საკითხავისასარგებლო

ალოპეცია

რატომ ვმელოტდებით? მამაკაცებში ალოპეციის მიზეზები და მისი თავიდან აცილების გზები.

ალოპეცია, ანუ გამელოტება ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ალბათ, პრობლემატური თემაა მამაკაცებისთვის მთელ მსოფლიოში. სტატისტიკურად, ყოველი 3 მამაკაციდან 2 აღწევს ალოპეციის გარკვეულ სტადიას შუახნის ასაკამდე. მსოფლიოში მამაკაცთა 30% 25-35 წლის ასაკში მელოტდება, დაახლოებით 50% 50 წლამდე აღწევს ალოპეციის ერთ-ერთ ბოლო სტადიას, ხოლო მამაკათა 75 % 80 წლამდე თითქმის სრულიად მელოტია.

ყოველდღიურად მამაკაცს თავზე ათასობით თმის ღერი სცვივა, რომლებიც იცვლება ახალი თმის ღერებით. ხოლო, როცა დაკარგული თმის ადგილას აღარ ამოდის ახალი თმა, ამას ალოპეცია ეწოდება. 10-დან 9 შემთხვევაში, თმის ცვენა დაკავშირებულია ალოპეციასთან, ანუ როდესაც დროთა განმავლობაში თმა ცვივა და გამელოტებული ადგილები აღარ ივსება ახალი თმის ღერებით. თუმცა, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც თმის ცვენა გამოწვეულია რაიმე დაავადებით, მაგალითად ჰორმონალური დისბალანსით (ასეთ შემთხვევაში თმა სწრაფად ცვივა) და ამ დროს საჭიროა ექიმის დახმარება.

თმის ცვენა შეიძლება ნებისმიერი ასაკიდან დაიწყოს. გამელოტებას მამაკაცები ძირითადად 30-35 წლიდან იწყებენ, თუმცა, შეიძლება, თმამ ცვენა 20 წლამდეც დაიწყოს.

ჩვეულებრივ, გამელოტება იწყება შუბლს ზემოთ, საფეთქლების არეში, შემდეგ თმა იწყებს შეთხელებას კეფაზე და ცოტა უკან. ამ ადგილებში თმა ნელ-ნელა ცვივა და ხშირ შემთხვევაში მამაკაცი სრულად მელოტდება.

ნორვუდის კლასიფიკაცია

გამელოტების ზუსტი მიზეზი არავის დაუდგენია, თუმცა არსებობს რამდენიმე სერიოზული დასკვნა, რომელშიც ყველა ექიმი თანხმდება. ის, რომ ალოპეცია მჭირდროდაა დაკავშირებული გენეტიკასთან, ამაშიც არავის ეპარება ეჭვი, თუმცა, მისი უშუალო მიზეზი ჰორმონებია. კაცის ორგანიზმში არსებობს სპეციალური ჰორმონი ტესტოსტერონი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონია თმის ზრდისთვის. როდესაც ტესტოსტერონი შედის კავშირში ერთ-ერთ ენზიმთან და გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად (DHT), ამ დროს იქმნება საფრთხე ალოპეციისა. დიჰიდროტესტოსტერონი უკვე ტრანსფორმირებული ჰორმონია, რომელიც ვნებს თმის ბუდეებს და თმა იწყებს ცვენას. ამ ჰორმონის ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხი ინდივიდუალურია, იგი ზოგჯერ იწვევს გამელოტებას, ზოგჯერ _ არა.

არსებობს სპეციალური პრეპარატი “პროსერინი”, რომელიც აფერხებს ამ მავნებელი ჰორმონის, დიჰიდროტესტოსტერონის მოქმედებას და ხელს უშლის თმის ბუდეების დაზიანებას. ამბობენ, რომ იგი ბუნებრივი საშუალებებითაა დამზადებული და არანაირი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. მას უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ “პროსერინის” აბების მიღების შემდეგ მათ ახალი თმა ამოუვიდათ და გამელოტებული ადგილები შეევსოთ. “პროსერინის” შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით.

გარდა ჰორმონებისა, არანაკლებ საგულისხმოა ადამიანის გენეტიკა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მხრივ შედარებით მეტი გავლენა აქვთ წინაპრებს დედის მხრიდან, განსაკუთრებით ბაბუას, მაგრამ  დაზუსტებით ვერავინ ამბობს, ადამიანის რომელ ნათესავზეა ყველაზე მეტად დამოკიდებული, გამელოტდება იგი, თუ არა და რას უნდა მიექცეს ყურადღება, თუმცა ფაქტია, რომ რაც უფრო მეტია ჩვენს ნათესავებსა და წინაპრებს შორის მელოტთა რაოდენობა, მით მეტია ალბათობა, რომ ჩვენც მათი ბედი გავიზიაროთ.

ალოპეციას, ზოგჯერ, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ასაკს უკავშირებენ. ადამიანს თავზე უამრავი თმა სცვივა და იმდენივე ამოსდის, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ნელდება ძველი თმის ახლით ჩანაცვლების პროცესი. ამასთან, რადგანაც, თმის ცვენის პროცესი შეუქცევადია, თმა იწყებს შეთხელებას, ანუ საქმე გვაქვს ალოპეციასთან. ზოგ ადამიანში, შესაძლოა, ეს პროცესი ნაადრევად დაიწყოს, ზოგში კი ბევრად გვიან.

მიუხედავად გარკვეული მეცნიერული დასკვნებისა, არსებობს სხვა და ალბათ, არანაკლებ საგულისხმო მოსაზრებებიც. გამელოტების კიდევ ბევრი მიზეზი სახელდება:

1. თავის ხშირი ბანა – ამბობენ, რომ როდესაც თავს დიდი სიხშირით ვიბანთ, ეს იწვევს კანის გამოშრობას და თმა ცვივა.
2. ხანგრძლივი ავადმყოფობა – თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს ხანგრძლივი ავადმყოფობა, ან ისეთი დაავადების გადატანა, როგორიცაა მაგალითად, მალარია. ამ დროს შესაძლებელია დიდი რაოდენობით თმის დაკარგვა.
3. ქუდების ხშირი ტარება – გამუდმებით ქუდის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, რადგან თავი ამ დროს სიმჭიდროვეშია და კანი აღარ სუნთქავს. ნაკლებად სასურველია ქუდის ძილის დროს, ღამით დაფარება.
4. წამლები – თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წამლების ჭარბი დოზით მიღებამ. მაგალითად, ანტიდეპრესანტების, გულის დაავადებებისთვის განკუთვნილი წამლების, ასევე მავნებელია ჭარბი დოზით A ვიტამინის მიღება.
5. სტრესი – არსებობს მოსაზრება, რომ ხშირი სტრესული მდგომარეობა შეიძლება გახდეს გამელოტების მიზეზი.
6. თმის მოქაჩვა – თმის ხშირმა მოქაჩვამ შეიძლება დააზიანოს თმის ბუდე და ხელი შეუწყოს თმის ცვენას.
7. ვარცხნილობის ხშირი ცვლა – ხშირი ცვლა ვარცხნილობისა, სხვადასხვა ორიგინალური ვარიანტების მორგება შეიძლება გამაღიზიანებლად მოქმედებდეს თმის ბუდეებზე (ასევე არ არის სასურველი თავის ხშირი ფხანა და თმით განუწვეტლივ თამაში).
8. თმის გელები და მუსები – ასეთ საშუალებებს ხშირად იყენებენ, თუმცა შესაძლოა, მათი ხშირმა ხმარებამ თმის გამოშრობა და თავის კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

ამ პუნქტების უმეტესობა არაფერია, თუ არა ვარაუდი, მაგრამ მათი გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეამცირებს გამელოტების რისკს.

არსებობს აგრეთვე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებიც. მაგალითად, ალოპეციის ერთ-ერთ მიზეზად მასტურბაციასა და აქტიურ სექსუალურ ცხოვრებასაც მიიჩნევენ, ხოლო ზოგის აზრით კი პირიქით – მას სექსუალური პასიურობა განაპირობებს. ალოპეციას ასევე, ხშირად უკავშირებენ ვირუსულ დაავადებებსაც. ზოგს ჰგონია, რომ თმის ცვენას სწორედ ისინი იწვევს და შესაბამისად, მელოტები ყველაზე მეტად არიან ასეთი დაავადებებით შეპყრობილნი, ხოლო ზოგი ფიქრობს, რომ “უთმო ბიძიები” ამ მხრივ ყველაზე ნაკლებად საშიშნი არიან.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close