არქივი

პასუხები კითხვებზე: NASA 2012 წლის შესახებ

f3850ce924ad

მოგეხსენებათ, 2012 წელი უკვე აქტუალურ თემად იქცა საზოგადოებაში , მაიას ტომების კალენდრის თანახმად, დედამიწის აღსასრული სულ რაღაც 1 წელში დადგება. რათქმაუნდა ხალხიც შეშინებულია რასაც ამას ბოლო დროს მოხშირებული ბუნებრივი მოვლენებიც ემატება. მიწისძვრა, წყალდიდობა, ცუნამი თუ ყინულების დნობა ანტარქტიდაზე, ყველაფერი ქვეყნიერების აღსასრულთან ასოცირდება. ახლა კი ვნახოთ თუ რას გვეუბნება აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ამ შიშის მომგვრელი 2012 წლის შესახებ.

NASA პასუხობს ინტერნეტ იუზერებისაგან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს 2012 წლის შესახებ:

Q: არსებობს რამე საშიშროება იმის რომ რამე მოხდეს 2012 წელს დედამიწაზე?
A:არაფერი ცუდი არ მოხდება 2012 წელს. ჩვენი პლანეტა 4 მილიარდი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ მიდიოდა წინ და წინ და მსოფლიოს მეცნიერებმა იციან რომ არანაირი საშიშროება არ არის ასოცირებული 2012 წელთან.

Q: საიდან წარმოიშვა პროგნოზირება რომ 2012 წელს აღსასრული დადგება?
A: ეს ამბავი დაიწყო იქედან რომ შუმერების მიერ აღმოჩენილი პლანეტა ნიბირუ, უნდა შეჯახებოდა დედამიწას. ეს კატასტროფა თავდაპირველად 2003 წლის მასში იყო ნაწინასწარმეტყველები , მაგრამ როდესაც არაფერი მოხდა აღსასრულის თარიღი გადმოაადგილეს წინ, 2012 წლისთვის.

Q: მაიას ტომების კალენდარი 2012 წელს მთავრდება?
A: ის კალენდარი რომელიც თქვენს სამზარეულო ოთახის კედელზე კიდია , წყვეტს არსებობას 31 დეკემბრის შემდეგ, ასევე მაიას ტომების კალენდარი წყვეტს არსებობას 2012 წლის 21 დეკემბერს. ეს თარიღი არის მაიას ტომების ხანგრძლივი-დათვლის პერიოდის დასასრული, მაგრამ შემდეგ როგორც თქვენი კალენდარი იწყება ისევ 1 იანვარს – სხვა ხანგრძლივი-დათვლის პერიოდი იწყება მაიას კალენდრისათვის.

Q: შესაძლებელია მოხდეს ფენომენი რომ პლანეტები ერთ ხაზზე განლაგდებიან და ეს დედამიწაზე გავლენას მოახდენს?
A: პლანეტარული განლაგება არ მოხდება მომდევნო რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში. და მაინც, თუ ეს მოხდებოდა მათი ზეგავლენა დედამიწაზე იქნებოდა სრულიად უმნიშვნელო.

Q: არის თუ არა ყავისფერი ჯუჯა პლანეტა ნიბირუ , ან პლანეტა X რომელიც დედამიწას უახლოვდება და 2012 წელს დედამიწაზე მასობრივ ნგრევას გამოიწვევს?
A: ნიბირუს და ასეთი პლანეტების შესახებ შექმნილი ამბები არის ინტერნეტ ჭორები რომლებიც არ შეესაბამება რეალობას. პლანეტა ნიბირუ ან პლანეტა X რომ მართლა არსებობდეს, ასტრონავტები დიდი ხნის წინ იპოვიდნენ მას და ჩვენც შიშველი თვალით ჩვეულებრივ დავინახავდით მას. რაღათქმაუნდა ის არ არსებობს. ერისი რეალურია მაგრამ ჯუჯა პლანეტა როგორიცაა პლუტონი, დარჩება მზის სისტემის გარეთ და უახლოესი რაც მას შეეძლება დედამიწასთან მოსვლა იქნება 4 მილიარდი მილი.

Q: არის რაიმე საშიშროება იმის რომ 2012 წელს დედამიწას მეტეორი შეეჯახება?
A: დედამიწაზე ყოველთვის ვარდებოდა კომეტები და მეტეორები, თუმცა, დიდი და ძლიერი დარტყმები ძალიან იშვიათია.
უკანასკნელი დიდი შეჯახება იყო დაახლოვებით 65 მილიონი წლის წინ, რამაც გამოიწვია დინოზავრების გადაშენება. დღეს, NASA ს ასტრონავტები აწარმოებენ კვლევას, სახელად Spaceguard რომლის მიზანია იპოვოს დედამიწასთან არსებული ახლოს მყოფი ასტეროიდები , სანამ ისინი შეეჯახებიან დედამიწას. უკვე დადგენილია რომ არ არის საშიშროება იმის რომ უახლოეს მომავალში რაიმე დიდი ასტეროიდი შეეჯახოს დედამიწას.

Q:რას ფიქრობენ NASA ს მეცნიერები აღსასრულის დღის შესახებ?
A: ნებისმიერი პრეტენზიები 2012 წლის დრამატული ცვლილებების და კატასტროფების შესახებ, სად არის მეცნიერება? სად არის მტკიცებულება? რათქმაუნდა არარის. წიგნებზე, ფილმებზე და ინტერნეტზე დაყრდნობით ჩვენ ვერ შევცვლით ამ მარტივ ფაქტს –
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის რომ 2012 წლის დეკემბერს რაიმე მოხდება.

Q:არის თუ არა მზის განსაკუთრებული აქტივობა ნაწინასწარმეტყველები 2012 წელს?
A: მზის აქტივობას აქვს თავისი რეგულარული ციკლი , რომელიც დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში მეორდება. მზის სინათლეს შეუძლია გამოიწვიოს სატელიტური კომუნიკაციებს დარღვევა მაგრამ ინჟინერები სწავლობენ თუ როგორ ააშენონ ელექტრონიკა რომელიც დაიცავს სატელიტებს განსაკუთრებული მზის აქტივობისაგან. მაგრამ არანაირი განსაკუთრებული რისკი არარის ასოცირებული 2012 წელთან. შემდეგი მზის აქტივობა მოხდება 2012-2014 წლებში , თუმცა ეს ციკლი არ იქნება რაიმით განსაკუთრებული ან განსხვავებული ისტორიაში მომხდარი ციკლებისაგან.

90bde0254470

fd2cd57732d1

როგორც ხედავთ NASA არანაირ საფრთხეს არ წინასწარმეტყველებს 2012 წლისათვის , ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ. იმედია პოსტი მოგეწონათ, მადლობა ყურადღებისთვის. ;]

მსგავსი ამბები

Back to top button