საკითხავისასარგებლოსურათები

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანელებლები…

სანელებლებს ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. სამზარეულო მათ გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა პოსტი არ ეხება მარილსა და პილპილს, არამედ იმ სანელებლებს რომელიც საკმაოდ რთულად მოიპოვება და საკმაოდ ძვირად ფასობს…

შაფრანი-ყველაზე ძვირადღირებული სანელებელი

ამ სანელებლის სამშობლო ინდოეთია, მოიპოვებენ ყვავილ Crocus sativus ბუტკოსაგან. ყიდიან როგორც ფხვნილის სახით ასევე ბუნებრივსაც (ყავისფერმოწითალო ღეროები). 1კგ. შაფრანის ღურებულება 6 000 $ ,რადგანაც ყვავილის ბუტკოს ღეროების შეკრება ხდება ხელოვნურად, 0,5 კგ-ს შესაგროვებლად საჭიროა 35-100 ათასამდე ყვავილი, ყოველი ყვავილისაგან 3 ღერო ბუტკო.

ვანილი-სურნელოვანი ვანილის ორქიდეის ღეროები..

დათესვიდან 3 წელიწადში ჩნდება ღეროები, მცენარეს ხრიან მიწისკენ რათა ღეროები არ იყოს ზედმეტად დიდი, წელიწადში ერთხელ ხდება ყვავილის ხელოვნური დამტვერვა. ვანილის სურნელება იწვევს ორგანიზმში სეროტონინას გამოყოფას-კმაყოფილებისა და სიამოვნების ჰორმონი.

სამი ვანილის ღერო მადაგასკარში იყიდება 20 შეკელად. ( 1 შეკელი 4.5 $ ).

Muristica fragrans (ჯავზი) იგივე მუსკატის კაკალი, მარადმწვანე ხეა.

სიმაღლით 20 მეტრს აღწევს. ზოგიერთი მცენარე 100 წლამდე ცოცხლობს.ჯავზის ნაყოფი გარეგნულად ატამს ჰგავს; მომწიფებისას კი ორად გასკდომას იწყებს. ნაყოფს მასიური, მჟავე გემოს რბილობი აქვს. მასში განთავსებულია მსხვილი თესლი, რომელიც დაცულია მაგარი ნაჭუჭით და დაფარულია ხორციანი თესლსაფრით (სწორედ იგი ხასიათდება ნადვილი მუსკატის ფერით). მზეზე გამოშრობის შემდეგ, თესლსაფარი ხდება მყიფე, არომატული და იღებს ნარინჯისფერ-მოყვითალო ფერს. თესლსაფრის მოცილების შემდეგ, თესლს აშრობენ, ამტვრევენ და იღებენ შუაგულს.

გამოყენება ევროპულ კულინარიაში: იყენებენ კრემებისა და შოკოლადის პუდინგების დამზადებისას. მრავალ ტკბილეულში, საახალწლო ნამცხვრებში, ვაშლის, ქლიავის, გარგარის კომპოტებში და მურაბებში. ზოგიერთი მზარეული მას უმატებს ბულიონებში, სუპებში, პაშტეტებში, ბოსტნეულში. ჯავზს იყენებენ სხვადასხვა სპირტიანი სასმელების არომატიზაციისათვის, ასევე კოკტეილებში, ევროპაში მას გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ ტომატის წვენში, რძის სასმელებში, ცხელ ღვინოსა და ლიმონათში, პუნშში და კაკაოში. უმნიშვნელო რაოდენობით ჯავზს იყენებენ ვაშლის რულეტში, ხილის ტორტში, ნაყინში და ათქვეფილ ნაღებში; გამოიყენებენ სუპებში, ხორცის ბულიონებში, ბრინჯის, ბოსტნეულის კერძებში, საწებლებში, ყვავილოვან და ბრიუსელის კომბოსტოში, ისპანახში, თევზში, ხბოს ხორცში, დაკეპილ ხორცში, ფრინველის ხორცში, კარტოფილის პიურეში, ბარდას სალათში, ბოსტნეულის სალათებში, ტომატის საწებელში.

(იხილეთ ვიდეო ამ სანელებლის შესახებ.. სამწუხაროდ მისი ინგლისური ვერსია ვერ ვიპოვე..)

ვარდისფერი პილპილი..

  • იზრდება ხეზე. გარეგნულად კენკრა ჰგაავს პილპილს, თუმცა არის ტკბილი და არომატული და საერთოდ არაა მწარე.. იმისათვის, რომ შეუნარჩუნდეს პირვანდელი ვარდისფერი, კენკრებს აშრობენ გაყინვის გზით, შემდეგ კი ამარინადებენ და ამარილებენ. ვარდისფერ პილპილს აცხელებენ , ფშვნიან და უმატებენ გამზადებულ კერძს. ძირითადად იყენებენ ზღვის პროდუქტებისთვის..


ძირთეთრა (Alpinia officinalis)
მიეკუთვნება მანდრაგორისებრთა ოჯახს, არომატულია მანდრაგორებზე, მწარე და მსწრაფლ სასიამოვნო გემო ააქვს, მოყავისფრო-მოწიტალო ფერებით მისი გარჩევა მანდრაგორისაგან ადვილია. მცენარის ძირებს ასუფთავებენ კანისაგან და ჭრიან 5-6 სმ-ს სიგრძეზე, შემდეგ ხდება მისი გამოშრობა რის შედეგადაც ის ხდება მყარი..

კარდამონი-(Elettaria cardamomum)
კარდამონის არომატი ლიმონსა და ევკალიტის არომატების ურთიერთშეხამებული არომატის მსგავსია, აუცილებელია მისი შეძენა შეფუთული სახით რათა არ დაკარგოს თავისი სურნელება. (შეხედულებით აგრეთვე ჰგაავს მანდრაგორს)
(იხილეთ ვიდეო ამ სანელებლის შესახებ ….)

ველური ჟენშენის ფესვები..

ეს სანელებელი მხოლოდ გამონაკლისად მოიპოვება იაპონიის პროვინცია-ჰინში. მაცხოვრებლების უმეტესობა დაჯერებულია სანელებლის ღვთაებრივ ძალაზე. ეს მცენარე მოხვდა საერთაშორისო “წითელ წიგნში”…

სულ ეს იყო….

Iako Marshava | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close