არქივი

კომპანია ”eBay”-მ დაადასტურა, რომ ”Skype”-ი შესაძლოა დაიხუროს

f325d4f286eaსერვისის ყოფილი მფლობელი კომპანია ”Joltid” ამტკიცებს, რომ ”eBay”-ს ”Skype”-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლება არა აქვს. ”eBay” უკვე მუშაობს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე. ინტერნეტ-აუქციონმა ”eBay”-მ ფასიანი ქაღალდებისა და აშშ-ის ბაზრის კომისია გააფრთხილა, რომ მის კუთვნილებაში არსებული რესურსი ”Skype” შესაძლოა მალე დაიხუროს. ამის მიზეზი ის არის, რომ ”Skype”-ის დამფუძნებელთა, ნიკლას ზენსტრემისა და იანუს ფრისომის კუთვნილი კომპანია ”Joltid”-ი, ”eBay”-ს სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევაში სდებს ბრალს და ”Skype”-ის პროგრამულ კოდზე ხელმისაწვდომობის საკუთარ უფლებას ითხოვს.
”eBay”-მ სასამართლო წესით მოითხოვა უკანონოდ ეცნოთ ”Joltid”-ის მიერ ლიცენზიის ანულირების მცდელობები, მაგრამ ”Joltid”-მა საპასუხო სარჩელი მოამზადა. ”Joltid”-ის იურისტების აზრით, ”eBay”-მ საავტორო უფლებები დაარღვია და პროგრამული კოდის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გაამჟღავნა. განახლებული სასამართლო მოსმენა 2010 წლის ივნისში გაიმართება. ”Joltid”-ის გამარჯვების შემთხვევაში ”Skype”-ს უკანონოდ სცნობენ.
”eBay”-ის სპეციალისტები ”Skype”-ის საკუთარი ტექნოლოგიის შემუშავებაზე უკვე მუშაობენ. თუ ისინი მის დასრულებას სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეძლებენ, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა ”Skype”-სთვის აღარ ექნება. ამგვარი ტექნოლოგიის შემუშავება, ექსპერტების შეფასებით, ”ათეულობით მლნ დოლარი დაჯდება”, – იუწყება ”comnews.r

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button