გასართობისაკითხავისასარგებლო

სასწაულებიც ხდება

f188ce61c4f3

სასწაულები ყველგან ხდება და გამონაკლისი არც მედიცინაა. ამ შემთხვევაში კი პაატარა გინეკოლოგიურ სასწაულებზე მოგიყვებით.

უკრაინაში 66 წლის ქალბატონმა პირველი შვილი გააჩინა. მიუხედავად დედის ასეთი ასაკისა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონა 3 კგ. და 300 გ. იწონის და 53 სმ.-ია.

ბავშვის დაბადების შესახებ განაცხადა ჩერნიგოვოს სამშობიარო სახლის მთავარმა ექიმმა ვასილი გუსაკმა. დღეისათვის, ეს ქალბატონი უკრაინაში და რუსეთში პირველი ქალია, რომელმაც ამ ასაკში შვილი გააჩინა.

“ეს პირველი შემთხვევაა უკრაინაში, და რუსეთშიც, როცა ქალმა ამ ასაკში შვილი გააჩინა”, _თქვა გუსაკმა. მშობელიც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. თუმცა, დედის ასაკის გამო, ისინი დიდხანს იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დედა ინდოეთის მოქალაქე, რაჯო დევია, რომელმაც 70 წლის ასაკში გააჩინა შვილი. მისი მეუღლე კი 72 წლის ბალა რამია. წყვილი 55 წელია ერთადაა, თუმცა შვილი არ უჩნდებოდათ.

4acf1fd2452c

ფეხმძიმობა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მოხდა. ქალბატონს გოგონა გაუჩნდა. მისი მეუღლის თქმით, მათი ასეთი ასაკი ბავშვის ბედზე ცუდ გავლენას არ მოახდენს, მათი გარდაცვალების შემთხვევაშიც კი. “ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს, ეს ჩვეულებრივი რამაა სოფელ ხარიანში. ამიტომ ბავშვის აღზრდა არ იქნება პრობლემა”, – თქვა ბალა რამიმ.

რადგან გინეკოლოგიურ სასწაულებზე ვყვებით, კიდევ ერთი რამ მინდა მოგიყვეთ. ლვოვის რაიონში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა. 26 წლის უკრაინელმა მარიამ, რომელიც სიმაღლეში 90 სმ. და მხოლოდ 26 კგ. იწონის, სრულიად ჯანმრთელი შვილი გააჩინა.

მას ექიმებმა დაუსვეს ნანიზმის დიაგნოზი (ნანიზმი – ბერძნ. nanos ჯუჯა, ქონდრისკაცი, нанизм, карликовость). როგორც ცნობილია, ასეთი დიაგნოზის მქონე ქალს აღენიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რაც ხელს უშლის დაფეხმძიმებას. თუმცა დაფეხმძიმების შემთხვევაშიც, ბავშვის დაბადების შანსი პრაქტიკულად არაა.

25a655fccc1c

მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, რომ გაეკეთებინა აბორტი, მარიამ გადაწყვიტა ბავშვის დატოვება. მთელი 9 თვის მანძილზე იგი იმყოფებოდა სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ. და დაიბადა 2,8 კგ. და 49 სმ. გოგონა, ვერონიკა-ალინა.

მარიას ქმარი, ოლეგი, რომელიც 187 სმ. სიმაღლისაა, აღიარებს, რომ მათ კიდებ უნდათ ერთი შვილი. წარმატებები ოლეგს და მარიას…:)))

მსგავსი ამბები

Back to top button