ წმინდა სამებასთან. 1798 წლის აჯანყებაში რომელიც იმ იმედით მოხდა რომ რაიმე პოლიტიკურ მდგომარეობას დაიკავებდნენ, ირლანდიელ ჯარისკაცებს მთლიანად ეცვათ მწვანე ფორმები რათა მიექციათ საზოგადოების ყურადღება. და ფრაზა: ” მწვანით შემოსილი” კავშირში იყო ისევე სამყურასთან და ეს ასოციაცია წარმოშობილი იყო სიმღერიდან რომელიც იმ დროს პოპულარული იყო და იგივე სათაური ჰქონდა. ასე და ამგვარად იყო ეს ყველაფერი….. სწორედ ამიტომ ყოველ წლის 17 მარტს, ირლანდიელები მწვანე ფერის ტანსაცმლით იმოსებიან და სვამენ სპეციალურად ამ დღისათვის დამზადებულ მწვანე ლუდს, რომელიც სამყურასგან მზადდება და რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 2%–ს არ აღემატება…

თუ როგორ აღნიშნავენ “წმინდა პატრიკის” დღეს ირლანდიაში კერძოდ დუბლინში , შეგიძლიათ იხილოთ აქ :

და ეს კი უბრალოდ მხიარულ განწყობაზე დასაყენებლად (რაღათქმაუნდა ირლანდიურად)

May The Road Rise To Meet You. May The Wind Be Always At Your Back. May The Sun Shine Warm Upon Your Face. And Rains Fall Soft Upon Your Fields…

ასე და ამგვარად გილოცავთ წმინდა პატრიკის დღეს ირლანდიურად და თუ მწვანე ლუდს ვერ გაქაჩავთ, “გინესიც” გამოდგება ამ საქმისთვის ან უბრალოდ კარგი გემრიელი ლუდი :)

Irish Music by Wooden Monkey

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close